სამთვალა, რომელიც მისტერ ბინს ნერვებს უშლიდა
სამთვალა, რომელიც მისტერ ბინს ნერვებს უშლიდა
24.12.2014
ავტომობილს ყოველთვის 4 ბორბალი უნდა ჰქონდეს? რა სისულელეა! ინგლისური Reliant Robin ამტკიცებს, რომ სამიც საკმარისია

სივრცე ფეხებისთვის? რამდენიც გინდა! სვენ ბომერი თავისი Reliant Robin-ის გვერდითა სავარძელზე კომფორტულად თავსდება და ფეხებს თავისუფლად შლის. 0,9-ლიტრიანი ძრავა თუხთუხებს და სანამ სასურველ ტემპერატურამდე მიაღწევდეს, სვენი და მე რაღაცებს ვჭორაობთ. ”მართალია, მარცხენა ფეხი უფრო მიხურს, ვიდრე მარცხენა, მაგრამ, სამაგიეროდ, ფეხებისთვის ძალიან დიდი სივრცეა, რაც იმის დამსახურებაა, რომ გვერდებზე საბურავები არ აქვს,” - მეუბნება 39 წლის სვენი.

Auto Bild
ამ გზას კიდევ არა უშავს, ამაზე უარეს გზაზე კი
”რობინი” თავს გამოგილაყებთ


Auto Bild450-კილოგრამიანი სამთვალა მანქანა ვეხელდეს (ქვემო საქსონია) შარაგზებზე ისე მიკატაობს, თითქოს ერთი ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული ავტომობილია. სვენი კი დასძენს, ყოველთვის, როცა ჩვეულებრივი მანქანიდან ამაზე გადმოვჯდები, მის მართვას ფაქტობრივად თავიდან ვსწავლობო. ”მოგეხსენებათ, სამბორბლიანით ორმოებისთვის აცილება ძალიან ძნელია. არადა, ჩარტყმაც არ შეიძლება, რადგან სალონში მაგრად იგრძნობა,” - გაგვიმხილა სვენმა.

ორმოებში ჩარტყმის თავიდან აცილება ამ მანქანით მართლაც დიდი თავგადასავალია. სამაგიეროდ, მოსახვევებში იმაზე ნაკლებად გაწვალდებით, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ”მისტერ ბინის” ფილმებში გადაყირავებული Reliant ხშირად გვინახავს, აი, სვენ ბომერის ეგზემპლარი კი არასდროს გადაყირავებულა! ”ამ მანქანის დანახვაზე ყველას ჰგონია,
რომ თითოეულ მოსახვევში ვყირავდები, მაგრამ ხომ დარწმუნდით, რომ ასე არაა?” - თვალს მიკრავს სვენი და სამთვალა სუპერმარკეტის პარკინგზე შეჰყავს. აქ მას ალექსანდერ შრაინერი ხვდება - 4 წლის ბიჭუნა, რომელიც ასევე სამთვალაზე ზის, აი, 3-ბორბლიანი ავტომობილს კი პირველად ხედავს და თვალებიც ნელ-ნელა უფართოვდება.

Auto Bild
სვენ ბომერმა ”რობინი” ნაწილებად შეიძინა და მანქანა თავისი ხელით ააწყო

Auto Bild
თითქმის ზუსტად ისე, როგორც ფილმში: სვენ ბომერსაც ჰყავს დათუნია, რომელსაც ”მისტერ ბინის” ფილმებიდან ვიცნობთ

Auto BildAuto Bild
ეს ბრენდი მსოფლიომ ”მისტერ ბინის” ფილმებიდან გაიცნო, თუმცა იქ Robin-ის წინამორბედი, Reliant Regal მონაწილეობდა. საბურავის გამოცვლისას გამძლე დომკრატია საჭირო

სვენ ბომერი ასი პროცენტით ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ მანქანას 4 ბორბალი უნდა ჰქონდეს. ის ფაქტი, რომ Robin-ს ერთით ნაკლები საბურავი აქვს, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მაშინდელი გადაწყვეტილების დამსახურებაა, რომლის მიხედვითაც, ისინი, ვისაც ეს სამთვალა ჰყავდათ, ნაკლებ გადასახადს იხდიდნენ. სწორედ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა უდიდესი ბუმი. Reliant-მა 1952 წელს ჯერ Regal გამოუშვა, 1973 წლიდან კი Robin გამოვიდა ასპარეზზე. ამას გარდა, 1981-დან 1998 წლამდე კიდევ Rialto-ც გამოდიოდა, ხოლო 1998-დან Reliant-ის ისტორიის დასასრულამდე, ანუ, 2001 წლამდე - ისევ Robin. ფინალური მოდელი Robin 65 იყო, რომლის სულ 65 ეგზემპლარი გამოვიდა და ცოტა არ იყოს, მდიდრული კომპლექტაციით გამოირჩეოდა - ჰქონდა ტყავის სალონი, ალუმინის დისკები, ხის მასალები და მედალი, რომელზეც მფლობელის გვარი ეწერა.

Auto BildAuto Bild
850-იანი ძრავა 39 ცხენის ძალით - სწორედ ასეთი სიმძლავრით გამოვიდა ”რობინი” 1975 წელს

ბომერი ამ 36 წლის სამთვალით იმიტომ კი არ დადის, რომ მაინცდამაინც 3-ბორბლიანი მანქანები მოსწონს, არამედ იმის გამო, რომ უყვარს, როცა მანქანა არ იჟანგება. ”როცა ჩემს VW Bus-ს კოროზია მიეძალა, სწორედ მაშინ დავინტერესდი უჟანგავი მანქანებით და, სხვათა შორის, მყავს პლასტმასის Reliant Fox Tandy-ც, რომელიც 29 წლისაა,” - ამბობს სვენი.

გერმანიაში სულ რამდენიმე ერთეული Robin დადის, საქართველოში - რა თქმა უნდა, არცერთი. გერმანიაში რეგისტრირებული ეგზემპლარების ზუსტი რაოდენობის დასახელება ძნელია, რადგან ბუნდესამთი ამ პატარა ავტომწარმოებელს სერიოზულად არ აღიქვამს და ეს მანქანა გადის კატეგორიაში ”სხვადასხვა”...
კლაუდიუს მაინტცი

Auto Bild
4 წლის ალექსანდერ შრაინერი თავისი სამთვალა ველოსიპედით და 39 წლის სვენ ბომერი სამთვალას მოტორიზებული ვერსიით. მფლობელი: სვენ ბომერი - 39 წლის; ელექტრომექანიკოსი; უყვარს ისეთი უჟანგავი ავტომობილები; ყოველდღიური მოხმარებისთვის ჰყავს Volkswagen T4; სხვა ავტომობილები: Orion-ის სახლი მანქანა (1972), Reliant Fox Tandy Camper (1985)

სხვათა შორის...

Auto Bild
სამთვალა ავტომობილები გერმანიაშიც იწარმოებოდა და მათ პატარა სატვირთოების რანგში იყენებდნენ. ფოტოზე ხედავთ ავტომობილს Tempo D 200, რომელიც 1935 წელს ჰამბურგში შექმნეს
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
30.04.2015
BMW 507 არის ”როდსტერი”, რომელიც 1956-1959 წლებში იწარმოებოდა.
სრულად
02.02.2015
გაიცანით 1906 წელს გამოშვებული Mercedes Simplex, რომელიც თანამედროვე „G-კლასს“ შევახვედრეთ
სრულად
20.06.2014
სადღაც 1987 წელი იდგა, უფრო ზუსტად 87-ის დასაწყისი...
სრულად