97 წლის ბაბუმ ახალი ”ფორდ მუსტანგი” იყიდა! (+ VIDEO)
97 წლის ბაბუმ ახალი ”ფორდ მუსტანგი” იყიდა! (+ VIDEO)
15.11.2016
ამ კაცს ლენარტ რიბრინგი ჰქვია, ის 97 წლისაა და ახლახანს, უახლესი „ფორდ მუსტანგის“ მფლობელი გახდა, რომელიც V8 ძრავით არის აღჭურვილი. ის შვედეთის ერთ-ერთი პირველი მოქალაქეა, რომელმაც 1960-იან წლებში „ფორდ მუსტანგი“ შეიძინა. გავიდა დაახლოებით 50 წელი და მან კიდევ ერთი „მუსტანგი“ იყიდა.

Auto Bild

„ძალიან მომწონდა პირველი „მუსტანგები“ და ძალიან მინდოდა ამ ახალი მოდელის შეძენა. როცა ამ ავტომობილს მართავ, საკუთარი თავი გზის მეფე გგონია. დიდი ხნის სიცოცხლე არ დამრჩენია. ამიტომ მინდა, რომ ამ მანქანის მართვით სიამოვნება მივიღო და ცხოვრება მცირედით გავიხალისო,“ - ამბობს
რიბრინგი.

Auto Bild

ლენარტ რიბრინგი 1919 წელსაა დაბადებული, მართვის მოწმობა კი 18 წლის ასაკში აიღო. ის ყოფილი ბიზნესმენია, ახლა კი ნახევარ განაკვეთზე, ბუღალტრად მუშაობს! მან თავის შვილ მიხაელს ავტომობილის მართვა სწორედ „მუსტანგზე“ ასწავლა. მიხაელი ამბობს, რომ დიდი ასაკის მიუხედავად, მამამისი ავტომობილს კვლავაც კარგად მართავს. „მხედველობა კარგი აქვს, რეაქციაც და ავტომობილის მართვისას თავდაჯერებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს შვილი.

იხილეთ ვიდეო:


ასევე დაგაინტერესებთ:
100 წლის ბაბუ საჭესთან
Auto Bild


როგორ ერთობა ორი ბებო ლამბორგინით (+ VIDEO)
Auto Bild


70 წლის ბებოს ემოციები ავტოპილოტიანი Tesla-ს საჭესთან (+ VIDEO)
Auto Bild


ეს ავტომობილები არაერთ სახლს ჯობია
Auto Bild


ევას უყვარს თავისი ტესლა...

Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად