ეს სასაცილო მანქანა წარმოუდგენელ ფასად გაიყიდა (+ VIDEO)
ეს სასაცილო მანქანა წარმოუდგენელ ფასად გაიყიდა (+ VIDEO)
15.03.2016
ყველა დროის ყველაზე პატარა ავტომობილი, 1964 წელს გამოშვებული Peel P50 აუქციონზე დაუჯერებელ ფასად გაიყიდა.

აუქციონის ორგანიზატორ კომპანიაში (RM Sotheby's) ელოდებოდნენ, რომ ეს ციცქნა მანქანა მინიმუმ 75 000 და მაქსიმუმ 100 000 დოლარად გაიყიდებოდა, მაგრამ რეალობამ მოლოდინს ძალიან გადააჭარბა! საბოლოო ჯამში, წითელი ფერის Peel P50-ის სანაცვლოდ, რომელიც 1964 წელსაა გამოშვებული, ახალმა მფლობელმა არც მეტი, არც ნაკლები, 176 000 დოლარი გადაიხადა!

Auto Bild

60-იანი წლების დასაწყისში ეს მანქანა შეიქმნა როგორც აბსოლუტურად მინიმალისტური ავტომობილი და სულ მხოლოდ 120 ეგზემპლარი გამოვიდა. დღემდე კი მხოლოდ 48 ეგზემპლარმა
მოაღწია. ზემოთ ხსენებული მოდელი, რომელიც აუქციონზე გაიყიდა, შასის ასეთი ნომრითაა წარმოდგენილი: D535. ეს მანქანა აქამდე მიკრო-ავტომობილების კოლექციონერს, ამერიკელ ბრიუს ვაინერს ეკუთვნოდა. ეს უკანასკნელი მანქანას იდეალურად უვლიდა და არაერთხელ გაუკეთა რესტავრაცია.

Auto BildAuto Bild

Peel P50-ს ძრავის მოცულობა მხოლოდ და მხოლოდ 49 სმ3 გახლავთ. მოტორი, რა თქმა უნდა, 1-ცილინდრიანია და მისი სიმძლავრე სულ რაღაც 4,2 ცხენის ძალა გახლავთ. Peel P50-ს ერთადერთი უკანა ბორბალი ძრავს! გადაცემათა კოლოფი 3-საფეხურიანია, ოღონდ მანქანა მხოლოდ წინ დადის. უკან სვლა არ აქვს და არც სჭირდება - თუ მძღოლს უკან სვლა სჭირდება, მანქანიდან უნდა გადმოვიდეს, მანქანას
უკან, სპეციალურ სახელურზე ხელი წაავლოს და გააგოროს. როგორც ჩემოდანი! თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ Peel P50 სულ რაღაც 62 კილოგრამს იწონის, მისი ხელით წათრევა პრობლემა ნამდვილად არ უნდა იყოს. მანქანის მაქსიმალური სისწრაფე 70 კმ/სთ-ია.

Auto Bild

მთავარი პლუსები? საწვავის ავზი მხოლოდ და მხოლოდ 8-ლიტრიანია, 8 ლიტრი საწვავით კი თითქმის 300 კილომეტრს გაივლი. ცხადია, Peel P50-ს დასაპარკინგებელ ადგილს ყველგან ნახავ - ავტომობილი ხომ ძალიან პატარაა, იმდენად პატარა, რომ შეგიძლია, ოფისშიც შეიტანო, როგორც ეს Top Gear-ის ყოფილმა მოდერატორმა, ჯერემი კლარკსონმა გააკეთა. Top Gear-ის სიუჟეტს Peel P50-ის შესახებ ქვემოთ ნახავთ:

იხილეთ ვიდეო
Top Gear-ის სიუჟეტი ყველა დროის ყველაზე პატარა ავტომობილის შესახებ



ასევე იხილეთ:
შესანიშნავი შვიდეული? ვინ არიან Top Gear-ის ახალი წამყვანები
Auto Bild


ჯერემი კლარკსონის 10 ცნობილი გამონათქვამი
Auto Bild


კლარკსონი: მეგონა, რომ კიბო მქონდა!
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად