ახალი ევროპული Peugeot 408 სულ სხვა ფორმით
ახალი ევროპული Peugeot 408 სულ სხვა ფორმით
23.06.2022
Peugeot 408 უკვე დიდი ხანია წარმოებაშია სედანისა და უნივერსალის ტანით და გაყიდვაშია ჩინეთის, რუსეთისა და ლათინური ამერიკის ბაზრებზე, თუცმა ახლა ფრანგებმა ეს მოდელი ევროპისთვის მოამზადეს და თან სულ სხვა ფორმატით. საქმე იმაშია რომ მოდელი ევროპის ბაზრისთვის წარმოდგენილია ქროს-ლიფთბექის ფორმაში, ან C-სეგმენტის ხუთკარიან ფასთბექად, როგორადაც მას თავად კომპანიაში მოიხსენიებენ.

ამ მოდელის უახლეოსი ნათესავია მოდელი Peugeot 308, რომელთანაც ის იზიარებს პლატფორმას. ევროპელებს  შესთავაზებენ როგროც ჩვეულებრივ შიგაწვისძრავიან, ასევე ორ ჰიბრიდულ ვერსიას.



გაბარიტებით ფასთბექი ეწევა კიდეც მოდელს 508, რომელიც D-სეგმენტს განეკუთვნება. ამასთან, 408 სავსებით „ქროსოვერული“ მოდელია, 189მმ
გზის ხედვის მაჩვენებლით, მაშინ როცა სედანს 145 მმ აქვს. პლიუს ამას არკებზე პლასტიკის დანამატები და გაფართოებული არკა ზუსტადაც რომ ქროსოვერულ იერს ტოვებს. მას აქვს საფირმო ბრჭყალისებრი ოპტიკა, სპოილერი საბარგული კარზე, ორი აეროდინამიკური ელემენტი უკანა შუშასთან და მოდური უჩარჩო რადიატორის ცხაურა ძარას ფერის, რომელსაც ამშვენებს Peugeot-ს ემბლემა.

მისი არჭურვა მდიდარია: მატრიცული ოპტიკა, 17-დან 20-მდე ბრობლები, i-Cockpit, ასევე მასაჟის ფუქნციის სავარძლები, აუდიოსისტემა  Focal  ათი დინამიკით, ღამის ხედვის სისტემა, პანორამული სახურავი და ადაპტირებული კრუიზ კონტროლი 9 რადარით.

ევროპული 408-ს წარმოება დაიწყება ფრანგულ ქალაქ მიულუზაში, ხოლო დილერებთან მომავალი წლის
დასაწყისიდან გამოჩნდებიან.

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
08.06.2019
წამით ძველი "გაიშნიკი" მეგონა, მაგრამ მხოლოდ წამით.
სრულად
14.05.2015
სადარბაზოსთან ვიდექი. ახალი, ძველი Dodge Challenger ისვენებდა
სრულად
01.05.2015
როდესაც ამ ფოტოს შეხედეთ, ალბათ მაშინვე გაიფიქრეთ: „ამას კიდევ ეს უნდოდა?“
სრულად