ჩინეთი სავარაუდოდ გახდება მსოფლიო ლიდერი ავტომობილების ექსპორტში
ჩინეთი სავარაუდოდ გახდება მსოფლიო ლიდერი ავტომობილების ექსპორტში
17.08.2023
ექსპერტები ამბობენ, რომ ჩინეთი ავტომობილების უმსხვილესი ექსპორტიორი გახდება მსოფლიოში. Moody's Analytics-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2023 წლის ბოლოსთვის ციური იმპერია ამჟამინდელ ლიდერს, იაპონიას გაუსწრებს. მან დაიწყო ექსპორტის მოცულობის სწრაფი ზრდა პანდემიის დროს: 2021 წელს სამხრეთ კორეას გაასწრო 2022 წელს გერმანიას. 2023 წლის მეორე კვარტალში კი ჩინეთს დაახლოებით 70 000 ავტომობილი აკლდა იაპონიის გასასწრებად, მაშინ როცა ერთი წლის წინ სხვაობა თითქმის 171 000 იყო.

ექსპერტების თქმით, ჩინეთის ექსპორტის ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ წლის ბოლომდე ის მაინც წინ წავა და ჩაანაცვლებს იაპონიას, რომელიც ლიდერია
2019 წლიდან. წელს უკვე იყო პრეცედენტი, რომელიც დაწერა ჩინურმა პორტალმა Sina-მ: იანვარ-მარტში ჩინეთმა საზღვარგარეთ დაახლოებით 1,069 მილიონი ახალი მანქანა გაიატან ექსპორტზე და გაასწრო იაპონიას რომელმაც 1,047 მილიონი გაიტანა.

ჩინეთმა უკვე გადააჭარბა ექსპორტის პანდემიამდელ დონეს, ხოლო იაპონია და ტაილანდი მათ დაბრუნებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. ციური იმპერია ამას უნდა უმადლოდეს ელექტრომობილებზე გაზრდილ მოთხოვნას.  2022 წელს პლანეტაზე 10 მილიონზე მეტი „მწვანე“ მანქანა გაიყიდა და მათი დაახლოებით 60 პროცენტი ჩინეთშია წარმოებული.

ექსპერტები ჩინური ელექტრომობილების წარმატებას უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ ბატარეებისთვის საჭირო ლითიუმის მიწოდების ნახევარზე მეტი ჩინეთზე მოდის.

ასევე უპირატესობებს
შორისაა შრომის დაბალი ანაზღაურება, თავად ელექტრომობილების სიიაფე და მთავრობის გულუხვი მხარდაჭერა. ამ ფაქტორებმა ასევე მიიპყრო მსხვილი უცხოელი მწარმოებლები, როგორიცაა Tesla და BMW, რომლებმაც ააშენეს საკუთარი ქარხნები ამ ქვეყანაში.

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად