გაიცანით პაჯეროს დიდი ბაბუა
გაიცანით პაჯეროს დიდი ბაბუა
12.11.2016
ამ დღეებში, სან პაულუში (ბრაზილია) ავტოგამოფენა მიმდინარეობს, რომელზეც თავიანთი ახალი ავტომობილები უამრავმა ავტომწარმოებელმა წარმოადგინა. აი, Mitsubishi-მ კი სხვებისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო და სან პაულუს ავტოშოუზე ძალიან ძველი მანქანა ჩაიყვანა!

Auto Bild

ეს გახლავთ უგზოობის ავტომობილი Mitsubishi PX33, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ ყველასათვის კარგად ნაცნობი ყველგანმავლის, ”მიცუბიში პაჯეროს” დიდი ბაბუა. ეს ავტომობილი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში, იაპონიის იმპერატორის არმიისთვის შეიქმნა. 1933-დან 1937 წლამდე სულ 4 პროტოტიპი გამოუშვეს, დღემდე კი მხოლოდ ერთადერთმა ეგზემპლარმა მოაღწია, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ.

Auto Bild

რაც ყველაზე საინტერესოა, ეს გახლავთ პირველი
სრულამძრავიანი იაპონური ავტომობილი! კაპოტის ქვეშ დიზელის 6,7-ლიტრიანი ძრავა მუშაობს, რომლის სიმძლავრე 70 ცხენის ძალაა. ავტომობილი აღჭურვილია 4-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით და აქვს დამადაბლებელი გადაცემაც! Mitsubishi PX33-ის მაქსიმალური სისწრაფე 80 კმ/სთ გახლავთ.

Auto BildAuto Bild

რატომ ჩაიყვანეს იაპონელებმა ეს უძვირფასესი ანტიკვარი ბრაზილიაში? უნდათ, სამხრეთ ამერიკაში ყველას გააგებინონ, რომ ”მიცუბიშის” უგზოობის ავტომობილების წარმოებაში დიდი ტრადიციები აქვს.

Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:
მერსედესს პიკაპი ადრეც ჰყავდა!
Auto Bild


ერთი მახინჯი მანქანის ამბავი: Fiat Multipla
Auto Bild


ეს ველური ბენცი სამი AMG GT-ს ფასად გაიყიდა!
Auto Bild


საუკეთესო, ან არაფერი? Mercedes S-კლასი (W 140)
Auto Bild


ბრაბუსმა 8 კლასიკური მერსედესი განაახლა
Auto Bild


აი, ასეთი ყველგანმავალი
ჰყავდა მერსედესს 1906 წელს

Auto Bild


სამთვალა, რომელიც მისტერ ბინს ნერვებს უშლიდა
Auto Bild


ეს სასაცილო მანქანა წარმოუდგენელ ფასად გაიყიდა (+ VIDEO)
Auto Bild


ქალწული ბენცი
Auto Bild


60-იანი წლების ლეგენდარული კუპე:
Mercedes 250 SE Coupé

Auto Bild


BMW-ს ძველი სამი მუშკეტერი
Auto Bild


იხილეთ ფოტოგალერეა:
40 ავტომობილი, რომელიც აუცილებლად უნდა გიყვარდეს
Auto Bild


იხილეთ ფოტოგალერეა:
საუკეთესო კლასიკური ავტომობილები

Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად