ეს იყო რევოლუცია საბჭოთა ავტოწარმოებაში
ეს იყო რევოლუცია საბჭოთა ავტოწარმოებაში
27.02.2018
გავიხსენოთ ლადას პირველი წინაამძრავიანი კომპაქტი, რომელიც რუსებმა პორშეს დახმარებით შექმნეს

ავტომობილს, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ, რა თქმა უნდა, ყველა იცნობთ. ეს მანქანა 80-იანი წლების მეორე ნახევარში საბჭოთა კავშირში წარმოებული ავტომობილებიდან ყველაზე მოდურ და ახალაგზრდულ ტიპად მიიჩნეოდა და ასეთი იმიჯი 90-იანების პოსტსაბჭოეთშიც დიდხანს შერჩა.
  • პირველად 1984 წელს, 3-კარიანი ვერსიის სახით გამოჩნდა, რომელსაც ”ვაზ 2108” დაარქვეს.
Auto Bild

ეს იყო რუსული ავტომწარმოებლის პირველი მოდელი წინა ამძრავით და ძრავის სამი ვარიანტით იწარმოებოდა. ტოლიატელებმა ამ ავტომობილის შექმნაში თვით ”პორშე” დაიხმარეს. 1986 წელს კი გამოვიდა მისი 5-კარიანი ვერსია
”ვაზ 2109”.

აქვე ვთქვათ, რომ 1990 წელს რუსებმა სედანი 21099-იც გამოუშვეს, ხოლო 1997 წელს კი - სედანი ”ვაზ 2115”. მერე იყო ”ვაზ 2114” (2004) და სამკარიანი ვაზ ”2113” (2005). თუმცა პირველი თაობა, რომლის პოპულარობა საბჭოთა კავშირშიც და, მისი დაშლის შემდეგ, პოსტსაბჭოურ სივრცეშიც იმდენად დიდი იყო, რომ 2004 წლამდე ახალი თაობების პარალელურად მაინც იწარმოებოდა და ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში იყიდებოდა.

Auto Bild

ალბათ გახსოვთ, რომ ბევრ მოდელზე წარწერა ”სპუტნიკი”. რუსები ”სამარასთვის” ამ სახელწოდების მინიჭებასაც ფიქრობდნენ და ამიტომაცაა, რომ დღემდე არაერთი ეგზემპლარია წარწერით ”Спутник”. რაც შეეხება მის ნამდვილ სახელს ”სამარა”
- ეს უბრალოდ იმ ქალაქის სახელია, რომელიც ტოლიატიდან 80 კილომეტრში მდებარეობს.

08-ის და 09-ის საბაზო ვერსიები 1,3 ლიტრი მოცულობის 65-ცხენისძალიანი კარბიურატორიანი ძრავებით იწარმოებოდა. ასევე ხელმისაწვდომი იყო (ექსპორტი) 1,1-ლიტრიანი ძრავით (53 ცხენის ძალა) და 1,5-ლიტრიანი აგრეგატით (72 ცხენის ძალა).

Auto Bild
940-კილოგრამიანი ავტომობილისთვის 1,3-ლიტრიანი ძრავა სავსებით საკმარისი იყო

”ლადა”, რა თქმა უნდა, გერმანიაშიც იყიდებოდა, მაგრამ 80-იან წლებში იქ სტუდენტობა არ ეკარებოდა. სტუდენტებისთვის პირველი არჩევანი ”ფოლკსვაგენის” ”ხოჭო”, ან Citroen 2CV გახლდათ. რუსულ მანქანებს კი უფრო ისინი მართავდნენ, ვისაც აღმოსავლეთ გერმანიაზე შესტკიოდა გული, ან თვითონ გდრ-ის მოქალაქეები. არადა, ”ფიატის” სალიცენზიო წარმოების შემდეგ, 1984-ში ტოლიატიში ”ვაზ 2108-ის” სახით რუსული ავტოწარმოებისთვის მართლაც რევოლუციური ავტომობილი გამოუშვეს. ”სამარა” იმ დროისთვის საკმაოდ თანამედროვე კომპაქტი გახლდათ - როგორც ”გოლფი” - განივად განლაგებული ძრავით და წინა ამძრავით.

Auto Bild
ას ფოტოც ნოსტალგიურ ხასიათზე დაგაყენებთ და ინტერიერის შესახებ, უმჯობესია, ბევრი არ ვილაპარაკოთ

საბჭოთა კავშირში ეს მოდელი ნამდვილი რევოლუცია იყო, თუმცა ამ რევოლუციის მთავარი საიდუმლო მაინც კაპიტალისტური დასავლეთიდან მოდიოდა. კერძოდ, ”პორშეს” ვაისახის განვითარების ცენტრში. პროექტი, როგორც ამბობენ, 50 მილიონი მარკა დაჯდა და შეიქმნა სოლიდური 4-ცილინდრიანი ძრავა 1,3 ლიტრი მოცულობით. როგორც უკვე ვთქვით, ეს იყო კარბიურატორიანი ძრავა 65 ცხენის ძალით.

Auto Bild
80-იანი წლების პოპულარული ოფცია ლადაში

თუმცა ევროპაში ამ მოდელისთვის ყურადღება რეალურად არავის მიუქცევია. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და პრაქტიკულიც იყო, ახალგაზრდები მაინც უფრო ”ხოჭოსა” და ”სიტროენის” ”იხვს” ირჩევდნენ, ვიდრე უფრო თანამედროვე ავტომობილს საბჭოთა კავშირიდან. საბჭოთა კავშირსა და მერე პოსტსაბჭოეთშიც, ”ვაზ 2108” და ”ვაზ 2109” სწორედ ახალგაზრდების საყვარელი მანქანა იყო.

Auto Bild

რომ არა საბჭოთა კავშირის იმიჯი, ”ლადა სამარა” ევროპაშიც კარგად გაიყიდებოდა. ასე გახდა ეს მანქანა ცივი ომის ერთ-ერთი უკანასკნელი მსხვერპლი. ხოლო მაშინ, როცა მეორე თაობა გამოვიდა, ანუ, 1997 წელს, უბრალოდ უკვე ძალიან გვიანი იყო. 90-იანების მეორე ნახევარში ევროპელებს უკვე ზედმეტად ბევრი გაცილებით უკეთესი კომპაქტი ჰყავდათ...

Auto Bild

ტექნიკური მონაცემები
ძრავა: 4-ცილინდრიანი, წინ, განივად; ძრავის მოცულობა: 1288 სმ3; სიმძლავრე: 48 კვ (65 ცხ. ძ.) 5600 ბრ/წთ; მაბრუნი მომენტი: 94 ნმ/3600; მაქს. სიჩქარე: 150 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 15 წამში; ამძრავი: წინა; წონა: 940 კგ; ავზი: 43 ლიტრი; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4005/1650/1400 მმ

Auto Bild
მიუხედავად იმისა, რომ რუსებს ”პორშე” დაეხმარა და მანქანამ AUTO BILD-ის 80 000-კილომეტრიან ხანგრძლივ ტესტშიც საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა, ”ლადა სამარა” გერმანიაში წარუმატებელი მოდელი გამოდგა

ასევე დაგაინტერესებთ:
იშვიათი BMW 90-იანი წლებიდან
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
BMW-ს ისტორიული, საკულტო მოდელი
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ფერარის ლეგენდარული მოდელი 30 წლისაა
Auto Bild


განსაკუთრებული ექსპონატი მერსედესის მუზეუმიდან
ბენცი, რომელიც სიჩქარის რეკორდისთვის შეიქმნა

Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
სპორტული ავტომობილი ისრაელიდან,
რომლის შესახებ ბევრმა არაფერი იცის

Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
გავიხსენოთ 90-იანი წლები
როცა საქართველოში მერსედესი ან BMW ფუფუნება იყო

Auto Bild


იხილეთ ფოტოგალერეა:
40 მანქანა, რომელიც აუცილებლად უნდა გიყვარდეს!
Auto Bild


ასევე იხილეთ:
საუკეთესო ყველგანმავალი!
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ეს მერსედესი უერთგულესი მეგობარია
Auto Bild


პატარა, მაგრამ ძალიან დიდი BMW
Auto Bild


ყველა მამაკაცის ოცნების მანქანა: ლეგენდარული მუსტანგი
Auto Bild


მერსედეს W124-ის ხარისხი:
გერმანელმა მილიონი კილომეტრი უპრობლემოდ გაიარა!

Auto Bild


ასევე იხილეთ:
რთული წარსულის მქონე ანტიკვარული
მერსედესი 6.6 მილიონ დოლარად გაიყიდა

Auto Bild


მერსედესის იშვიათი კუპე, რომლის შესახებ ბევრმა არაფერი იცის
Auto Bild


ბრეჟნევის, ლენონის და კლარკსონის ლიმუზინი
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ
ავტომობილს ახლა 56 მილიონად ყიდიან!

Auto Bild


97 წლის ბაბუმ ახალი ”ფორდ მუსტანგი” იყიდა! (+ VIDEO)
Auto Bild


გაიცანით პაჯეროს დიდი ბაბუა
Auto Bild


მერსედესს პიკაპი ადრეც ჰყავდა!
Auto Bild


ერთი მახინჯი მანქანის ამბავი: Fiat Multipla
Auto Bild


ეს ველური ბენცი სამი AMG GT-ს ფასად გაიყიდა!
Auto Bild


საუკეთესო, ან არაფერი? Mercedes S-კლასი (W 140)
Auto Bild


ბრაბუსმა 8 კლასიკური მერსედესი განაახლა
Auto Bild


აი, ასეთი ყველგანმავალი ჰყავდა მერსედესს 1906 წელს
Auto Bild


სამთვალა, რომელიც მისტერ ბინს ნერვებს უშლიდა
Auto Bild


ეს სასაცილო მანქანა წარმოუდგენელ ფასად გაიყიდა (+ VIDEO)
Auto Bild


ქალწული ბენცი
Auto Bild


60-იანი წლების ლეგენდარული კუპე:
Mercedes 250 SE Coupé

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად