გავიხსენოთ 90-იანი წლები - როცა საქართველოში მერსედესი ან BMW ფუფუნება იყო
გავიხსენოთ 90-იანი წლები - როცა საქართველოში მერსედესი ან BMW ფუფუნება იყო
26.06.2017
არა, ამ სტატიაში უშუქობაზე, უგაზობაზე, ნავთისა და პურის რიგებზე, ტალონებზე, კუპონებზე ან სამოქალაქო ომზე ლაპარაკს არ ვაპირებთ. უბრალოდ გვინდა, გავიხსენოთ და გაგახსენოთ ის გამორჩეული ავტომობილები, რომლებიც 90-იან წლებში ”მოღვაწეობდნენ”. ქართველმა მძღოლებმა კი, ეს მანქანები, რა თქმა უნდა, გაცილებით გვიან აღმოვაჩინეთ. 90-იანებში ჩვენთან ”მერსედესი” ან BMW ფუფუნება იყო. ამ ჩამონათვალში, რა თქმა უნდა, უამრავი 90-იანელი მოდელი ვერ მოხვდა, მაგრამ ვინც მოხვდა, ნამდვილად გამოირჩეოდა.
  • Mercedes-Benz S-კლასი (W 140)
Auto Bild

ეს იყო გერმანული, კერძოდ კი შვაბური ინჟინერიის ხელოვნების ნიმუში, რომელიც მერსედესმა 1991 წელს წარმოადგინა. იმ
დროისთვის ტექნიკურად ამაზე უკეთესი ავტომობილის შექმნა შეუძლებელი გახლდათ. მეტიც: ასეთი სრულყოფილი ავტომობილი ფაქტობრივად არც არსებობდა. ”კანცლერის კლასი” - აი, ეს იყო ამ მერსედესის მეტსახელი.
  • BMW M3 (E36)
Auto Bild

1992 წლიდან ბავარიელებმა ყველაზე მაგარ ”მესამე სერიას” ისევ M3 დაარქვეს. E36 დღემდე BMW-ს მოყვარულების (და არა მარტო) ერთ-ერთი უსაყვარლესი ავტომობილია. მისი ძლიერი 3-ლიტრიანი და 6-ცილინდრიანი ძრაცა 286 ცხენის ძალით გამოირჩეოდა.
  • Renault Twingo
Auto Bild

”S-კლასი”, M3 და ახლა ”ტვინგო”? გეთანხმებით, უცნაური გადასვლაა, მაგრამ ”ტვინგომ”, რომელსაც დამცინავად უყურებთ, მაშინ მთელი ევროპა აალაპარაკა. ”რენო ტვინგო” 1992 წელს გამოვიდა და მაშინვე შეეძლო ის,
რასაც დღეს Fiat 500 ახერხებს - ოღონდ, რეტროს გარეშე. ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, ”ტვინგომ” მაშინ ყველას გული მოიგო და გაუთბოო. პატარა ფრანგი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ქალბატონებს მოსწონდათ. ისევე, როგორც დღეს Fiat 500.
  • Porsche 911 (993)
Auto Bild

წავედით ისევ სპორტში. უკანასკნელი 911 ჰაერგაგრილების ძრავით. ”პორშემ” ამ მოდელში მეტი აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ მანქანა ყოველდღიური მოხმარებისთვის გამომდგარიყო. დიზაინერმა ლაგააიმ კლასიკური 911-ის უმტკივნეულოდ მოდერნიზება მოახერხა. 3,6-ლიტრიან ბოქსერს საბაზო ”კარერაში” თავიდან 272 ცხენის ძალა ჰქონდა.
  • Toyota Supra
Auto Bild

330-ცხენისძალიანი იაპონური სპორტული ავტომობილი უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ The Fast and the Furious. თუკი დავივიწყებთ მიუწვდომელ Lexus LFA-ს, ”სუპრა” უკანასკნელი ”ტოიოტა” იყო, რომელიც ”პორშეს” და კომპანიას ტოლსწორად დაუდგებოდა.
  • Opel Calibra
Auto Bild

უკანასკნელი ”ოპელი”, რომელიც ავტომოყვარულებს გულისცემას უჩქარდებდა. ”მანტას” შვილს ”კალიბრა” დაარქვეს და ეს მანქანა განსაკუთრებით 2.0 Turbo 4x4-ის სახით მოგვწონდა. ანუ, 204 ცხენის ძალით და სრული ამძრავით. კარგ მდგომარეობაში მყოფი ”კალიბრა” დღეს ძალიან იშვიათია და საკულტო ეგზემპლარი გახდება.
  • Chevrolet Corvette ZR-1
Auto Bild

