განსაკუთრებული ექსპონატი მერსედესის მუზეუმიდან - ბენცი, რომელიც სიჩქარის რეკორდისთვის შეიქმნა
განსაკუთრებული ექსპონატი მერსედესის მუზეუმიდან - ბენცი, რომელიც სიჩქარის რეკორდისთვის შეიქმნა
17.07.2017
ამ ლეგენდარულ ავტომობილს მალე 80 წელი შეუსრულდება. „მერსედეს-ბენცმა“ ის 1939 წელს, სიჩქარის რეკორდების დასამყარებლად და კონკურენტი „აუტო უნიონის“ (ახლანდელი აუდის წინაპარი) დასამარცხებლად შექმნა. ლეგენდარული ფერდინანდ პორშეს ამ ქმნილების სახელია Mercedes-Benz T80.

მეორე მსოფლიო ომამდე, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლი გერმანელი ჰანს შტუკი იყო. მან შეიმუშავა პროექტი, რომელიც მიზნად ხმელეთზე სიჩქარის რეკორდის დამყარებას ისახავდა. შტუკმა პროექტით „მერსედეს-ბენცი“ დააინტერესა, რომელმაც შესაბამისი ავტომობილის შესაქმნელად პორშეს უხმო.
  • შტუკი დიდი გავლენით სარგებლობდა, რადგან ის რბოლების მოყვარული ადოლფ ჰიტლერის ფავორიტი პილოტი გახლდათ.
შესაბამისად, პროექტით ფიურერიც დაინტერესდა, რომლის ხელშეწყობითაც,
პროექტის განხორციელება 1937 წელს დაიწყო. პორშეს გაანგარიშებით, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 550 კმ/სთ უნდა ყოფილიყო. მაგრამ 1938 და 1939 წლებში, ბრიტანელებმა ჯორჯ ისტონმა და პრაის კობმა თამასა მაღლა, 600 კმ/სთ-მდე ასწიეს. შესაბამისად, გაიზარდა გერმანული პროექტის მიზანიც.

პროექტ T80-ზე მუშაობა 1939 წელს დასრულდა და სიჩქარის ორიენტირად უკვე 750 კმ/სთ იყო არჩეული. თანაც, ეს უნდა ყოფილიყო პირველი ავტომობილი, რომელიც სიჩქარის აბსოლუტურ რეკორდს გერმანიის მიწაზე დაამყარებდა!
  • რა თქმა უნდა, T80 ჰიტლერის და ნაცისტების პროპაგანდის ნაწილად იქცა.
Auto Bild

სარეკორდო ავტომობილისთვის მომზადდა 44.5-ლიტრიანი V12 ძრავა, რომელიც დაახლოებით ტონას იწონიდა. ეს იყო იმ
საავიაციო აგრეგატის (DB-601) მოდიფიკაცია, რომელსაც „მესერშმიტის“ გამანადგურებლებზე იყენებდნენ. ამ ძრავას „დაიმლერი“ აწარმოებდა. მოდფიცირებული აგრეგატი (DB-603) 3 000 ცხენის ძალას ავითარებდა. ეს კი დაახლოებით ორჯერ სჭარბობდა ბრიტანულ ავიაგამანადგურებელ “სუპერმარინ სპიტფაიერის“ სიმძლავრეს. ძრავის საწვავი მეთანოლის (63%), ბენზენის (16%), ეთანოლის (იგივე სამედიცინო სპირტი, 12%), აცეტონის (4.4%), ნიტრობენზენის (2.2%), საავიაციო საწვავის (2%) და სხვა მინარევებისგან (0.4%) შედგებოდა.

T80-ის აგება 600 000 რაიხსმარკა დაჯდა. სარეკორდო ავტომობილის სიგრძე 8 მეტრს აღწევდა. ის მეტწილად ალუმინისგან დამზადდა და „მხოლოდ“ 2.7 ტონას იწონიდა. ავტომობილისთვის აეროდინამიკა ამ საქმის სპეციალისტმა, იოზეფ მიკლმა შეიმუშავა. მან გადაწყვიტა, რომ ავტომობილი ორი გვერდითა ჰორიზონტალური ფრთით აღეჭურვა, როგორებიც პირველად „ოპელმა“ თავის სარეკორდი „რაკეტაზე“ (1928 წელს) გამოიყენა. გარდა ამისა, T80-ს უკან ორი კილი ჰქონდა, რომლებიც უკანა ბორბლების თაღებთან იყო ინტეგრირებული.
  • საბოლოოდ, სარეკორდო ავტომობილს ძალიან მცირე აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი - 0.18 აღმოაჩნდა.
Auto Bild

შტუკს რეკორდული „შვარცერ ფოგელით“ (შავი ჩიტი - ჰიტლერმა ამ სახელით მონათლა T80) გარბენი ბერლინი-ჰალე/ლაიპციგის ავტობანზე უნდა შეესრულებინა. თარიღიც დაინიშნა - 1940 წლის იანვარი. მაგრამ რამდენიმე თვით ადრე დაწყებულმა მეორე მსოფლიო ომმა რეკორდის გეგმა ჩაშალა.

ამჟამად უნიკალური ავტომობილი, რომელსაც მისიის შესრულება არ ეწერა, „მერსედეს-ბენცის“ შტუტგარტის მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექსპონატია. სხვათა შორის, ენთუზიასტებს მისი რესტავრაცია და გერმანიის ერთ-ერთ ავტობანზე ტესტირება სურთ...

Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:
სპორტული ავტომობილი ისრაელიდან,
რომლის შესახებ ბევრმა არაფერი იცის

Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
გავიხსენოთ 90-იანი წლები
როცა საქართველოში მერსედესი ან BMW ფუფუნება იყო

Auto Bild


იხილეთ ფოტოგალერეა:
40 მანქანა, რომელიც აუცილებლად უნდა გიყვარდეს!
Auto Bild


ასევე იხილეთ:
საუკეთესო ყველგანმავალი!
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ეს მერსედესი უერთგულესი მეგობარია
Auto Bild


პატარა, მაგრამ ძალიან დიდი BMW
Auto Bild


ყველა მამაკაცის ოცნების მანქანა: ლეგენდარული მუსტანგი
Auto Bild


მერსედეს W124-ის ხარისხი:
გერმანელმა მილიონი კილომეტრი უპრობლემოდ გაიარა!

Auto Bild


ასევე იხილეთ:
რთული წარსულის მქონე ანტიკვარული
მერსედესი 6.6 მილიონ დოლარად გაიყიდა

Auto Bild


მერსედესის იშვიათი კუპე, რომლის შესახებ ბევრმა არაფერი იცის
Auto Bild


ბრეჟნევის, ლენონის და კლარკსონის ლიმუზინი
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ
ავტომობილს ახლა 56 მილიონად ყიდიან!

Auto Bild


97 წლის ბაბუმ ახალი ”ფორდ მუსტანგი” იყიდა! (+ VIDEO)
Auto Bild


გაიცანით პაჯეროს დიდი ბაბუა
Auto Bild


მერსედესს პიკაპი ადრეც ჰყავდა!
Auto Bild


ერთი მახინჯი მანქანის ამბავი: Fiat Multipla
Auto Bild


ეს ველური ბენცი სამი AMG GT-ს ფასად გაიყიდა!
Auto Bild


საუკეთესო, ან არაფერი? Mercedes S-კლასი (W 140)
Auto Bild


ბრაბუსმა 8 კლასიკური მერსედესი განაახლა
Auto Bild


აი, ასეთი ყველგანმავალი ჰყავდა მერსედესს 1906 წელს
Auto Bild


სამთვალა, რომელიც მისტერ ბინს ნერვებს უშლიდა
Auto Bild


ეს სასაცილო მანქანა წარმოუდგენელ ფასად გაიყიდა (+ VIDEO)
Auto Bild


ქალწული ბენცი
Auto Bild


60-იანი წლების ლეგენდარული კუპე:
Mercedes 250 SE Coupé

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად