რა უნდა გავითვალისწინოთ ავტომობილის ტექნიკურ ინსპექტირებამდე
რა უნდა გავითვალისწინოთ ავტომობილის ტექნიკურ ინსპექტირებამდე
17.08.2023
საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელიც მანქანას საქართველოში ფლობს, კანონმდებლობით ვალდებულია, რომ გარკვეული პერიოდულობით მანქანას ტექნიკური ინსპექტირება გაატაროს. ტექინსპექტირება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს დანარჩენ ნაწილშიც აუცილებელი პროცესია. პროცედურის უპირველესი მიზანია, დავრწმუნდეთ, რომ მანქანა არაა საფრთხის შემცველი როგორც მისი პატრონის, ისე გარშემომყოფებისთვის და, ასევე, იცავს საყოველთაოდ აღიარებულ გარემოსდაცვით პრინციპებს.


რა პერიოდულობით ტარდება ტექინსპექტირება?

ამ კითხვაზე ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს. ის, თუ როდის გიწევთ ტექდათვალიერება, დამოკიდებულია მანქანის ასაკზე, ანუ იმ დროზე, რა ხნის განმავლობაშიც მანქანა თქვენს მფლობელობაშია.
  1. თუ მანქანას ჯერ არ შესრულებია ოთხი
    წელი, თქვენ ტექინსპექტირებისგან თავისუფალი ხართ.
  2. თუ 4-8 წლის შუალედშია თქვენი მანქანა, მაშინ დაგჭირდებათ, რომ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაატაროთ ის ტექდათვალიერებაზე.
  3. თუ 8 წელზე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მანქანა შეიძინეთ, კანონმდებლობით ვალდებული ხართ, ყოველ წელს შეამოწმოთ მანქანა ინსპექტირების ცენტრში.

ინსპექტირების ჩასატარებლად უნდა წარადგინოთ:
  • სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა ან მისი ასლი
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

რა მოწმდება ტექნიკური ინსპექტირებისას?

ტექნიკური ინსპექტირების პროცედურა სულ რაღაც 15-20 წუთს გრძელდება და ამ მოკლე დროში მოწმდება სწორედ ის მნიშვნელოვანი პარამეტრები, რაც მანქანის უსაფრთხოებასა და გამართულობაზე მიანიშნებს. ქვევით
მოკლედ გაგაცნობთ ამ კრიტერიუმებსა და პროცესის ნაბიჯებს: 
  • სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია;
  • სამუხრუჭო აღჭურვილობა;
  • საჭით მართვის სისტემა;
  • ხილვადობა;
  • ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა;
  • ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება;
  • შასი და მისი შემადგენლები;
  • სხვა მოწყობილობები;
  • უარყოფითი ზემოქმედება;
  • დამატებითი ინსპექტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის;

სად ტარდება ტექდათვალიერება?

ტექდათვალიერება საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ინსპექტირების ცენტრში ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი კერძო ცენტრებია, ტექინსპექტირების ფასი ყოველ მათგანში იგივეა, რადგან ტარიფს სახელმწიფო ადგენს. ერთადერთი განსხვავება მანქანის ტიპებს უკავშირდება: მსუბუქი ავტომობილის ტექნიკური შემოწმება 60 ლარი ღირს, ხოლო ელექტრომობილის - 48.


როგორ შევარჩიოთ ტექინსპექტირების ცენტრი?

როგორც წესი, ფასი არის ხოლმე ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ადამიანები არჩევანს აკეთებენ კონკრეტული სერვისის შეძენისას. შესაბამისად, როცა ფასი თითოეულ ცენტრში ერთი და იგივეა, ყურადღება სხვა ძირეულ ფაქტორებს უნდა მივაქციოთ ტექდათვალიერების ცენტრის შერჩევისას.
გადამწყვეტი კრიტერიუმი, რითიც უნდა იხელმძღვნელოთ, სანდოობაა. ვინაიდან ტექინსპექტირება უმნიშვნელოვანესი პროცედურაა, რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს სურს, რომ ავტომანქანა გამოცდილმა ინსპექტორმა ჩაატაროს. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ტექინსპექტირების ცენტრი სანდოდ და გამჭვირვალედ მუშაობს, რაც მათ მიმართ მოქალაქეებს სანდოობით განაწყობს. თავიდანვე დარწმუნდით, რომ ცენტრი ლიცენზირებულია და მხოლოდ ამის შემდეგ წაიყვანეთ მანქანა ტექდათვალიერებაზე.
ინსპექტირების ცენტრის შესარჩევად საუკეთესო გზა სხვების აზრის მოსმენაა. შეგიძლიათ, ინტერნეტში არსებული შეფასებები წაიკითხოთ და თქვენ თავად გადაწყვიტოთ, რომელ ცენტრში წაიყვანთ ავტომობილს.


რა ხდება მაშინ, თუ ავტომობილი ტექინსპექტირებს ვერ გაივლის?

თუ ტექინსპექტირება  პირველივე ცდაზე ვერ გაივლის ავტომობილი, ხარვეზების გამოსასწორებლად 30 კალენდარული დღე გაქვთ.
გაითვალისწინეთ, რომ სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირება შეიძლება ჩატარდეს ან იგივე ინსპექტირების ცენტრში, რომელშიც ჩატარდა წინარე ინსპექტირება, ან სხვა ინსპექტირების ცენტრში.  დამატებითი საფასურის გადახდით, რაც შეადგენს მსუბუქი ავტომობილებისათვის - 20 ლარს. განმეორებითი ინსპექტირების ჩასატარებლად. ხარვეზად არ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების წარმდგენი ინსპექტირების ცენტრს წარუდგენს სატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს ხარვეზად მიჩნეული კომპონენტის შესაბამისობას სატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის საექსპლოატაციო დოკუმენტებით დადგენილ ნორმებთან.
სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირებისას ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების მხოლოდ ვიზუალური და ინსპექტირების ანგარიშში აღნიშნული იმ პოზიციების შემოწმება, რომლებიც არ აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს. ვიზუალური შემოწმება მოიცავს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების ფარის, ბამპერის, საბურავის, საქარე მინის, გამონაბოლქვი აირების კვამლიანობის, ძარისა და ძარის სხვა ელემენტების გარეგნულ დათვალიერებას და მათი შესაბამისობის დადგენას ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან,
გაითვალისწინეთ ისიც, რომ გარდა აუცილებელი პერიოდული დათვალიერებისა, კარგი იქნება, თუ თქვენც შეამოწმებთ მანქანას და ყურადღებით იქნებით ნებისმიერი ცვლილების მიმართ.


შეჯამება
ავტომობილის ფლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა საკუთარი თავისა და გარშემომყოფების წინაშე, ამიტომაც აუცილებელია, რეგულარულად, დადგენილ ვადებში გაატაროთ მანქანას ტექდათვალიერება. ამის გარდა, თქვენ თავადაც უნდა გამოიჩინოთ ყურადღება ყოველი მცირე ცვლილების მიმართ და საჭიროების შემთხვევაში აჩვენოთ ავტომობილი ხელოსანს.
არ ავნოთ გარემოს  და დაიცავით უსაფრთხოების ნორმები - ეს ჩვენი სლოგანია და შეგიძლიათ ამოიღოთ


R
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.