იშვიათი და ელეგანტური მანქანა გსურთ? რას იტყვით ამ ”მაზერატიზე”?
იშვიათი და ელეგანტური მანქანა გსურთ? რას იტყვით ამ ”მაზერატიზე”?
07.12.2016
მეორადი ავტომობილის შეძენა გსურთ და ისეთი მანქანა გინდათ, რომელიც განსაკუთრებული, ელეგანტური და იშვიათია? ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ Maserati Quattroporte-ს მეხუთე თაობაზე. AUTO BILD გაგაცნობთ ამ იტალიელს და რამდენიმე საიდუმლო რჩევასაც მოგცემთ.

Auto Bild

როდესაც Maserati Quattroporte-ზე ვსაუბრობთ (მნიშვნელობა არა აქვს, რომელი თაობის მოდელი იქნება), სამი რამ გარანტირებულია: ეს იტალიური ლუქს-სედანი საკმაოდ იშვიათი ავტომობილია, გამოირჩევა სიმძლავრით და არაჩვეულებრივი დიზაინით.

Auto Bild

განსაკუთრებით ლამაზია მეხუთე თაობის Quattroporte, რომელიც 2002-დან 2012 წლამდე იწარმოებოდა (Tipo M139). რაც ყველაზე მთავარია, იტალიელებმა ამ თაობის Quattroporte-ში უარი თქვეს იმ პრობლემურ
ტურბინიან V6 და V8 ძრავებზე, რომლებიც წინა თაობის წარმომადგენელს ჰქონდა და ამ მოდელის გრძელი კაპოტის ქვეშ ”ფერარის” პროფესიონალთა მიერ შექმნილი 8-ცილინდრიანი ატმოსფერული აგრეგატი ძგერს, რომელიც საკმაოდ გამძლე და სანდო ძრავა გამოდგა. თანაც, 4,2-ლიტრიან ვერსიას 400 ცხენის ძალა აქვს.

Auto Bild

ავტომობილი სიგრძეში 5,05 მეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ადგილი მთლად სარბოლო ტრეკზე არ არის, მაგრამ მისი სავალი ნაწილი ისეა მოწყობილი (უკანა ამძრავი), რომ Quattroporte უაღრესად მანევრული და სპორტული სედანი გამოვიდა. ერთი ეგაა, რომ სამწუხაროდ, მოდენელებმა გადაცემათა კოლოფის შემთხვევაში სპორტულობის თვალსაზრისით გადააჭარბეს და DuoSelect-ად წოდებული სეკვენციური (თანმიმდევრული)
მექანიკური კოლოფი გადაცემებს იმდენად ბრახიალურად რთავს, რომ გადაბმულობა ზედმეტად სწრაფად იცვითება.

Auto Bild

ამდენად, უმჯობესია, რომ DuoSelect-ზე უარი თქვათ, ცოტა მეტი გადაიხადოთ და ავტომატური გადაცემათა კოლოფით იყიდოთ, რომელიც ZF-ის მიერაა შექმნილი - ეს კოლოფი გაცილებით უპრობლემოცაა და ამ ელეგანტურ სპორტულ სედანს უფრო ესადაგება.

Auto Bild

იდეალურად მოვლილი, სრულყოფილად შენახული ეგზემპლარები სეკვენციური კოლოფით მინიმუმ 15 000 ევრო ღირს, მოგვიანებით გამოსული ვერსიები კი, ZF-ის ავტომატიკით, უფრო ძვირია. კიდევ უფრო იშვიათი GT-S ვერსები კი - კიდევ უფრო ძვირი. რაც მთავარია, თუ მართლაც კარგად მოვლილ ეგზემპლარს შეიძენთ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ - ამ მანქანას ფასი ფაქტობრივად აღარ დააკლდება. პირიქით, დროთა განმავლობაში ფასი მხოლოდ მოემატება.

Auto Bild

პირველ რიგში უნდა დარწმუნდეთ, რომ სასურველ ეგზემპლარს მხოლოდ ”მაზერატის” აკრედიტებულ ცენტრში უტარდებოდა სერვისი. გამყიდველმა კი აუცილებლად უნდა წარმოადგინოს სერვისის წიგნი, იდეალურ შემთხვევაში სრული ხარჯთაღრიცხვით - ეს აუცილებელია იმისათვის, რომ საოცნებო ავტომობილის შენახვა მომავალში ჯოჯოხეთად არ გექცეთ...
ლარს ბუზემანი

Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:
რამდენად სანდო და გამძლეა X6-ის პირველი თაობა?
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ღირს თუ არა ამ ჯიპის ყიდვა?
Auto Bild


საუკეთესო, ან არაფერი? Mercedes S-კლასი (W 140)
Auto Bild


ასევე იხილეთ:
რომელი მანქანების შენახვა ჯდება ყველაზე იაფი?
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ერთ-ერთი ყველაზე უნაკლო მერსედესი
Auto Bild


ამ ჰიბრიდს შეგიძლიათ თამამად ენდოთ!
Auto Bild


მანქანა, რომლის შეძენას არ ინანებთ: Honda CR-V
Auto Bild


მანქანა მარადისობისთვის (+VIDEO)
Auto Bild


რას უნდა მივაქციოთ ყურადღება Mercedes GLK-ს შეძენისას?
Auto Bild


Mercedes GLK 100 000-კილომეტრიანი ტესტის შემდეგ (+VIDEO)
Auto Bild
\

ფრთხილად ამ მანქანებთან!
Auto Bild


როგორი მანქანაა 10 წლის E-კლასი?
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
რა რჩება მანქანისგან 19 წლის შემდეგ? (+ VIDEO)
Auto Bild


მილიონერი BMW, რომელიც დავშალეთ
და ყველა დეტალი შევამოწმეთ!

Auto Bild


რამდენად გამძლეა Volvo XC90?
Auto Bild


ნაღდი ამერიკელი თავისი პლუსებით და მინუსებით
Auto Bild


ვარგა ეს ჰამერი?
Auto Bild


რატომაა ის ასეთი იაფი?
Auto Bild

ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Toyota RAV 4
Auto Bild

ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Honda CR-V
Auto Bild

რჩევები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს

Auto Bild

უცხოეთის ქვეყნების უცნაური საგზაო წესები
Auto Bild


როდის და როგორ უნდა გამოიყენოს მძღოლმა მუხრუჭი
Auto Bild


რა უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა გასწრების დროს?
Auto Bild


ასე უნდა გადაუღოთ ფოტოები გასაყიდ ავტომობილს
Auto Bild


რა უნდა შევუმოწმოთ მანქანას შორ გზაზე წასვლის წინ
Auto Bild


მანქანის ჩუსტებით, ”შლოპანცებით”
ან ფეხშიშველი მართვა ცუდი იდეაა!

Auto Bild


საბურავი არ გაპატიებთ!
Auto Bild


ნუ დაიხშობთ ყურებს საჭესთან!
Auto Bild


8 წესი ავტომობილის ჯანმრთელობისთვის
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად