ეს მერსედესი უერთგულესი მეგობარია
ეს მერსედესი უერთგულესი მეგობარია
20.02.2017
ავტომობილები, რომლებიც ჟურნალ AUTO BILD-ის ავტორებს გულისცემას უჩქარებენ

აბედნიერებს თუ არა ფული ადამიანს? მოდი, ასე ვთქვათ: ფული ადამიანს ათავისუფლებს და ამშვიდებს. ნუთუ მართლაც უსაზღვროდ არიან შეყვარებულები ავტომობილებზე ის ადამიანები, რომლებიც ”ლამბორგინებს” და ”ფერარებს” წინდებივით იცვლიან? ჰმ... არა გვგონია...

ჰო, ჩვენ, AUTO BILD-ის ავტორებს არ გვაქვს ფული. ყოველ შემთხვევაში იმდენი, რომ ”ლამბორგინი” და ”ფერარი” შევიძინოთ, მაგრამ ჩვენს გულებში ავტომობილების მიმართ უდიდეს სიყვარულს ვატარებთ. ეს ნამდვილი ავტოსიყვარულია.

ლარს ბუზემანი Mercedes 200 D W 123-ის შ
ესახებ


ადამიანი დიდ ბედნიერებას ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შეხვდება. ეს ეხება როგორც სხვა ადამიანს, ისე ავტომობილებსაც. ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ? ანუ, როცა ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს - გნებავთ ემოციური და გნებავთ, მეგობრული თვალსაზრისით.

ჩემი 200 D მე 17 წლის ასაკში ვიყიდე, რამდენიმე კვირის შემდეგ კი 18-ის გავხდი. ეს 1994 წელს მოხდა. და მინდა გითხრათ, რომ მის გაყიდვაზე არასდროს მიფიქრია, რადგან ის ჩემთვის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ავტომობილი. ის ჩემი მეგობარი გახლავთ - პირდაპირი მნიშვნელობით.

► ამ მანქანით ევროპაში ასიათასობით კილომეტრი გავიარე და ერთხელაც არ უღალატია.

Auto Bild
1994 წელს შეიძინა და მას მერე მხოლოდ ამ
მანქანასთან მეგობრობს: AUTO BILD-ის ავტორი ლარს ბუზემანი

Auto Bild
შესაბამისად, სწორედ ამ მეგობარს უკავშირდება ჩემი უთვალავი ბედნიერი მომენტი. ეს არის ყველაზე ერთგული და სანდო ავტომობილი მსოფლიოში. როცა დიზელის ძრავა კმაყოფილი ღუღუნებს, კაპოტზე დაბრძანებული ვარსკვლავი გზას მითითებს და სპიდომეტრის ისარი მსუბუქი კანკალით მიჩვენებს 110-ს, ყველაფრით კმაყოფილი ვარ და მთელი მსოფლიო მიყვარს.

ჩვენ ვერავინ და ვერაფერი შეგვაჩერებს, ჩვენ ერთმანეთს 100 პროცენტით ვენდობით. ასე რომ, ეს 200 D ჩემი ცხოვრების ავტომობილია. პირადად ჩემთვის, შეუფასებელი!
ლარს ბუზემანი

Mercedes 200 D (W 123)
ძრავა: 4-ცილინდრიანი დიზელი; მოცულობა: 1988 სმ3; სიმძლავრე: 44 კვტ (60 ცხ. ძ.) 4400 ბრ/წთ; მაბრუნი მომენტი: 113 ნმ/2400; წონა: 1390 კგ; საწვავის ხარჯი (EU-Mix): 8,9 ლ. დიზელი/100 კმ; წარმოების პერიოდი: 1976-1985; ფასი: 8 400 ევრო

ასევე იხილეთ:
პატარა, მაგრამ ძალიან დიდი BMW
Auto Bild


ყველა მამაკაცის ოცნების მანქანა: ლეგენდარული მუსტანგი
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად