გრანდიოზული ბენცი პორშეს გენებით - Mercedes 500 E (+ ვიდეო)
გრანდიოზული ბენცი პორშეს გენებით - Mercedes 500 E (+ ვიდეო)
05.02.2018
ეს W 124 სერიის ექსკლუზიური ვერსიაა - Mercedes 500 E-ს ვგულისხმობთ, რომელზეც “ბენცის” მოყვარულებს “მზე და მთვარე ამოსდით”.

24 თებერვალს სილვერსტოუნის აუქციონზე გაიყიდება “მერსედესი”, რომელსაც “პორშეს” გენები აქვს. ეს გახლავთ ექსკლუზიური 500 E (W 124), რომელიც 1993 წელსაა გამოშვებული და რომლის გარბენიც მხოლოდ და მხოლოდ 80 500 კილომეტრია. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეტშია, მარცხენასაჭიანი გახლავთ.

Auto Bild

ეს ავტომობილი ლეგენდარულ კომიკოსს, როუენ ატკინსონს, ანუ, “მისტერ ბინს” ჰყავდა და არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი მანქანაა. აუქციონის შეფები წერენ, რომ მანქანა ძალიან კარგა
დაა მოვლილი და მისი სერვისის ისტორიაც უნაკლოდაა გადმოცემული.
  • ამ მოდელს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს!
500 E-ს შემუშავება მაშინ “პორშემ” აიღო თავის თავზე. სპორტული ავტომობილების მწარმოებელი 80-იანი წლების მიწურულს არცისე დატვირთული იყო და ცუფენჰაუზენში ამ საქმეს ხელი სიამოვნებით მოჰკიდეს.

Auto Bild

500 SL-ის 326-ცხენისძალიანი V8 ძრავა და სავალი ნაწილი მათ საშუალო კლასში დიდი მონდომებით გადაიტანეს. ყველა დეტალი, რაც მას ჩვეულებრივი W 124-ისგან განასხვავებს, სწორედ პორშემ დაამონტაჟა - კერძოდ, ცუფენჰაუზენის “რიოსლე-ბაუში”, სადაც ლეგენდარული Porsche 959 შეიქმნა. მანქანა ზინდელფინგენში შეიღება, საბოლოო მონტაჟი კი, V8 ძრავის ჩათვლით, ისევ ცუფენჰაუზენში შედგა.

იხილეთ ვიდეო: გრანდიოზული ბენცი
პორშეს გენებით - Mercedes 500 E


თუმცა 500 E მაინც ზინდელფინგენიდან იყიდებოდა, რაც არ არის გასაკვირი. მაშინდელ ფასს არ იკითხავთ?
  • 1992 წელს 500 E მინიმუმ 138 396 გერმანული მარკა ღირდა - 200 E-ზე დაახლოებით 90 000 მარკით მეტი!
Auto Bild

ამაზე უფრო ძვირად მხოლოდ 500 SL, 560 SEC და S 600 ფასობდნენ. 500 E-ს მაშინ გერმანელებმა შვაბური Muscle Car შეარქვეს. მანქანა ერთი შეხედვით მშვიდად გამოიყურებოდა, მაგრამ მსუბუქი მეტალის 8-ცილინდრიანი ძრავით (Typ M 119) სასწაულად მძლავრი იყო. 0-დან 100 კმ/სთ-მდე 6,3 წამში ჩქარდებოდა და მაქსიმუმ 250 კმ/სთ-ს ავითარებდა. რაც ყველაზე მთავარია, მისი მართვა დიდი სიამოვნება იყო.

ბევრი ამბობდა, Mercedes 500 E თვით Porsche 928-საც ჯობიაო, რითაც მისი შემქმნელები მხოლოდ და მხოლოდ ამაყობდნენ. ფაქტი ის იყო, რომ მასზე უკეთ არცერთი სხვა 124 არ დადიოდა. მას მოსახვევების ბრწყინვალედ დაპყრობაც შეეძლო და “მერსედესის” უნიკალური კომფორტიც ჰქონდა.

Auto Bild

კონდიციონერი, ელექტრო-სავარძლები და კრუიზ-კონტროლი სერიული იყო. ლუქი, სავარძლების გათბობა და ტყავი კი დამატებითი ოფციები გახლდათ.
  • 150 000 მარკაზე იაფად არცერთი ეგზემპლარი არ გაყიდულა - სულ კი მხოლოდ 10 479 ცალი შეიქმნა.
500 E საუკეთესო “პორშეა”, რომელსაც ოდესმე “მერსედესის” ლოგო ჰქონია. მისი შესაძლებლობები დღევანდელ რეალობაშიც კი შთამბეჭდავია. ბევრი სივრცის, მდიდრული გარემოს, კომფორტის და შესანიშნავი სპორტულობის კომბინაცია მართლაც უნიკალურია.

Auto Bild
  • ტექნიკური მონაცემები - Mercedes 500 E
ძრავა: V8, წინ; სარქველები/გამანაწილებელი ლილვი: 32/2; გამანაწილებელი ლილვის მექანიზმი: ჯაჭვი; ძრავის მოცულობა: 4973; სიმძლავრე: 326 ცხენის ძალა; მაბრუნი მომენტი: 480 ნმ/3900; მაქსიმალური სისწრაფე: 250 კმ/სთ; გადაცემათა კოლოფი: 4-საფეხურიანი ავტომატიკა; ამძრავი: უკანა; საწვავის ხარჯი (ოფიციალური): 13,0 ლ./100 კმ; ავზის მოცულობა/რეკომენდებული საწვავი: 90 ლ./Super; გამონაბოლქვი: 308 გ/კმ; აჩქარება 0-100 კმ/სთ (გატესტილი): 6,3 წამში; მობრუნების რადიუსი: 11,7 მ; საწვავის ხარჯი (გატესტილი): 16,3 ლ/100 კმ; სავსე ავზის რესურსი: 550 კმ.

Auto Bild

იხილეთ ვიდეო:
გრანდიოზული ბენცი პორშეს გენებით - Mercedes 500 E

Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ყველაზე უცნაური მანქანა, რომლის შესახებ ალბათ არაფერი იცოდით
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ჩემპიონი ავტომობილები ყველაზე მეტი გარბენით
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
პირველი ალფა რომეო ჰიპერ-ავტომობილის ფასად იყიდება
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
უნიკალური მერსედეს S-კლასი,
რომლის შესახებ ალბათ არაფერი იცოდით

Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
მსოფლიოში პირველი სუპერ-ავტომობილი
სარეკორდო ფასად იყიდება

Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
უნიკალური მერსედეს 124 უნივერსალი
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
მერსედესმა ჩემპიონი CLK GTR 128 დღეში შექმნა!
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ეს იყო რევოლუცია საბჭოთა ავტოწარმოებაში
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
იშვიათი BMW 90-იანი წლებიდან
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
BMW-ს ისტორიული, საკულტო მოდელი
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ფერარის ლეგენდარული მოდელი 30 წლისაა
Auto Bild


განსაკუთრებული ექსპონატი მერსედესის მუზეუმიდან
ბენცი, რომელიც სიჩქარის რეკორდისთვის შეიქმნა

Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
სპორტული ავტომობილი ისრაელიდან,
რომლის შესახებ ბევრმა არაფერი იცის

Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
გავიხსენოთ 90-იანი წლები
როცა საქართველოში მერსედესი ან BMW ფუფუნება იყო

Auto Bild


იხილეთ ფოტოგალერეა:
40 მანქანა, რომელიც აუცილებლად უნდა გიყვარდეს!
Auto Bild


ასევე იხილეთ:
საუკეთესო ყველგანმავალი!
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ეს მერსედესი უერთგულესი მეგობარია
Auto Bild


პატარა, მაგრამ ძალიან დიდი BMW
Auto Bild


ყველა მამაკაცის ოცნების მანქანა: ლეგენდარული მუსტანგი
Auto Bild


მერსედეს W124-ის ხარისხი:
გერმანელმა მილიონი კილომეტრი უპრობლემოდ გაიარა!

Auto Bild


ასევე იხილეთ:
რთული წარსულის მქონე ანტიკვარული
მერსედესი 6.6 მილიონ დოლარად გაიყიდა

Auto Bild


მერსედესის იშვიათი კუპე, რომლის შესახებ ბევრმა არაფერი იცის
Auto Bild


ბრეჟნევის, ლენონის და კლარკსონის ლიმუზინი
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ
ავტომობილს ახლა 56 მილიონად ყიდიან!

Auto Bild


97 წლის ბაბუმ ახალი ”ფორდ მუსტანგი” იყიდა! (+ VIDEO)
Auto Bild


გაიცანით პაჯეროს დიდი ბაბუა
Auto Bild


მერსედესს პიკაპი ადრეც ჰყავდა!
Auto Bild


ერთი მახინჯი მანქანის ამბავი: Fiat Multipla
Auto Bild


ეს ველური ბენცი სამი AMG GT-ს ფასად გაიყიდა!
Auto Bild


საუკეთესო, ან არაფერი? Mercedes S-კლასი (W 140)
Auto Bild


ბრაბუსმა 8 კლასიკური მერსედესი განაახლა
Auto Bild


აი, ასეთი ყველგანმავალი ჰყავდა მერსედესს 1906 წელს
Auto Bild


სამთვალა, რომელიც მისტერ ბინს ნერვებს უშლიდა
Auto Bild


ეს სასაცილო მანქანა წარმოუდგენელ ფასად გაიყიდა (+ VIDEO)
Auto Bild


ქალწული ბენცი
Auto Bild


60-იანი წლების ლეგენდარული კუპე:
Mercedes 250 SE Coupé

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად