კიდევ არ გჯერათ სასწაულების?
კიდევ არ გჯერათ სასწაულების?
10.02.2022
უკვე მერამდენედ შევნიშნე, რომ როგორც კი ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანი ხდება, აუცილებლად ისეთი რამე შემემთხვევა, რომ წამში დააყნებს ყველაფერს თავის ადგილზე და შავ-თეთრი ფერები კვლავ ფერადი ხდება.

ისტორია, რომელიც მე შემემთხვა გასული წლის ცივ იანვარში მოხდა, ზუსტად ძველი ახალი წლის წინ. მაშინ ტაქსის მძღოლად ვმუშაობდი, მყავდა ძველი „პასატი“ და რამდენადაც ღამე უფრო ძვირი ღირდა მომსახურება, თითქმის სულ გვიან ვმუშაობდი.

თუმცა ზუსტად ამავე მიზეზით არ აეწყო საქმე კარგად: ჯერ იყო და მგზავრი მოვიდა, რომელსაც კაპიკი არ ჰქონდა, მერე გლდანში გავიჭედე ისეთ უბანში,
რომ ნახევარი საათი გამოგნებას ვცდილობდი. მეტიც, ვფიქრობდი, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთადერთი ტაქსი მე ვიყავი, ვინც აქ აღვმოჩნდი.

როგორც იქნა მივიღე შეკვეთა, ქალი იყო, მსუბუქად ნასვამი, იქნებოდა ასე 40 წლის. იმ უბანში უნდა წამეყვანა, რომელიც ჩვენ ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურად ითვლება და როგორც წესი, ერიდებიან იქ მოძრაობას. ათასი ჭორი და მართალი დადის იმ ადგილის შესახებ.

ამ დღეებში რაღა უნდა მოხდეს-თქო და დავძარი ჩემი მანქანა იმ მიმართულებით.

ჩემი მგზავრი არ აღმოჩნდა სიტყვაძუნწი. ნამეტანი გაიხსნა, ნასვამი იყო და ფლირტის მცდელობაც ჰქონდა, თუმცა ჯერ რადიოს ხმას ავუწიე,
შემდეგ კი რამდენჯერმე ვცადე ჩემი საქორწინო ბეჭედი ვითომ შემთხვევით მეჩვენებინა.

გზა უსასრულოდ გაიწელა, გეგონება თბილისში ერთი უბნიდან მეორეში კი არა, ქუთაისში ან ბათუმშ მივდიდი.

დანიშნულების ადგილას ორივე სხვადასხვა განწყობით მივედით. ჩემი მგზავრნი ეიფორიაში იყო და ცოტა ნაწყენიც იყო, რომ მგზავრობა დასრულდა, მე კი ბოლო ძალებით ვცდილობდი ცივსისხლიანობა შემენარჩუნებინა. როგორც კი დამიდასტურდა გადახდა, აქსელერატორს ბოლომდე მივადგი და კორპუსს გავცდი, თან იმას ვფიქრობდი, რომ ქალებს ესეიგი მაინც შეუძლიათ ნებისმიერის გადაფსიხება.

თუმცა ამით ჩემი თავგადასავალი არ სრულდებოდა. სწრაფ აჩქარებას სწრაფი დამუხრუჭებაც მოჰყვა.

არ მქონდა გამოვილილი რამდენიმე ათეული მეტრი, რომ ერთ-ერთ შესახვევთან დავინახე კაცი, რომელიც გაშეშებული იდგა და აქეთ-იქით ირწეოდა. ფეხზე ძლივს იდგა, ბოლოს კი ჩემ კაპოტზე დაეცა. გადავხტი მანქანიდან, აუცილებლად დახმარება სჭირდება თქო. იმ მომენტში ამ უბნის ცუდმა სახელმა და სიცივემ ვერ გამაკავეს. ეს კაცი საეჭვოდ სწრაფად მოვიდა გონზე, სანამ ვცდილობდი გამერკვია რა ხდებოდა, ვიღაცამ უკნიდან დამარტყა. დარტყმას კიდევ რამდენიმე დარტყმა მოხდა და ძირს აღვმოჩნდი. ასე 3-4 კაცი შემდგა, თუმცა მომენტებში იმდენად სწრაფად მირტყავდნენ, მეგონა 10 იყვნენ. დღემდე არ ვიცი სად იმალებოდნენ და ასე უცბად როგორ დამესხნენ თავს, ცხადი იყო მანქანის წართმევა უნდოდათ და მზად იყვნენ სიკვდილამდე ვეცემე.

იმ წუთებში მეც მოვემზადე სიკვდილისთვის, ჩემი ახლობლების სახეები თვალწინ მქონდა, მაგრამ ღმერთს არ უნდოდა ჩემი წაყვანა. ზუსტად ამ მომენტში ჩემთვის ძალიან კარგად და უკვე ძვირფასი ხმა მომესმა. ეს იყო ის ქალი, რომელიც წეღან დავტოვე, მას კი თან რამდენიმე კაცი ახლდა. აღმოჩნდა, რომ სადღაც ქეიფობდნენ, ალკოჰოლი მოაკლდათ და გამოვიდნენ საყიდლად. ჯერ ღია მანქანა დაინახეს, შემდეგ კი უკვე ის, მე რომ მცემდნენ. ჩაერივნენ, ისედაც შარზე იყვნენ ესენი და მუხლზე გადაიმტვირეს ლამის ხულიგნები. მეც მიშველეს...

ჩემი ნეკნები აღდგა, თირკმელები ფუნქციონირებენ, თავი ზოგჯერ მტკივა, მაგრამ აზროვნება არ დამაკლდა. აი, ადამიანების სიყვარული კი დამემატა.





ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
08.06.2019
წამით ძველი "გაიშნიკი" მეგონა, მაგრამ მხოლოდ წამით.
სრულად
14.05.2015
სადარბაზოსთან ვიდექი. ახალი, ძველი Dodge Challenger ისვენებდა
სრულად
01.05.2015
როდესაც ამ ფოტოს შეხედეთ, ალბათ მაშინვე გაიფიქრეთ: „ამას კიდევ ეს უნდოდა?“
სრულად