მერსედესის იშვიათი კუპე, რომლის შესახებ ბევრმა არაფერი იცის
მერსედესის იშვიათი კუპე, რომლის შესახებ ბევრმა არაფერი იცის
19.01.2017
ამ ავტომობილის შესახებ, შესაძლოა, გერმანული კომპანიის ბევრ თავგამოდებულ ფანსაც არაფერი სმენია. ის მართლაც იშვიათი ქმნილებაა, რომლის სტილიც თვით „პინინფარინამ“ შეიმუშავა. და როგორც ირკვევა, ლეგენდარული იტალიური ატელიეს შემდგომ განვითარებაში, ამ კუპეს დიდი გავლენა მოუხდენია.

რატომღაც, „მერსედეს-ბენც 300 SEL 6.3 პინინფარინა კუპეს“ შესახებ ინფორმაცია არც შტუტგარტელთა ონლაინ მონაცემთა ბაზაშია და იტალიურ ატელიესაც თავის არქივში მისი მხოლოდ ერთი ფოტო აქვს შემონახული. 1970 წელს შექმნილი ეს კუპე ამჟამად ერთადერთ ეგზემპლარად არსებობს და ის ჰოლანდიელს ეკუთვნის. სწორდ მისი დამსახურებაა, რომ ასეთი ავტომობილი არსებობს.

Auto Bild

► იმ
დროს „მერსედესი“ ამ კლასის კუპეს არ აწარმოებდა.


ერთ ჰოლანდიელს (მისი ვინაობის გამხელა ოჯახმა არ ისურვა) გერმანული კომპანიისთვის მიუმართავს და მისთვის 1969 წელს გამოშვებულ სედან 300 SEL 6.3-ის ბაზაზე, კუპეს დამზადება უთხოვია, რაზეც უარი მიიღო. ისიც ადგა და თავისი ახალთახალი ავტომობილი „პინინფარინას“ მიუყვანა იგივე თხოვნით. და სერჯო პინინფარინასგან თანხმობა მიიღო.

Auto Bild

დიზაინერებმა ბორბლებს შორის ბაზა, ბორბლების კვალის სიგანე, სიგრძე და ავტომობილის წინა კარების სიმაღლე უცვლელად დატოვეს. სამაგიეროდ გადააკეთეს რადიატორი და საქარე შუშა. შეიცვალა წინა საყრდენების დახრის კუთხე, სახურავი თავიდან დაამზადეს (ხელით, ფოლადსგან - მაშინ სად იყო კარბონის
კომპოზიტი). შეიცვალა კაპოტი, საბარგული, ფრთსხმულობა, ბამპერები. ორივე დარჩენილი კარი დააგრძელეს. მრგვალი, ვერტიკალურად განლაგებული ფარები პლასტიკატის შავ ჩარჩოში მოათავსეს, თუმცა ახლანდელმა მფლობელმა შავი ჩარჩო ქრომირებულით შეცვალა.

Auto Bild

თვითონ სედანი, რომლის შემუშავებაშიც AMG-ს სპეციალისტებსაც მიუღიათ მონაწილეობა (რაც პირცველი შემთხვევა იყო), 6.3-ლიტრიანი V8 ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 300 ცხენის ძალას და 588 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებდა - იმ დროისთვის ეს შესაშური მაჩვენებლები იყო. ძრავთან წყვილში 4-საფეხურიანი ავტომტური კოლოფი მუშაობდა. შემკვეთს ავტომობილის გადაკეთება დაახლოებით 100 000 დოლარი დაუჯდა, რაც ახლანდელი კურსით ნახევარ მილიონს აღწევს.

Auto Bild

პირველმა მფლობელმა ავტომობილი 1970-იანების ბოლოს გაყიდა. მას დაახლოებით 65 000 კილომეტრი ჰქონდა გავლილი. ახლანდელი მფლობელის ხელში, კუპემ მხოლოდ 6 500 კილომეტრი დაამატა.

საინტერესოა, რომ „პინინფარინამ“ 1975 წელს „როლს-როისისთვის“ მოდელი Rolls-Royce Camargue შეიმუშავა, რომლის სილუეტიც ძლიერ ჰგავს იმ ერთჯერადი კუპესას, რომელზეც ახლა გიამბეთ...

Auto Bild

ასევე იხილეთ:
ბრეჟნევის, ლენონის და კლარკსონის ლიმუზინი
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ
ავტომობილს ახლა 56 მილიონად ყიდიან!

Auto Bild


97 წლის ბაბუმ ახალი ”ფორდ მუსტანგი” იყიდა! (+ VIDEO)
Auto Bild


გაიცანით პაჯეროს დიდი ბაბუა
Auto Bild


მერსედესს პიკაპი ადრეც ჰყავდა!
Auto Bild


ერთი მახინჯი მანქანის ამბავი: Fiat Multipla
Auto Bild


ეს ველური ბენცი სამი AMG GT-ს ფასად გაიყიდა!
Auto Bild


საუკეთესო, ან არაფერი? Mercedes S-კლასი (W 140)
Auto Bild


ბრაბუსმა 8 კლასიკური მერსედესი განაახლა
Auto Bild


აი, ასეთი ყველგანმავალი ჰყავდა მერსედესს 1906 წელს
Auto Bild


სამთვალა, რომელიც მისტერ ბინს ნერვებს უშლიდა
Auto Bild


ეს სასაცილო მანქანა წარმოუდგენელ ფასად გაიყიდა (+ VIDEO)
Auto Bild


ქალწული ბენცი
Auto Bild


60-იანი წლების ლეგენდარული კუპე:
Mercedes 250 SE Coupé

Auto Bild


BMW-ს ძველი სამი მუშკეტერი
Auto Bild


იხილეთ ფოტოგალერეა:
40 ავტომობილი, რომელიც აუცილებლად უნდა გიყვარდეს
Auto Bild


იხილეთ ფოტოგალერეა:
საუკეთესო კლასიკური ავტომობილები

Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად