ყველაზე უცნაური მანქანა, რომლის შესახებ ალბათ არაფერი იცოდით
ყველაზე უცნაური მანქანა, რომლის შესახებ ალბათ არაფერი იცოდით
04.01.2018
ატელიე „იტალდიზაინს“ არაერთი ცნობილი ავტომობილის დიზაინი შეუმუშავებია. მათ შორისაა „მაზერატი ბორა“, „ფოლკსვაგენის“ პირველი „გოლფი“ და, რა თქმა უნდა, Delorean-ის ცნობილი DMC12, რომელმაც სახელი ფილმში „უკან მომავალში“ მონაწილეობით გაითქვა. მაგრამ ატელიეს ბევრი ისეთი პროექტიც აქვს შემუშავებული, რომლებმაც საბოლოოდ თაროზე დაასრულეს არსებობა. სახელდობრ, ეს:

Auto Bild

მათ შორისაა კონცეპტუალური ავტომობილი „იტალდზაინ კაპსულა“, რომელიც 1982 წელს შეიქმნა. ეს არის საქალაქო ავტომობილის პროტოტიპი, რომელსაც კაბინის დიდრონი შუშები და გამოკვეთილი, ერთგვარად საერთო სტილიდან ამოვარდნილი წინა ნაწილი გამოარჩევს. მისი მთავარი ღირსება კი ისაა, რომ სალონში დიდი სივრცე აქვს.
და ეს იმის მიუხედავად, რომ ავტომობილის სიგრძე, სულ რაღაც, 3 700 მილიმეტრია. იქ ხუთი ადამიანი კომფორტულად თავსდება, საბარგულს კი უჩვეულო ადგილი - სალონის ქვეშ არსებული სივრცე მიუჩინეს.

Auto Bild

„კაპსულას“ წონა სულ რაღაც 950 კილოგრამია. მის გადაადგილებას „ალფა რომეოს“ წარმოების ოპოზიტური ძრავი უზრუნველყოფს, რომლის სიმძლავრეც 107 ცხენის ძალაა. ეს კი მხოლოდ იმისთვის არის საკმარისი, რომ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 170 კმ/სთ იყოს.

Auto Bild

„კაპსულას“ კიდევ ერთი საინტერესო თავისებურება ისაა, რომ მას მოსახსნელი ძარა აქვს. უფრო მეტიც, ჰიპოთეტური მყიდველის სურვილის შემთხვევაში, შასიზე სხვადასხვა ტიპის ძარები იდგმება. პლატფორმა მოდულურია, რასაც მაშინ
წარმოებაში არავინ იყენებდა. წუთები იყო საკმრისი იმისათვის, რომ სამგზავრო ავტომობილი, ნახევრად სატვირთო პიკაპად, ან ფურგონად, ან თუნდაც სამედიცინო დახმარების ავტომობილად გადაკეთებულიყო.

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად