ავტომობილების ხარისხი შემცირდა: რატომ არიან უკმაყოფილო ავტომფლობელები
ავტომობილების ხარისხი შემცირდა: რატომ არიან უკმაყოფილო ავტომფლობელები
11.07.2023
JD Power-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ავტომწარმოებლები სულ უფრო მეტ ტექნოლოგიას აერთიანებენ თავიანთ ახალ მანქანებში, მაგრამ მომხმარებლები უკმაყოფილონი არიან ინოვაციებით.

JD Power-ის კვლევამ აჩვენა, რომ მანქანების საერთო ხარისხი შემცირდა. ამისთვის გამოიყენეს ქულების სისტემა, რომელიც ითვლის „პრობლემების რაოდენობას 100 მანქანაზე“. რაც უფრო მაღალია რიცხვი, მით უფრო ცუდია ხარისხი. მათ გამოკიტხეს 2023 წლის მდოელის მფლობელი 93,000 პირი შედეგად კი დაადგინეს საშუალოდ 192 პრობლემა 100 მანქანაზე – 2022 წელთან შედარებით 12 ქულით და 2021 წელთან შედარებით 18 ქულით მეტია.

კვლევის ავტორთა აზრით, პრობლემის
ნაწილი შეიძლება გამოწვეული იყოს ავტომწარმოებლების სურვილით, დაამატონ მეტი ტექნოლოგია თავიანთ მანქანებში, რიტაც საფრტხეს უქმნიან ავტომობილების ძირიტად შიდა და გარე ელემენტებს.

ერთ-ერთი პრობლემა თასის დამჭერებთან არის დაკავშირებული. მომხმარებლებმა განაცხადეს, რომ ჭიქის სამაგრის ზომები და განლაგება არასწორია თანამედროვე მანქანებში, რადგან კონსოლზე ის ადგილს იკავებს სმარტფონის უკაბელო დამტენის ბალიში და სხვა ახალი ფუნქციები.

პრობლემურია კარის სახელურებიც.  რომელიც ოდესღაც იყო ტემა რომელიც განხილვას არ ექვემდებარებოდა თუმცა ახლა გახდა ასპექტი, რომელიც შესწავლილი, დაპროექტებული და ათვისებულია. ამის მაგალითია ტესლასა და სხვა მანქანებში აღმოჩენილი კარის მალული სახელურები.

მძღოლები ასევე იმედგაცრუებულნი არიან სიგნალით
-  „მომხმარებლები იყენებენ სიტყვებს, როგორიცაა „სათამაშო მანქანა“ და „კლოუნების მანქანა“ - ვინაიდან მათ უბრალოდ არ აქვთ ისეთი ძლიერი სიგნალი როგორსაც ელოდნენ და საჭიროა საგზაო უსაფრთხოებისთვის.


ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.