ფერარის ლეგენდარული მოდელი 30 წლისაა
ფერარის ლეგენდარული მოდელი 30 წლისაა
04.08.2017
„ფერარის“ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ავტომობილს, F40-ს გამოშვებიდან 30 წელი შეუსრულდა.

მისი პირველი ეგზემპლარი მარანელოში 1987 წლის 21 ივლისს გამოუშვეს. ავტომობილი კომპანიის დაარსებიდან 40 წლის იუბილეს მიეძღვნა. დღეს ის უკვე კლასიკური ავტომობილების ელიტარული კასტის წევრი გახდა.
  • „ფერარი F40“ შუაძრავიანი, უკანაამძრავიანი სუპერავტომობილია, რომლის წარმოებაც მხოლოდ ხუთი წელი გაგრძელდა.
თუმცა, სარბოლო LM და GTE ვერსიების გამოშვება (შესაბამისად) 1994 და 1996 წლებამდე გაგრძელდა.

Auto Bild

ავტომობილი აღჭურვილია 3.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც წყვილი ტურბო კომპრესორის დახმარებით, 478 ცხენის ძალას ავითარებს. ეს აგრეგატი მოდელ „288 GTO ევოლუციონეს“ ძრავის გაუმჯობესებული
ვარიანტია. მისი მეშვეობით, F40 გახდა მარანელოელთა პირველი საგზაო ავტომობილი, რომლის სიჩქარეც 320 კმ/სთ-ზე მეტი იყო. „ფერარის“ სპეციალური პროექტების შეფი ერმანო ბონფიჯოლი ამბობს, რომ ამის მიღწევაში ინჟინრებს არაერთი სიახლის დანერგვა დაეხმარა.

„ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება ძრავის წონის შემცირებას დავუთმეთ. ამაში მაგნიუმის შენადნობების ინტენსიური გამოყენება დაგვეხმარა. ამ მასალით ზეთის კარტერი, ცილინდრების თავის ხუფი და შემშვები კოლექტორი, ასევე გადაცემათა კოლოფის სამაგრები დავამზადეთ. მაგნიუმის შენადნობი ალუმინისაზე დაახლოებით ხუთჯერ მეტი ღირდა და მანამდე ეს მასალა ამ რაოდენობით საგზაო ავტომობილებზე არავის გამოუყენებია“, - ყვება ბონფიჯოლი.

Auto Bild

„პინინფარინას“ ყოფილი დიზაინერი ლეონარდო ფიორავანტი ამბობს, რომ
F40-ის სტილი, ავტომობილის გამორჩეული ტექნიკური აღჭურვილობის გარეგნული ასახვაა. ის აერთიანებს სიჩქარეს და უსაზღვრო შესაძლებლობებს.

Auto Bild

ტესტმრბოლი დარიო ბენუცი კი დასძენს, რომ პირველი პროტოტიპები ძნელი სამართავი იყო: „მძლავრი ძრავის მოსათვინიერებლად, მანქანა თითქმის ყველა ასპექტში გადასაკეთებელი გახდა. ამას კი უამრავი ტესტი დასჭირდა. საჭირო იყო როგორც ტურბოკომპრესორების, ასევე მუხრუჭების, საკიდარის, საბურავების და სხვა კვანძების სრულყოფა. საბოლოო პროდუქტი, შესანიშნავი აეროდინამიკით და მაღალ სიჩქარეზე სტაბილურობით იყო გამორჩეული. და ეს იმ დროს, როცა არც საჭეს და არც მუხრუჭებს, გამაძლიერებელი არ ჰქონდა და არც ელექტრონული დამხმარე სისტემები არსებობდა. ავტომობილის მართვა მძღოლის ოსტატობას და გამოცდილებას მოითხოვდა. საჭის მექანიზმი ზუსტი იყო, მანქანას გზა კარგად ეჭირა, მძლავრი მუხრუჭები სწრაფ შენელებას უზრუნველყოფდა. ამ ყველაფერთან ერთად, ძრავის სიმძლავრე, საგზაო ავტომობილს შეუდარებელ აჩქარებას ანიჭებდა“.

იხილეთ ფოტოგალერეა
Ferrari F40-ის დეტალური ფოტოები
Auto BildAuto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
განსაკუთრებული ექსპონატი მერსედესის მუზეუმიდან
ბენცი, რომელიც სიჩქარის რეკორდისთვის შეიქმნა

Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
სპორტული ავტომობილი ისრაელიდან,
რომლის შესახებ ბევრმა არაფერი იცის

Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
გავიხსენოთ 90-იანი წლები
როცა საქართველოში მერსედესი ან BMW ფუფუნება იყო

Auto Bild


იხილეთ ფოტოგალერეა:
40 მანქანა, რომელიც აუცილებლად უნდა გიყვარდეს!
Auto Bild


ასევე იხილეთ:
საუკეთესო ყველგანმავალი!
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ეს მერსედესი უერთგულესი მეგობარია
Auto Bild


პატარა, მაგრამ ძალიან დიდი BMW
Auto Bild


ყველა მამაკაცის ოცნების მანქანა: ლეგენდარული მუსტანგი
Auto Bild


მერსედეს W124-ის ხარისხი:
გერმანელმა მილიონი კილომეტრი უპრობლემოდ გაიარა!

Auto Bild


ასევე იხილეთ:
რთული წარსულის მქონე ანტიკვარული
მერსედესი 6.6 მილიონ დოლარად გაიყიდა

Auto Bild


მერსედესის იშვიათი კუპე, რომლის შესახებ ბევრმა არაფერი იცის
Auto Bild


ბრეჟნევის, ლენონის და კლარკსონის ლიმუზინი
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ
ავტომობილს ახლა 56 მილიონად ყიდიან!

Auto Bild


97 წლის ბაბუმ ახალი ”ფორდ მუსტანგი” იყიდა! (+ VIDEO)
Auto Bild


გაიცანით პაჯეროს დიდი ბაბუა
Auto Bild


მერსედესს პიკაპი ადრეც ჰყავდა!
Auto Bild


ერთი მახინჯი მანქანის ამბავი: Fiat Multipla
Auto Bild


ეს ველური ბენცი სამი AMG GT-ს ფასად გაიყიდა!
Auto Bild


საუკეთესო, ან არაფერი? Mercedes S-კლასი (W 140)
Auto Bild


ბრაბუსმა 8 კლასიკური მერსედესი განაახლა
Auto Bild


აი, ასეთი ყველგანმავალი ჰყავდა მერსედესს 1906 წელს
Auto Bild


სამთვალა, რომელიც მისტერ ბინს ნერვებს უშლიდა
Auto Bild


ეს სასაცილო მანქანა წარმოუდგენელ ფასად გაიყიდა (+ VIDEO)
Auto Bild


ქალწული ბენცი
Auto Bild


60-იანი წლების ლეგენდარული კუპე:
Mercedes 250 SE Coupé

Auto Bild

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად