ფორმულა 1-ის ისტორიაში Ford გახლავთ რიგით მესამე ყველაზე წარმატებული ძრავების მიმწოდებელი კომპანია - ამ ამერიკული ბრენდის ძრავებიანმა ავტომობილებმა 13 ტიტულის მოპოვება შეძლეს და 10 კოსნტრუქტორის თასი მოიპოვეს. "ავტოსპორტის დედოფალი" კომპანიამ 2004 წელოს დატოვა, თუმცა თითქმის 20 წლის შემდეგ ბრენდმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ის დაბრუნდება. ეს დაბრუნება კი მოხდება 2026 წელს და დარჩენა გაგრძელდება მინიმუმ 2030 წლამდე.

გადაწყვეტილია, რომ Ford გახდება ძრავების მიმწოდებელი საჯინიბოსთვის Oracle Red Bull Racing და  Scuderia AlphaTauri.

აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად გაჟღერდა ნიუ-იორკში სადფაც წარმოადგინეს ახალი ბოლიდი Red Bull
Racing RB19. ამ დრომდე ეს საჯინიბო ძრავებს იღებდა იაპონური Honda-სგან, აი 2026 წლიდან ის სახელსაც შეიცვლის და ეწოდება Red Bull Ford Powertrains.