დიახ, 80-იანი წლების შვილი უფროა, მაგრამ მაინც. მეოთხე თაობა თავიდან სუსტი იყო და მხოლოდ 1989 წლიდან გამოუშვეს გადასარევი ვარიანტი. ალუმინის ძრავის მქონე ZR-1-ს 375-დან 405 ცხენის ძალამდე სიმძლავრე ჰქონდა და 290 კმ/სთ-ს ავითარებდა.
  • Alfa Romeo 156
Auto Bild

156-ის უკანა კარის სახელურები C-საყრდენში ჩამალეს. გარდა ამისა, ”ალფას” კლასიკური ცხაურა, გულის ფორმის ”სკუდეტო” ისევ წინა პლანზე წამოწიეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ Alfa Romeo 156 90-იანი წლების ერთ-ერთი ულამაზესი სედანია.
  • BMW M5 (E34)
Auto Bild

სპორტული სედანების ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, რომელსაც იმ დროს ყველა ის უპირატესობაც ჰქონდა, რითაც ჩვეულებრივი მეხუთე სერია გამოირჩეოდა. თანაც, ბავარიელები მეორე M5-ს უნივერსალის სახითაც უშვებდნენ.
  • Lamborghini Diablo
Auto Bild

როდესაც Countach-ის შემცვლელი დააანონსეს, იტალიელებმა განაცხადეს, ეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილი იქნებაო. ”დიაბლო” 1990 წელს გამოვიდა და 492-ცხენისძალიანი ძრავით 328 კმ/სთ-ს ავითარებდა. მისია შესრულდა. დიზაინი Miura-ს მხატვრის, მარჩელო განდინის შექმნილია.
  • Audi TT
Auto Bild

Audi TT-ს დიზაინი თავიდანვე მეხის გავარდნასავით იყო. დიდი თუ პატარა ამ მანქანაზე ლაპარაკობდა. სპორტული დიზაინი ყველას მოსწონდა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს და ახალგაზრდა ქალბატონებს.
  • Mazda RX-7
Auto Bild

RX-7-ს 280 ტურბო-ცხენის ძალები ჰქონდა და ეს იყო ტექნიკური მწვერვალი ”მაზდას” ისტორიაში. ის ფაქტი, რომ ევროპაში ბევრმა არ იყიდა, ალბათ უფრო მაღალი ფასის ბრალია.
  • Buick Park Avenue
Auto Bild

ვიზუალურად ტიპიური ამერიკელი, ტექნიკითა და მიდგომით ოდნავ შეცვლილი. ამ ავტომობილს უკვე წინა ამძრავი ჰქონდა. გარდა ამისა, 8-ცილინდრიანზე უარი თქვეს და 3,8-ლიტრიანი V6 ძრავა ჩაუდგეს. რაც მთავარია, მისი ძრავა 300 000 კილომეტრის გავლის შემდეგაც კი ჯანმრთელი რჩებოდა.
  • Nissan 300ZX
Auto Bild

განსაკუთრებით კარგი იყო Twin Turbo-ვერსია - 283 ცხენის ძალით და მექანიკური გადაცემათა კოლოფით. ამ მანქანაში გაერთიანებულია სიმძლავრე, 90-იანი წლების შესანიშნავი დიზაინი და ყოველდღიური მოხმარებისთვის საჭირო თვისებები. თუ ეს ავტომობილი თქვენს ფარეხში დგას, ჩათვალეთ, რომ კლასიკა გყავთ.
  • Dodge Viper
Auto Bild

ამ გრანდიოზული მოდელის შექმნაში თვით კეროლ შელბი მონაწილეობდა. სწორედ მისი გადაწყვეტილება იყო 10-ცილინდრიანიც. გრანდიოზული არა მარტო 394-ცხენისძალიანი სიმძლავრეა, არამედ, პირველ რიგში ძრავის 8-ლიტრიანი მოცულობა.
  • Honda Civic Type R
Auto Bild

უფრო ხისტი, უფრო დინამიკური, უფრო სწრაფი - სამწუხაროდ, ”ჰონდა” ”სივიკის” Type R ვერსიას მხოლოდ იაპონიაში ყიდდა. 185 ცხენის ძალა 8200 ბრუნზე - ეს უმძლავრესი ჰეჩბექი GTI-ს ქილერი გახლდათ, სერიულად ჰქონდა Recaro-ს სავარძლები და Momo-ს საჭე.
  • Mercedes-Benz 500E
Auto Bild

საუკეთესო, ან არაფერი. ამ შემთხვევაში ორი საუკეთესო სამყაროს შვილი მივიღეთ, რადგან მძლავრი სედანი 500 E ”პორშესთან” თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა. 326 ცხენის ძალის წყალობით 8-ცილინდრიანი ძრავის მქონე სედანი 100 კმ/სთ-მდე 6,1 წამში ჩქარდება.
  • Hummer H1
Auto Bild

High Mobility Multipurpose Wheeled Vehicle, მოკლედ, Humvee - ეს მანქანა 1991 წელს მილიონობით ადამიანმა ტელევიზორში ნახა და მოიწონა. ერთი წლის შემდეგ კი, AM General-მა მისი ცივილური ვერსიაც გამოუშვა - ასე დაიბადა Hummer H1.
  • Jaguar XJ
Auto Bild

წინამორბედი XJ40 თავისი დებიუტის დროს, ”იაგუარის” კვალობაზე ძალიან პროგრესული იყო, 1995 წელს კი ბრიტანელები X300-ის შემთხვევაში საქმეს კიდევ უფრო ფრთხილად მიუდგნენ. ძირეულად ახლებურად შექმნილი Jaguar XJ 2003 წლიდან გამოვიდა.
  • Honda NSX
Auto Bild

80-იანი წლების მიწურუს ”ჰონდაში” გადაწყვიტეს, რომ უკვე დრო იყო, შეექმნათ მანქანა, რომელიც ამ მარკის ტექნიკურ კომპეტენციას მთელ მსოფლიოს დაუმტკიცებდა. Honda NSX-ს აირტონ სენას სული მოყვება! მის 3-ლიტრიან V6-ს 276 ცხენის ძალა აქვს.
  • BMW Z3 Coupe
Auto Bild

ბევრი მას სპორტულ ფეხსაცმელს უწოდებდა. ამ მანქანაში 321 ცხენის ძალა ღვთის წყალობაა! ეს არის ავტომობილი, რომელიც BMW-ს მოყვარულებს ძალიან უყვართ, სხვები კი - მინიმუმ აფასებენ.
  • McLaren F1
Auto Bild

370 კმ/სთ ერთ წამში 103 მეტრს ნიშნავს. 90-იანი წლების შუაში McLaren F1-ზე სწრაფი მანქანა არ არსებობდა. სუპერსპორტული ”მაკლარენის” 12-ცილინდრიანი ძრავა, რომელსაც 600 ცხენის ძალა აქვს, BMW-ს შემუშავებულია.

იხილეთ ფოტოგალერეა:
40 მანქანა, რომელიც აუცილებლად უნდა გიყვარდეს!
Auto Bild


ასევე იხილეთ:
საუკეთესო ყველგანმავალი!
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ეს მერსედესი უერთგულესი მეგობარია
Auto Bild


პატარა, მაგრამ ძალიან დიდი BMW
Auto Bild


ყველა მამაკაცის ოცნების მანქანა: ლეგენდარული მუსტანგი
Auto Bild


მერსედეს W124-ის ხარისხი:
გერმანელმა მილიონი კილომეტრი უპრობლემოდ გაიარა!

Auto Bild


ასევე იხილეთ:
რთული წარსულის მქონე ანტიკვარული
მერსედესი 6.6 მილიონ დოლარად გაიყიდა

Auto Bild


მერსედესის იშვიათი კუპე, რომლის შესახებ ბევრმა არაფერი იცის
Auto Bild


ბრეჟნევის, ლენონის და კლარკსონის ლიმუზინი
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ
ავტომობილს ახლა 56 მილიონად ყიდიან!

Auto Bild


97 წლის ბაბუმ ახალი ”ფორდ მუსტანგი” იყიდა! (+ VIDEO)
Auto Bild


გაიცანით პაჯეროს დიდი ბაბუა
Auto Bild


მერსედესს პიკაპი ადრეც ჰყავდა!
Auto Bild


ერთი მახინჯი მანქანის ამბავი: Fiat Multipla
Auto Bild


ეს ველური ბენცი სამი AMG GT-ს ფასად გაიყიდა!
Auto Bild


საუკეთესო, ან არაფერი? Mercedes S-კლასი (W 140)
Auto Bild


ბრაბუსმა 8 კლასიკური მერსედესი განაახლა
Auto Bild


აი, ასეთი ყველგანმავალი ჰყავდა მერსედესს 1906 წელს
Auto Bild


სამთვალა, რომელიც მისტერ ბინს ნერვებს უშლიდა
Auto Bild


ეს სასაცილო მანქანა წარმოუდგენელ ფასად გაიყიდა (+ VIDEO)
Auto Bild


ქალწული ბენცი
Auto Bild


60-იანი წლების ლეგენდარული კუპე:
Mercedes 250 SE Coupé

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად