ჩინური ელექტრომობილების ექსპანსიას ევროპაში სირთულეები ახლავს
ჩინური ელექტრომობილების ექსპანსიას ევროპაში სირთულეები ახლავს
23.08.2023
საკუთარ ბაზარზე დომინანტი ჩინური კომპანიები ერთმანეთის მიყოლებით ცდილობენ სულ უფრო მეტად გავიდნენ საზღვარგარეთის ბაზრებზე. მათი მთავარი მიზანი ამ დროისთვის არის ევროპის ბაზარზე ფეხის მოკიდება, სადაც ზრდა ნამდვილად აქვთ. მაგალითად წელს ამ რეგიონში გაყიდულ ელექტრომობილებს შორის ჩინურებზე მოდის 8 პოცენტი, მაშინ როცა გასულ წელს 6% იყო, ხოლო 2021 წელს საერთოდაც 4%.

მიუხედავად ამ ზრდისა როგორც ჩინელები აცხადებენ, მათი კომპანიების როგორც ევროპული ბიუროკრატიის სახით ასევე მყიდველების მხრიდან განწყობებში აწყდებიან სირთულეებს. მათი თქმით, ევროპული საბაჟო საგადასახადო სიძნელეები და ამვდროულად სერტიფიცირების პრობლემები მათ პროდუქტს საბოლოო
ჯამში აძვირებს და ისინი იძულებული არიან ჩინეთში მოქმედი მომხიბვლელი ფასი ევროპაში ევროპაში ვერ შეინარჩუნონ. მეორე პრობლემა კი თავად კლიენტების განწყობაა, რომლებიც ჩინური ბრენდების მიმართ უნდობლობას ავლენენ.

ბრენდი  MG, რომელიც ადრე ბრიტანული ბრენდი იყო და ახლა ჩინურია, საკუთარ პროდუქტს ევროპაში ცუდად არ ყიდის, თუმცა სწუხს ლოჯისტიკური პრობლემების გამო, რის გამოც ავტომობილების მიწოდებას სჭირდება ძალიან დიდი დრო. ასევე ჩინური სტარტაპის  Aiways-ის განცხადებით ევროპელების გემოვნებაზე მორგება და მათზე ადაპტირება ასევე ზრდის ავტომობილების თვითღირებულებას. ამასთან გრძელ დისტანციებზე მოგზაურობის მოყვარულ ევროპელებს სჭირდებათ ტევადი ელემენტების მქონე ელექტრომობილები, ეს კი ასევე ერთიორად ზრდის
თავად ელექტრომობილის ფასს, შედეგად ჩინური ავტო ევროპისთვის არსებითად ძვირი ხდება.


რაც შეეხება ცნობადობას, ამ მხრივაც ჩინელები პრობლემებს აწყდებიან, მაგალითად მსოფლიოში უდიდესი ჰიბრიდების მწარმოებელი და ტესლას შემდეგ მეორე ელექტრომობილების მწარმოებელ ჩინურ კომპანიას BYD 1629 გამოკითხული ევროპელიდან მხოლოდ 14% იცნობს. ახალგაზრდა ჩინურ ელექტრომობილების კომპანიას NIO, რომელიც ევროპის ბაზარზე უფრო ადრე შევიდა იცნობს გამოკითხულების 17%. Geely-ს შვილობილს  Lynk & Co აქვს 10 %, ხოლო XPeng-ს 8 %. ამასთან ამ ბრენდების მცნობი გერმანელი რესპოდენტების მხოლოდ 1% გამოხატავს სურვილს შეიძინონ ჩინური ავტო. მაშინ როცა ამერიკული „ტესლას“ პროდქტს იცნობს გამიკითხულების 95% და მათგან 10%-ს სურს შეიძნოს ამ ბრენდის ელექტრომობილი.

მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩინელები არ ნებდებიან და ცდილობენ ფეხის მოკიდებას ადგილზე, ისინი ამისთვის სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ, მაგალითად ZEEKR ცდილობს საკუთარი პროდქციის დემონსტრირებას დილერებთან, ხოლო GAC-მა საკუთარი დიზან სტუდია გახსნა მილანში.

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად