ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Honda CR-V
ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Honda CR-V
11.02.2014
უგზოობის ავტომობილის შეძენა გსურთ და ბევრი ფული არ გაქვთ? აი, რამდენიმე მოძველებული კომპაქტური ქროსოვერი, რომელთა ფასი მაქსიმუმ 4000 ევროა
იაპონელი კლასიკური იაპონური ხარისხით

”ჰონდას” პირველი SUV (Typ RD1, 1997–2002) თითქმის სამაგალითო სანდოობითა და გამძლეობით გამოირჩევა. ამ მოდელს ხშირად სერიოზული პრობლემები 200 000 კილომეტრის გავლის შემდეგაც კი არ უჩნდება. გამონაკლისია შემთხვევები, როცა CR-V-ს ამ თაობას ცუდად უვლიდნენ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ კბილანა ღვედის გამოცვლის ინტერვალებს. სხვამხრივ, Typ RD1-ის შემთხვევაში მიიღებთ ბენზინის ორლიტრიან ძრავას 128 ან 147 ცხენის ძალით (იწარმოებო
და 1999 წლიდან) და ეს ეგზემპლარი ძალიან გამძლეა. CR-V-ს შემთხვევაში იშვიათია როგორც ზეთის დიდი რაოდენობით დაკლება, ისე წყლის დაკარგვაც. მანქანა საკმაოდ კარგადაა დაცული ჟანგისგანაც. კოროზიის პრობლემა მხოლოდ მაშინ აწუხებს, როცა მუდმივად უგზოობაზე ატარებდნენ ან ცუდად უვლიდნენ. უგზოობაზე ხშირ მართვას მრავალდისკური გადაბმულობის პრობლემებიც თან სდევს. ყიდვამდე აუცილებლად გატესტეთ და ხმებს დააკვირდით.

ტექნიკური მონაცემები

ძრავის მოცულობა - 1973 სმ3
ბრუნის მომენტი - 182 ნმ/4500
სიმძლავრე - 108 კვ/147 ცხ. ძ.
მაქს. სიჩქარე - 177 კმ/სთ
0–100 კმ/სთ - 10,7 წმ
საწვავის ხარჯი - 10,4 ლ /100 კმ

შეფასება: 4 (5-
დან)

დასკვნა
პირველი თაობის CR-V ძალიან სანდო და გამძლე ტიპია, მაგრამ სრული ამძრაობის მრავალდისკური გადაბმულობა ძალიან ცუდ გზებს რთულად იტანს. თუმცა ამ პრობლემის შემჩნევა ადვილია - უცნაურ ხმებს აუცილებლად გაიგონებთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Toyota RAV 4
Fatal error: require_once(): Cannot redeclare class shortener in /var/www/html/www.autobild.ge/templates/default/html/com_content/article/default.php on line 406