საუკეთესო ყველგანმავალი!
საუკეთესო ყველგანმავალი!
27.02.2017
ავტომობილები, რომლებიც ჟურნალ AUTO BILD-ის ავტორებს გულისცემას უჩქარებენ

აბედნიერებს თუ არა ფული ადამიანს? მოდი, ასე ვთქვათ: ფული ადამიანს ათავისუფლებს და ამშვიდებს. ნუთუ მართლაც უსაზღვროდ არიან შეყვარებულები ავტომობილებზე ის ადამიანები, რომლებიც ”ლამბორგინებს” და ”ფერარებს” წინდებივით იცვლიან? ჰმ... არა გვგონია...

ჰო, ჩვენ, AUTO BILD-ის ავტორებს არ გვაქვს ფული. ყოველ შემთხვევაში იმდენი, რომ ”ლამბორგინი” და ”ფერარი” შევიძინოთ, მაგრამ ჩვენს გულებში ავტომობილების მიმართ უდიდეს სიყვარულს ვატარებთ. ეს ნამდვილი ავტოსიყვარულია.

დირკ ბრანკე Land Rover Defender 90-ის შესახებ
Auto Bild

როცა ვუფიქრდები, თუ რა მჭირდება იმისათვის, რომ ავტომობილმა
გამაბედნიეროს, ვხვდები: არცთუ ბევრი. პირიქით: რაც ნაკლები, მით უკეთესი. SUV? ქროსოვერი? ყველაფერს ნამდვილი ფოლადი მირჩევნია, საუკეთესო შემთხვევაში ხისტი, გაუჭრელი ღერძით.

ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ყველგანმავალი მჭირდება - ოღონდ ნაღდი და საუკეთესო. ბლოკირებაც უნდა ჰქონდეს, დამაბადლებელი გადაცემა - მხოლოდ ასე ვიგრძნობ თავს ნამდვილად დაცულად და უსაფრთხოდ.

► რის მაქნისია და რაში მჭირდება ავტომობილის სრული ამძრაობა, თუ ეს ყველაფერი არ ექნება? სწორედ ესაა ჩემთვის მართვის სიამოვნება და ამ ყველაფერს, საუკეთესო გაგებით, ”ლენდ როვერ დეფენდერი” მთავაზობს.

Auto Bild

ჩემი ბედნიერებისთვის ისიც აუცილებელია, რომ ყველგანმავალი მაქსიმალურად მარტივი და ქმედითი იყოს. ფორმა
უნდა გამომდინარეობდეს ფუნქციურობიდან და არა პირიქით. ჩემი აზრით, ფუნქციური დიზაინი ყველაზე კარგი დიზაინია.

სწორედ ასეთმა მკაცრმა მიდგომამ შემაყვარა ”ლენდ როვერ დეფენდერი”, რომელსაც უგზოობაზე თავის გატანა შეუძლია. ეს არის ნაღდი, მუშა, ფუნქციური ყველგანმავალი და, შესაბამისად, დიდი პერსონა ავტოინდუსტრიაში. ეს არის მანქანა, რომელიც გულს არასდროს დაგწყვეტს - შერცხვენაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

Auto Bild
Auto Bild
პირიქით, ეს ავტომობილი მუდამ შენი მადლიერი იქნება, შენ კი - მისი მადლიერი. რა ბედნიერებაა, რომ ”დეფენდერი” არ გახდა პროგრესის შესაბამისად ”კორუმპირებული” ავტომობილი და მას არც მეტიჩარა დიზაინერების ხელები შეხებია. ბებერი ”ლენდი” უკანასკნელი მოჰიკანია, რომლის მსგავსი აღარასოდეს შეიქმნება.
დირკ ბრანკე

Land Rover Defender 90
ძრავა: 4-ცილინდრიანი, Turbo; მოცულობა: 2198 სმ3; სიმძლავრე: 90 კვტ (122 ცხ. ძ.) 3500 ბრ/წთ; მაბრუნი მომენტი: 360 ნმ/2000; წონა: 1902 კგ; საწვავის ხარჯი (EU-Mix): 10,2 ლ. დიზელი/100 კმ; გამონაბოლქვი: 269 გ/კმ; ფასი: 31 000 ევრო

ასევე იხილეთ:
ეს მერსედესი უერთგულესი მეგობარია
Auto Bild


პატარა, მაგრამ ძალიან დიდი BMW
Auto Bild


ყველა მამაკაცის ოცნების მანქანა: ლეგენდარული მუსტანგი
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად