საუკეთესო, ან არაფერი? Mercedes S-კლასი (W 140)
საუკეთესო, ან არაფერი? Mercedes S-კლასი (W 140)
05.07.2016
თუკი რომელიმე ”მერსედესი” ასეთ სათაურს იმსახურებს, პირველ რიგში სწორედ ეს ბენცი - W 140!

შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რაოდენ მძიმე იქნებოდა მაშინ ”მერსედესის” შოკი? ვგულისხმობთ იმ დროს და იმ მომენტს, როცა პირველად მოხდა ისე, რომ მაღალი კლასის BMW უკეთესად იყიდებოდა, ვიდრე Mercedes ”S-კლასი”. თანაც, ტოპმოდელ 750i-ს V12 ჰქონდა!

სწორედ მეორე თაობის BMW 7er-ის (E32, 1986-1994) დამსახურება იყო ის, რომ 1988/89 წლებში დაგეგმილი W140-ის გამოშვება ”მერსედესმა” 1991 წლისთვის გადადო. რატომ? საქმე ის იყო, რომ ”მერსედესის” შეფებმა ინჟინრებს უთხრეს, მეტი იფიქრეთო და ასეთი დავალება
მისცეს: შექმენით მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილი!

Auto Bild

და ”მერსედესის” ინჟინრებმა ეს დავალება იმდენად ზედმიწევნით ზუსტად და დეტალური სრულყოფილებით შეასრულეს, რომ დღემდე გაოცებულები ვართ ჩვენც და ყველა, ვინც ეს მანქანა შეიძინა. იმიტომ, რომ ეს იყო არა მხოლოდ ინოვაციური და განუმეორებლად კომფორტული მანქანა. დღეს თამამად ვამბობთ, W 140 ყველა დროის ერთ-ერთი უნაღდესი მერსედეს-ბენცია, რადგან წინამორბედისგან განსხვავებით, არცერთ მის დეტალში არ იგრძნობოდა, რომ შტუტგარტელებმა ფული დაზოგეს. და ეს არის ავტომობილი, რომელსაც, რაც დრო გადის, ფასი კი არ აკლდება, არამედ ემატება!

Auto BildAuto Bild
W 140-ის მასიური კოკპიტი კლასიკური ინსტრუმენტებით. 1996 წლის ივნისამდე 6-ცილინდრიანი
მხოლოდ 4-საფეხურიანი ავტომატიკით იწარმოებოდა


პირველ რიგში გირჩევთ 5-ლიტრიანი V8 ძრავით (500 SE, 1993 წლიდან S 500). 326 ან 320 ცხენის ძალით ეს აგრეგატი იდეალურად შეეფერება ამ მანქანას. სისუსტეები ძრავის ელექტროობის გაყვანილობაში ან სავალ ნაწილში თუ იჩენს ხოლმე თავს. ისიც ვთქვათ, რომ მას ბევრი კომპიუტერი და კომფორტის უამრავი ფუნქცია აქვს, რაც ასაკში აქილევსის ქუსლი შეიძლება იყოს.

Mercedes S-კლასი (W 140)Auto Bild
ავტომობილის პრემიერა ჟენევის 1991 წლის ავტოგამოფენაზე შედგა. კუპე კი ერთი წლის შემდეგ გამოვიდა. 1994 და 1996 წლებში მოდელი განახლდა (ფეისლიფტი). წარმოების შეწყვეტამდე (1998) გამოვიდა სედანის და კუპეს ჯამში 432 742 ეგზემპლარი.

Mercedes 500 SE (1992)
ძრავა: V8; მოცულობა: 4973 სმ3; სიმძლავრე: 240 კვტ (326 ცხ. ძ)/5700; მაბრუნი მომენტი: 480 ნმ/3900; მაქს. სიჩქარე: 250 კმ/სთ; აჩქარება: 0-100 კმ/სთ: 7,0 წამში; ამძრაობა: უკანა/4-საფეხურიანი ავტომატიკა; ავზი: 100 ლ; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 5113/1886/1495 მმ; საბარგულის მოცულობა: 525 ლ; წონა: 2000 კგ; საწვავის ხარჯი (EU-Mix): 12,3 ლ. Super/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 320 გ/კმ; ახლის ფასი (1992 წელს): 123 633 მარკა

Auto Bild
შეფის მანქანა: ”მერსედესმა” 1991 წელს W 140-ის სახით მთელ მსოფლიოს უჩვენა, რა იყო შესაძლებელი ავტოწარმოებაში ტექნიკისა და ხარისხის თვალსაზრისით

დასკვნა
გერმანიაში W 140-ს ზოგ-ზოგიერთები აკრიტიკებდნენ - ზედმეტად დიდიაო. ახლა კი ყველა ხვდება, რომ სწორედ ამხელა უნდა ყოფილიყო. W 140 უკანასნელი ”მერსედესია” იმ ტექნოიდური ერიდან, როცა ავტოწარმოებაში ყველაზე მთავარი სიტყვა არა მარკეტოლოგებს, არამედ ავტოინჟინრებს ეთქმოდათ!
ლარს ბუზემანი

ასევე იხილეთ:
რომელი მანქანების შენახვა ჯდება ყველაზე იაფი?
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ერთ-ერთი ყველაზე უნაკლო მერსედესი
Auto Bild


ამ ჰიბრიდს შეგიძლიათ თამამად ენდოთ!
Auto Bild


მანქანა, რომლის შეძენას არ ინანებთ: Honda CR-V
Auto Bild


მანქანა მარადისობისთვის (+VIDEO)
Auto Bild


რას უნდა მივაქციოთ ყურადღება Mercedes GLK-ს შეძენისას?
Auto Bild


Mercedes GLK 100 000-კილომეტრიანი ტესტის შემდეგ (+VIDEO)
Auto Bild
\

ფრთხილად ამ მანქანებთან!
Auto Bild


როგორი მანქანაა 10 წლის E-კლასი?
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
რა რჩება მანქანისგან 19 წლის შემდეგ? (+ VIDEO)
Auto Bild


მილიონერი BMW, რომელიც დავშალეთ
და ყველა დეტალი შევამოწმეთ!

Auto Bild


რამდენად გამძლეა Volvo XC90?
Auto Bild


ნაღდი ამერიკელი თავისი პლუსებით და მინუსებით
Auto Bild


ვარგა ეს ჰამერი?
Auto Bild


რატომაა ის ასეთი იაფი?
Auto Bild

ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Toyota RAV 4
Auto Bild

ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Honda CR-V
Auto Bild

რჩევები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს

Auto Bild

უცხოეთის ქვეყნების უცნაური საგზაო წესები
Auto Bild


როდის და როგორ უნდა გამოიყენოს მძღოლმა მუხრუჭი
Auto Bild


რა უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა გასწრების დროს?
Auto Bild


ასე უნდა გადაუღოთ ფოტოები გასაყიდ ავტომობილს
Auto Bild


რა უნდა შევუმოწმოთ მანქანას შორ გზაზე წასვლის წინ
Auto Bild


მანქანის ჩუსტებით, ”შლოპანცებით”
ან ფეხშიშველი მართვა ცუდი იდეაა!

Auto Bild


საბურავი არ გაპატიებთ!
Auto Bild


ნუ დაიხშობთ ყურებს საჭესთან!
Auto Bild


8 წესი ავტომობილის ჯანმრთელობისთვის
Auto Bild

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად