პატარა, მაგრამ ძალიან დიდი BMW
პატარა, მაგრამ ძალიან დიდი BMW
13.02.2017
ავტომობილები, რომლებიც ჟურნალ AUTO BILD-ის ავტორებს გულისცემას უჩქარებენ

აბედნიერებს თუ არა ფული ადამიანს? მოდი, ასე ვთქვათ: ფული ადამიანს ათავისუფლებს და ამშვიდებს. ნუთუ მართლაც უსაზღვროდ არიან შეყვარებულები ავტომობილებზე ის ადამიანები, რომლებიც ”ლამბორგინებს” და ”ფერარებს” წინდებივით იცვლიან? ჰმ... არა გვგონია...

► ჰო, ჩვენ, AUTO BILD-ის ავტორებს არ გვაქვს ფული. ყოველ შემთხვევაში იმდენი, რომ ”ლამბორგინი” და ”ფერარი” შევიძინოთ, მაგრამ ჩვენს გულებში ავტომობილების მიმართ უდიდეს სიყვარულს ვატარებთ. ეს ნამდვილი ავტოსიყვარულია.

მარიო პუკშეცი BMW Isetta-ს შესახებ

ვინც არ იცის, ჩაეცინება იმაზე, რომ ამ პატარა მანქანამ
BMW-ს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. არადა, სასაცილო Isetta რეალურად არც იყო BMW. მიუნხენელებმა მისი ლიცენზია მაცივრების იტალიური მწარმოებლისგან, Iso-სგან შეიძინეს.

Auto Bild

მე სისწრაფის მოყვარული ვარ და ეს ”მოტოკუპე” ჩემთვის ბევრს არაფერს უნდა ნიშნავდეს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ BMW-ს ძირძველი ფანი ვარ, ეს მანქანა მაინც მაბედნიერებს. რატომ? საქმე მარტივადაა: იმიტომ, რომ სწორედ ამ მანქანამ მოუტანა BMW-ს ფინანსური წარმატება და მისცა იმის საშუალება, რომ მომავალში გრანდიოზული მანქანები ეწარმოებინა.

50-იანი წლების შუაგულში ბავარიელებს მხოლოდ 502, 503 და 507 ჰყავდათ პროგრამაში - საოცნებო ტიპები, მაგრამ ამ მოდელებით BMW ფულს
ვერ შოულობდა. Isetta-ს გამოშვების შემდეგ კი BMW-ს დიდი ფული შეუვიდა! Isetta 2500 მარკა ღირდა, 1200 მარკით იაფი იყო ”ფოლკსვაგენის” ”ხოჭოზე” და ძალიან ბევრს აუსრულა ოცნება, ჰყოლოდათ საკუთარი ავტომობილი.

Auto Bild
Auto Bild
და სწორედ Isetta-ს გაყიდვებით აღებული ფულით დააფინანსა BMW-მ ე.წ. ”ახალი კლასი”, რომლითაც 60-იან წლებში BMW-ს სპორტული იმიჯი შესანიშნავად განვითარდა. მადლობა, Isetta - ამიტომაც მიყვარხარ! და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ცოტათი BMW მაინც ხარ, რადგან მეორე სერიის Active Tourer-ისგან განსხვავებით, უკანა ამძრაობა გაქვს!
მარიო პუკშეცი

BMW Isetta
ძრავა: 4-ტაქტიანი 1-ცილინდრიანი, უკან; მოცულობა: 245 სმ3; სიმძლავრე: 9 კვტ (12 ცხ. ძ.) 5800 ბრ/წთ; მაბრუნი მომენტი: 14 ნმ/4500; წონა: 360 კგ; საწვავის ხარჯი: 3,5 ლ. Normal/100 კმ; მაქს. სიჩქარე: 85 კმ/სთ; ფასი: 17 800 ევრო

ასევე დაგაინტერესებთ:
მერსედეს W124-ის ხარისხი:
გერმანელმა მილიონი კილომეტრი უპრობლემოდ გაიარა!

Auto Bild


რთული წარსულის მქონე ანტიკვარული
მერსედესი 6.6 მილიონ დოლარად გაიყიდა

Auto Bild


მერსედესის იშვიათი კუპე, რომლის შესახებ ბევრმა არაფერი იცის
Auto Bild


ბრეჟნევის, ლენონის და კლარკსონის ლიმუზინი
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ
ავტომობილს ახლა 56 მილიონად ყიდიან!

Auto Bild


97 წლის ბაბუმ ახალი ”ფორდ მუსტანგი” იყიდა! (+ VIDEO)
Auto Bild


გაიცანით პაჯეროს დიდი ბაბუა
Auto Bild


მერსედესს პიკაპი ადრეც ჰყავდა!
Auto Bild


ერთი მახინჯი მანქანის ამბავი: Fiat Multipla
Auto Bild


ეს ველური ბენცი სამი AMG GT-ს ფასად გაიყიდა!
Auto Bild


საუკეთესო, ან არაფერი? Mercedes S-კლასი (W 140)
Auto Bild


ბრაბუსმა 8 კლასიკური მერსედესი განაახლა
Auto Bild


აი, ასეთი ყველგანმავალი ჰყავდა მერსედესს 1906 წელს
Auto Bild


სამთვალა, რომელიც მისტერ ბინს ნერვებს უშლიდა
Auto Bild


ეს სასაცილო მანქანა წარმოუდგენელ ფასად გაიყიდა (+ VIDEO)
Auto Bild


ქალწული ბენცი
Auto Bild


60-იანი წლების ლეგენდარული კუპე:
Mercedes 250 SE Coupé

Auto Bild


BMW-ს ძველი სამი მუშკეტერი
Auto Bild


იხილეთ ფოტოგალერეა:
40 ავტომობილი, რომელიც აუცილებლად უნდა გიყვარდეს
Auto Bild


ბეჭდვა
ტეგები:
BMW,
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად