გაიცანით ახალი თაობის Mercedes-AMG GT
გაიცანით ახალი თაობის  Mercedes-AMG GT
19.08.2023
მას შემდეგ რაც AMG-მ გამოაცხადა, რომ ის მუშაობდა SL და GT კუპეზე ერთად, ზოგიერთმა ენთუზიასტმა კრიტიკოსმა ჩათვალა, რომ Mercedes-ი აპირებდა Porsche 911-ის კონკურენტის „შერბილებას“ და მას აქცევდა უბრალოდ მყარსახურავიან SL-ად. ახლა კი შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს პრიმიტიული კრიტიკა შორს არის რეალობისგან, ვინაიდან სწორედ ამ „დაახლოებისგან“ თავის ასარიდებლად კომპანიამ ახალ თაობაში GT Coupe-ს ფორმები საერთოდაც დაამრგვალა და მას მაქსიმალურად მოაშორა წახნაგები.

ასეა თუ ისე, მიესალმეთ ახალი, მეორე თაობის Mercedes-AMG GT Coupe-ს. ეს მაღალი წარმადობის ავტო, ახალ თაობაში გადაიქცა უფრო პრაქტიკულ 2+2 ავტოდ,
რომელსაც აქვს სრულად მართვადი 4Matic+ სრული ამძრავი. ის გამოვა მხოლოდ „63“ და „55“ ვერსიებად და V8 ძრავით.



AMG GT 63 გამოიმუშავებს 577 ცხენის ძალას 800 ნმ მაბრუნს, მისი ორმაგად ტურბირებული 4,0 ლიტრიანი V8-დან, რასაც ჩვენ კარგად ვიცნობთ SL 63-დან. ის ადგილიდან 60 მილამდე 3,1 წამში ცქარდება, რითაც როდსტერს 0,4 წამით ჯობნის. უფრო დამშვიდებული AMG GT 55 კი 469 ცხენს გამოიმუშავებს და 700 ნმ მაბრუნს, რაც ასევე იგივეა რაც SL-55-ის მაჩვენებელი. მას 60 მილამდე ასაცქარებლად 3,8 წამი სჭირდება. ტოპ ვერსიის მაქსიმალური სიცქარე არის 315 კმ/სთ, ხოლო
55-იანის 295 კმ/სთ. ორივე არის სრული ამძრაობის და დაწყვილებულია 9-სიცქარიან ავტომატთან

ავტომობილი დილერებთან მომავალი წლიდან გამოჩნდება. მისი ფასი ჯერ უცნობია, თუმცა შედარებისთის გაგახსენებთ, რომ SL 55 ღირს $141,300 ხოლო SL 63 $183,000.

ბეჭდვა
ტეგები:
AMG, GT,
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად