როცა ნასვამ მგზავრებს ნასვამი მძღოლების თანაბრად აჯარიმებენ - უცნაური საგზაო წესები
როცა ნასვამ მგზავრებს ნასვამი მძღოლების თანაბრად აჯარიმებენ - უცნაური საგზაო წესები
29.05.2017
სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა უცნაური საგზაო წესები მოქმედებს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს წიგნიდან ”ავტომრჩეველი - ის, რაც ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს”.

► ალასკაში აკრძალულია მგზავრობა სახურავზე შემოსმული ძაღლით

► ტენესის შტატში, რომელიც ყველა მხრიდან ხმელეთით არის მოცული, აკრძალულია მოძრავი მანქანიდან ვეშაპისთვის სროლა

► თუ თქვენ ატარებთ მხედველობის მაკორექტირებელ სათვალეს, მაშინ ესპანეთში მგზავრობისას აუცილებლად უნდა იქონიოთ თან სათადარიგო.

► კვიპროსში აკრძალულია საჭესთან საკვების მირთმევა და რაიმეს დალევა. წყლისაც კი!

► თუ ქვეითს ტალახიანი წყალი შეესხა, იაპონიაში მძღოლს აჯარიმებენ.

► საუდის არაბეთში ქალებს ეკრძალებათ
ავტომანქანის მართვა ( გამონაკლისია კერძო გზები).

► ბრაზილიაში, საგზაო შემთხვევის ყველა მონაწილე გადის ალკოტესტს (იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული გარდაიცვალა, მასაც უტარდება ალკოტესტი).

► იტალიაში სავალდებულოა კატების და ძაღლების ტრანსპორტირებისას მათი ღვედით დამაგრება.

► ავსტრიაში შესაძლოა დაგაჯარიმონ სიჩქარის გადაჭარბებისათვის მხოლოდ იმიტომ, რომ ასე მოეჩვენა პატრული-ინსპექტორს. დიახ, ყოველგვარი რადარის გარეშე.

► ჩინეთში მძღოლებს ეკრძალებათ გააჩერონ მანქანა და გაატარონ ქვეითად მოსიარულე, ხოლო ეს უკანასკნელი ვალდებულია გადაირბინოს გზა მოძრაობის შეუფერხებლად.

► ორეგონის შტატში აკრძალულია ავტომანქანის კარის ღიად დატოვება იმაზე დიდხანს, ,,ვიდრე ეს საჭიროა’’.

► როდ აილენდში კანონი ავალდებულებს მძღოლებს
მიესალმონ შემხვედრი ავტომანქანების მძღოლებს.

► ვირჯინიაში ნასვამ მგზავრებს ნასვამი მძღოლების თანაბრად აჯარიმებენ.

► ინდიანაში აკრძალულია ავტომანქანის კვირა დღეს გაყიდვა.

► კანზასში აკრძალულია ავტომანქანის დაძვრისას კვალის დატოვება, სასჯელი საკმაოდ მკაცრია, 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

► ნიუ ჯერსიში აკრძალულია პატრულ-ინსპექტორთან მოღუშული სახით საუბარი.

► შვეიცარიაში აკრძალულია მანქანის კვირას გარეცხვა.

► გერმანიაში, უცენზურო ჟესტის გამოყენება 500 დან 3000 ევრომდე ჯარიმით ისჯება.

► გერმანიაში ავტობანზე საწვავის გარეშე დარჩენა სოლიდურ ჯარიმას ითვალისწინებს.

► დანიაში ავტომანქანის დაძვრამდე სავალდებულოა დაათვალიეროთ, ხომ არ იმალებიან მის ქვეშ ცხოველები ან ბავშვები.

ავტორი: გოგა გაგნიძე

ასევე იხილეთ:
როდის და როგორ უნდა გამოიყენოს მძღოლმა მუხრუჭი
Auto Bild


რა უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა გასწრების დროს?
Auto Bild


ასე უნდა გადაუღოთ ფოტოები გასაყიდ ავტომობილს
Auto Bild


რა უნდა შევუმოწმოთ მანქანას შორ გზაზე წასვლის წინ
Auto Bild


მანქანის ჩუსტებით, ”შლოპანცებით”
ან ფეხშიშველი მართვა ცუდი იდეაა!

Auto Bild


საბურავი არ გაპატიებთ!
Auto Bild


ნუ დაიხშობთ ყურებს საჭესთან!
Auto Bild


8 წესი ავტომობილის ჯანმრთელობისთვის
Auto Bild


ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად