ეს ველური ბენცი სამი AMG GT-ს ფასად გაიყიდა!
ეს ველური ბენცი სამი AMG GT-ს ფასად გაიყიდა!
12.09.2016
ეს გახლავთ Mercedes-Benz 190 E 2.5-16 Evo II, რომელიც ახლახან აუქციონზე გაიყიდა. მისი ახალი მფლობელი აუქციონის დროს უკიდურესად თავდაჯერებულად მოქმედებდა - როგორც ჩანს, ზუსტად იცოდა, რა უნდოდა! საქმე ის არის, რომ იმ თანხით, რაც ამ ველურ ბენცში გადაიხადა, შეეძლო, ხუთი Mercedes-AMG C63 ეყიდა, მაგრამ არა - მას სწორედ ეს Mercedes 190 E 2.5-16 Evolution II უნდოდა!

Auto Bild

პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ამ Mercedes-Benz 190 E 2.5-16 Evolution II-ს მხოლოდ
და მხოლოდ 2 772 კილომეტრი აქვს გავლილი და ფაქტობრივად ქარხნულ მდგომარეობაშია. და ამ მანქანას ახალი მფლობელი ჰყავს, რომელმაც 1990 წელს გამოშვებულ ამ Baby-ბენცში საკმაოდ დიდი ფული გადაიხადა. შედარებისთვის: ამ ფასად მას ხუთი Mercedes-AMG C63, ოთხი ”S-კლასი” ან სამი AMG GT მოუვიდოდა! ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ახალმა მფლობელმა ამ მანქანაში არც მეტი, არც ნაკლები, 350 000 ევრო გადაიხადა.

Auto Bild

როგორც იცით, Evolution II-ს სულ 502 ეგზემპლარია შექმნილი, ეს კი რიგით 262-ე გახლავთ. ავტომობილის ისტორია ასეთია: თავიდან გერმანიაში გაიყიდა, მერე ახალ ზელანდიაში გადაინაცვლა, მერე კი ინგლისში მოხვდა. ”მერსედესის” მოყვარულებისთვის ეს ავტომობილი ძალიან ბევრს ნიშნავს და ლეგენდის სტატუსი აქვს. ბევრს,
ისევე, როგორც ახალ მფლობელს, ამ მანქანას არცერთი ახალი ალტერნატივა არ ურჩევნია. EVO II ყველაფრით გამორჩეული მოდელია. მისი ვიზუალი და ლეგენდარული სპოილერი ”მერსედესის” მოყვარულებს დღემდე მაგრად უჩქარებს გულისცემას.

Auto Bild

2,5 ლიტრი მოცულობის 4-ცილინდრიანი ძრავა, რომლის სიმძლავრე 235 ცხენის ძალაა, გამოშვებიდან 25 წლის შემდეგაც გადასარევი აგრეგატია. ამას დაადასტურებს ყველა, ვისაც Evo II-ის მართვის საშუალება მისცემია. Classic Data-ს მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ამ მანქანის ფასი, თუ ის კარგ მდგომარეობაშია, 250 000-დან 306 000 ევრომდეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზემოთ ხსენებული ეგზემპლარი არცისე ძვირად გაყიდულა, როგორც თავიდან გვეჩვენებოდა...

Auto Bild

ტექნიკური მონაცემები
4-ცილინდრიანი, ერთრიგა ძრავა, • 4 სარქველი თითო ცილინდრზე • მოცულობა: 2463 სმ3 • სიმძლავრე: 173 კვ (235 ცხ. ძ.)/7200 • მაბრუნი მომენტი: 245 ნმ/5000 • უკანა ამძრაობა • 5-საფეხურიანი მექანიკა • საბურავები: 245/40 ZR 17 • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4530/1720/1342 მმ • ბაზა: 2665 მმ • წონა: 1340 კგ • ავზი: 70 ლიტრი • ტვირთამწეობა: 500 კგ • აჩქარება 0-100 კმ/სთ: 7,1 წამში • მაქსიმალური სისწრაფე: 250 კმ/სთ • ფასი 1990 წელს: 109 440 გერმანული მარკა.

ასევე იხილეთ:
როგორი იქნება ახალი Mercedes GLE?
Auto Bild


ასევე იხილეთ:
მერსედესის ახალი SUV-კუპე AMG-ის სიმძლავრით
Auto Bild


რას უპირებს მერსედესი A-კლასს?
Auto Bild


როგორი იქნება ახალი G-კლასი?
Auto Bild


მიესალმეთ: ბრუტალური G-კლასი Mansory-სგან
Auto Bild


ახალი მერსედესი BMW-დან ნაცნობი უკანალით...
Auto Bild


ბრაბუსმა Mercedes-AMG GLE 63 გააძლიერა
Auto Bild


საუკეთესო, ან არაფერი? Mercedes S-კლასი (W 140)
Auto Bild


მერსედესის ახალი სუპერსპორტული ავტომობილი:
AMG GT R (+ VIDEO)

Auto Bild


ყველაზე სწრაფი კაბრიოლეტი ბრაბუსისგან!
Auto Bild


გერმანელებმა ყველაზე უბრალო G-კლასი დააბრუნეს!
Auto Bild


მერსედესის, ბენტლის და რენჯ როვერის
სუპერ-SUV-ების შედარება

Auto Bild


მერსედესი, როგორც თევზი წყალში (+ ვიდეო)
Auto Bild


მერსედესის პიკაპი უკვე იტესტება
Auto Bild


ბრაბუსის ახალი სიამაყე: G-კლასი 700 ცხენის ძალით
Auto Bild


არის თუ არა მერსედესი ისევ მისაბაძი?
Auto Bild


ავტომობილის 10 საუკეთესო ინტერიერი ამერიკელების აზრით
Auto Bild


ერთ-ერთი ყველაზე უნაკლო მერსედესი
Auto Bild


2016 წლის საუკეთესო 4x4 ავტომობილები
Auto Bild


ბრაბუსმა 8 კლასიკური მერსედესი განაახლა
Auto Bild


ახალი ცნობები მერსედესის პიკაპის შესახებ
Auto Bild


ახალი E-კლასის AMG ვერსია
Auto Bild


ეს მაიბახი თითქმის ტანკია!
Auto Bild


გაიცანით: Mercedes-Maybach S 600 Guard
Auto Bild


ირინა შეიკს მერსედესი და ლამბორგინი უყვარს
Auto Bild


ახალი Mercedes E-კლასი: ჭკვიანი, ლამაზი და S-კლასური!
Auto Bild


ახალი, სამხედრო Mercedes G-კლასი
Auto Bild


”ზევსი” G-კლასი ”მრისხანე გამოხედვით” და 880 ცხენის ძალით!
Auto Bild


ამ მერსედესმა 5000 კილომეტრი ძრავის გარეშე გაიარა! [+VIDEO]
Auto Bild


როცა თამამად შეგიძლია თქვა, რომ ტანკში ზიხარ...
Auto Bild


”ბრაბუსის” უახლესი და საუკეთესო მოდელები
Auto Bild


G-კლასების ტიუნინგი Mansory და Mcchip-dkr-სგან
Auto Bild


მომხმარებლებმა ბრაბუსი საუკეთესოდ დაასახელეს
Auto Bild


ჩავიხედოთ ბრაბუსის მაიბახში!
Auto Bild


ბიზნეს-ბრაბუსი: ოფისი 800 ცხენის ძალით!
Auto Bild


რევოლუცია ახალ Mercedes E-კლასში! (+ VIDEO)
Auto Bild


ქალწული ბენცი
Auto Bild


ერთი დღე ნახევარმილიონიან მერსედეს-მაიბახში
Auto Bild


S-კლასი ყველგანმავლებში: Mercedes GLS
Auto Bild


ყველაზე მდიდრული და უსაფრთხო გელენდევაგენი
Auto Bild


მერსედესმა GLE-ს ტოპმოდელი გაგვაცნო
Auto Bild


G-კლასი მეტი სიმძლავრით და მეტი კომფორტით (+ VIDEO)
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად