ასე უნდა გადაუღოთ ფოტოები გასაყიდ ავტომობილს
ასე უნდა გადაუღოთ ფოტოები გასაყიდ ავტომობილს
11.04.2018
ვიზუალური შთაბეჭდილება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მეორადი ავტომობილების შემთხვევაში კი ყველაზე მთავარი რამაა - განცხადებაში მეტყველი ფოტოების განთავსება ინტერესს გააორმაგებს. ასე განსაჯეთ, თვით ამინდსაც კი აქვს მნიშვნელობა! არ გირჩევთ ფოტოების გადაღებას როგორც წვიმიან ამინდში, ასევე მზის ბრწყინვალე შუქზეც, რადგან საღებავი და შუშა მზეში მძლავრად ირეკლება.

ფოტოსესიისთვის ყველაზე ოპტიმალური მსუბუქად ღრუბლიანი ამინდია. ნეიტრალური ადგილი უნდა შეარჩიოთ, რათა ფოტოზე მხოლოდ ავტომობილმა მიიქციოს ყურადღება. აუცილებლად უნდა გადაიღოთ ყველა ის დეტალი, რაც გასაყიდი ავტომობილის პლუსად შეიძლება ჩაითვალოს.

გარედან

უკანა პლანზე მშვიდი და არაგამომწვევი გარემო უნდა
იყოს, ახალგარეცხილი მანქანა კი კადრში მთლიანად უნდა ჩასვათ! გადაუღეთ ოდნავ გვერდიდან და წინა საბურავები აუცილებლად იმ მხარის საპირისპირო მიმართულებით უნდა იყოს მიტრიალებული, რომელი მხრიდანაც ფოტოს იღებთ. არ გადაიღოთ შორიდან და არ გამოჩნდეს კადრში სხვა ავტომობილი.

Auto Bild
Auto Bild

სალონი

სალონი სწორედ ისე უნდა იყოს გადაღებული, როგორც ზემოთ განთავსებულ ფოტოზე: ამ ფოტოს ყურებისას დაინტერესებული პიროვნება ფაქტობრივად საჭესთან ზის! სრულყოფილად ხედავს სუფთა კოკპიტს, ცენტრალურ კონსოლს და გადაცემათა კოლოფის ბერკეტის თავს. საჭე გასწორებული უნდა იყოს, გადამრთველები - სიმეტრიულად, ერთ პოზიციაში. დააყენეთ მანქანა თეთრი კედლის წინ, თუ დაგჭირდათ, ამოაძრეთ მძღოლის სავარძლის თავის
მისაყრდნობი და გადაიღეთ უკანა სავარძლიდან.
Auto Bild
Auto Bild

ძრავა

ძრავა ავტომობილის გული და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი დეტალია. შესაბამისად, ფოტოზე სრულყოფილად უნდა ჩანდეს, რა ხდება კაპოტქვეშ. უმჯობესია, ფოტო ზემოდან გადაიღოთ - მაგალითად, მიიდგით სკამი. გადაიღეთ ახლო ხედით და შეეცადეთ, არ ჩამოეჭრას არცერთი სანტიმეტრი.
Auto Bild
Auto Bild

დეტალები

მოხდენილი დეტალები ახლოდან და დიდი რაკურსით უნდა გადაიღოთ, რათა პოტენციურმა მყიდველმა კარგად დაინახოს ყველაფერი ის, რითიც ავტომობილი თავს იწონებს. თუ დისკებს იღებთ, გადაუღეთ წინა ხიდის რომელიმე მხარეს, ოღონდ, ოდნავ შეატრიალეთ. სასურველი დეტალი ყოველთვის თავიდან ბოლომდე უნდა ჩანდეს. არ გადაიღოთ ზემოდან!
Auto Bild
Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:

რა უნდა შევუმოწმოთ მანქანას შორ გზაზე წასვლის წინ
Auto Bild


მანქანის ჩუსტებით, ”შლოპანცებით”
ან ფეხშიშველი მართვა ცუდი იდეაა!

Auto Bild


საბურავი არ გაპატიებთ!
Auto Bild


ნუ დაიხშობთ ყურებს საჭესთან!
Auto Bild


8 წესი ავტომობილის ჯანმრთელობისთვის
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად