რამდენად სანდო და გამძლეა X6-ის პირველი თაობა?
რამდენად სანდო და გამძლეა X6-ის პირველი თაობა?
21.09.2016
2007 წელს, როცა BMW-მ X6 წარმოადგინა, საავტომობილო მსოფლიო გაოცებული იყო, კონკურენტებს კი - ენა ჩაუვარდათ. დღესდღეობით ეს SUV-კუპე მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამაოდ დაფასებულია. ჩვენ გეტყვით, რამდენად გამძლე და სანდო გამოდგა BMW X6-ის პირველი თაობა (E71)

Auto Bild

მსოფლიოს საავტომობილო ბაზარზე ახალი სტანდარტების დამკვიდრება BMW-ს ყოველთვის კარგად გამოსდიოდა. 8-ცილინდრიანი ძრავები მეორე მსოფლიოს ომის შემდგომ გერმანიაში, ორკარიანი სპორტული სედანები, ელექტრომობილები სერიულად შექმნილი კარბონის ძარით, აღარაფერს ვამბობთ დიზაინერულ ინოვაციებზე - ფაქტი ის არის, მიუნხენელებს ყოველთვის ახასიათებდათ სხვებზე მეტი სითამამე.

Auto Bild

2007 წელს წარმოდგენილი X6-იც BMW-ს ყველა
დროის ერთ-ერთი ყველაზე თამამი გადაწყვეტილებაა. თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ დახრილსახურავიანი კუპე ოთხი კარით, რომელიც იდენტური ბაზის მქონე X5-ის ტექნიკურ პლატფორმაზე აეწყო, ბავარიული ავტომწარმოებლისთვის, ინვესტიციის თვალსაზრისით, არცისე დიდი რისკი იყო. მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან თამამია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქმნი ნაკლებად პრაგმატულ და პრაქტიკულ კუპეს, უფრო სწორად SUV-კუპეს იმ სეგმენტში, სადაც ავტომობილის გამოყენებადობა ერთ-ერთი ნომერ პირველი კრიტერიუმია. საქმე ისაა, რომ SUV, ანუ, Sport Utility Vehicle სინამდვილეში ”სპორტულ ავტომობილს” კი არ ნიშნავს, როგორც ამას დღეს დილეტანტი თარჯიმნები გვეუბნებიან, არამედ, ისეთ ავტომობილს, რომელიც მის მფლობელს სპორტული თვალსაზრისითაც
გამოადგება, ოღონდ მთავარი მაინც ქალაქგარეთ გასვლა ან სათევზაოდ წასვლა, მისაბმელით ნავის წაღებაა და ა.შ.

Auto Bild

შესაბამისად, ცხადია, რომ X6 ასეთი საქმიანობებისთვის, თავისი კუპესებრ ვარდნადი სახურავის გამო, გაცილებით ნაკლებად გამოსადეგია, ვიდრე, მაგალითად, იგივე X5. მაგრამ მიუხედავად ამისა, X6, პრაქტიკული თვალსაზრისით, ნამდვილად არ არის ისეთი გამოუსადეგარი, როგორც ამას მისი ბევრი კრიტიკოსი ამტკიცებს. საქმე ისაა, რომ მასაც შეუძლია 3,5 ტონამდე ტვირთის წათრევა; მასაც აქვს საკმაოდ კარგი, 220-მილიმეტრიანი კლირენსი და მასაც აქვს ამ კლასის ავტომობილისთვის ასე საჭირო სრული ამძრაობა. და რაც უნდა ითქვას, სალონის უკანა ნაწილში ორი ზრდასრული მგზავრი ღრმად, მაგრამ რეალურად ნორმალურად თავსდება. სხვა საქმეა, რომ BMW ამ ავტომობილის სალონის უკანა ნაწილში სამი მგზავრის ადგილს მხოლოდ 2011 წლიდან გვთავაზობს, მანამდე კი X6 სუფთა 4-ადგილიანი SUV-კუპე იყო.

Auto Bild

ასე რომ, თუ უკანა სავარძელზე მგზავრები მუდმივად არ გყავთ, X6-ის ტევადობა ნამდვილად დაგაკმაყოფილებთ. ყოველდღიურობისთვის სერიოზული მინუსია ის, რომ უკან ხილვადობა მნიშვნელოვნადაა შეზღუდული. ამიტომაც იყო, რომ BMW-მ, X5-ისგან განსხვავებით, X6-ს უკანა პარკინგ-სენსორები სერიულ კომპლექტაციაში ჩაუდო. უკანა ხედვის კამერა კი მაინც დამატებით ოფციად დატოვა და უნდა ითქვას, რომ კამერა ჯობია.

Auto BildAuto Bild

BMW X6-ის პირველ თაობაში დრამატულ სისუსტეებს ტყუილად მოძებნით. ამ თვალსაზრისით, პრაქტიკულად X6-საც ეხება ის ყველაფერი, რაც X5-ის შესახებ იცით: X6 საკმაოდ გამძლე და სანდო ავტომობილი გამოდგა. ამ ავტომობილით თვით ის მფლობელებიც კმაყოფილები არიან, რომლებიც ბევრს დადიან. ოღონდ, ასეთები თითქმის ყოველთვის 3-ლიტრიან ტურბოდიზელს ირჩევენ ხოლმე, რომელიც ერთი (30d), ორი (35d/40d) ან სულაც სამი ტურბოდამბერით (M50d) იწარმოება.

Auto Bild

ცხადია, ფიქსირდება ისეთი შემთხვევებიც, როცა ამძრავი ჯაჭვი წყდება, ანაც ტურბოდამბერი კვდება, მაგრამ ასეთი შემთხვევები, გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობასთან შედარებით, რეალურად ძალიან მცირეა. AUTO BILD-ის მასშტაბური გამოკითხვების შედეგად ჩანს, რომ ძრავის სერიოზული პრობლემა X6-ის მფლობელების 3 პროცენტზე ნაკლებს შეექმნა და უამრავმა ეგზემპლარმა 200 000-ზე მეტი კილომეტრი ძრავის ყოველგვარი პრობლემების გარეშე გაიარა.

Auto Bild

წინა დაკიდების და ზოგადად სავალი ნაწილის პრობლემებს მფლობელების მხოლოდ 15 პროცენტი უჩიოდა. სამაგიეროდ, მოსალოდნელზე ხშირია ღერძის სახსრების და მოხვევის სისტემის საბრუნი მუშტის ცვეთა უკვე 70 000 კილომეტრის გავლის შემდეგ - ანუ, საკმაოდ ადრე. როდესაც მეორად X6-ს ყიდულობთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ავტომობილს გერმანული ტექ-დათვალიერება (TUV) ახლო წარსულში ჰქონდეს გავლილი, რაც იმის დასტური იქნება, რომ ამ კონკრეტულ ეგზემპლარს ეს პრობლემები არ აქვს. ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზეც, რომ X6-ს ხშირად უყენებენ ხოლმე განიერ დისკებს, რითაც სახსრებზე ზეწოლა იზრდება. და საერთოდაც: X6 მგრძნობიარედ რეაგირებს არაქარხნულ დისკებზე. X6-ის მფლობელები ჩვენთან მიმოწერაში ხშირად წუწუნებენ იმაზეც, რომ სადაზღვეო კომპანიამ მათი ავტომობილი ზედმეტად მაღალ ფასად დააზღვია.

Auto Bild

X6-ის მფლობელები უმეტესად BMW-ს ერთგული მოყვარულები არიან და ნახევარზე მეტს მანამდეც BMW ჰყავდა და ორ მესამედზე მეტი ამბობს, რომ მომავალშიც BMW-ს შეიძენს. მათგან მხოლოდ ნახევარი აცხადებს, რომ მეორე თაობის X6-ზე გადაჯდება, დანარჩენებს კი უფრო პატარა, მაგრამ იდენტური ფორმის X4 აინტერესებს. ეს უკანასნელიც SUV-კუპეა - ოღონდ, X3-ის ბაზაზეა შექმნილი. ხოლო კითხვაზე, რას შეიძენენ, თუკი BMW-ზე საერთოდ უარს იტყვიან, მათი პასუხი უმეტესად ასეთია: Porsche Macan-ს, ან Porsche Cayenne-ს.

Auto Bild

დასკვნა
BMW X6-ის პირველი თაობა იმაზე გამძლე, სანდო და ხარისხიანია, ვიდრე მოველოდით. ამავდროულად, არც ისეთი არაპრაქტიკულია, როგორც ბევრი ფიქრობს. ამ მოდელს გერმანიაში ყველაზე ხშირად იპარავენ და, სამწუხაროდ, X6-ით ხშირად ყვებიან ავარიებში. მის ტექნიკას დრამატული სისუსტეები არ ახასიათებს. ფასი კი მდგრადობას ინარჩუნებს, რადგან X6-ზე დიდი მოთხოვნაა. უფრთხილდით მანიპულაციებს - X6 ერთ-ერთი ლიდერია იმ ავტომობილების სიაში, რომლებსაც ყველაზე ხშირად უყრიან გარბენს.
მარტინ ბრაუნი

Auto Bild
BMW X6-ის ერთ-ერთი უმთავრესი ალტერნატივა მეორადების ბაზარზე არის Porsche Cayenne. პირველი თაობის დიზელს (2010 წლამდე, 3.0-V6, 240 ცხენის ძალა) გერმანიაში ისეთივე ფასი აქვს, როგორიც X6 30d-ს 245 ცხენის ძალით.


Auto Bild
გაგეცინათ? დიახ, ეს არის SsangYong Actyon. ვიცით, რომ BMW-ში ამის მოსმენა არ უყვართ, მაგრამ ეს კორეული ავტომობილი დიზელის 2-ლიტრიანი ძრავით (141 ცხენის ძალა) პირველი 4-კარიანი SUV-კუპე იყო, რომელიც ევროპაში გამოჩნდა (2006-2010).

ასევე იხილეთ:
ღირს თუ არა ამ ჯიპის ყიდვა?
Auto Bild


საუკეთესო, ან არაფერი? Mercedes S-კლასი (W 140)
Auto Bild


ასევე იხილეთ:
რომელი მანქანების შენახვა ჯდება ყველაზე იაფი?
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ერთ-ერთი ყველაზე უნაკლო მერსედესი
Auto Bild


ამ ჰიბრიდს შეგიძლიათ თამამად ენდოთ!
Auto Bild


მანქანა, რომლის შეძენას არ ინანებთ: Honda CR-V
Auto Bild


მანქანა მარადისობისთვის (+VIDEO)
Auto Bild


რას უნდა მივაქციოთ ყურადღება Mercedes GLK-ს შეძენისას?
Auto Bild


Mercedes GLK 100 000-კილომეტრიანი ტესტის შემდეგ (+VIDEO)
Auto Bild
\

ფრთხილად ამ მანქანებთან!
Auto Bild


როგორი მანქანაა 10 წლის E-კლასი?
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
რა რჩება მანქანისგან 19 წლის შემდეგ? (+ VIDEO)
Auto Bild


მილიონერი BMW, რომელიც დავშალეთ
და ყველა დეტალი შევამოწმეთ!

Auto Bild


რამდენად გამძლეა Volvo XC90?
Auto Bild


ნაღდი ამერიკელი თავისი პლუსებით და მინუსებით
Auto Bild


ვარგა ეს ჰამერი?
Auto Bild


რატომაა ის ასეთი იაფი?
Auto Bild

ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Toyota RAV 4
Auto Bild

ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Honda CR-V
Auto Bild

რჩევები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს

Auto Bild

უცხოეთის ქვეყნების უცნაური საგზაო წესები
Auto Bild


როდის და როგორ უნდა გამოიყენოს მძღოლმა მუხრუჭი
Auto Bild


რა უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა გასწრების დროს?
Auto Bild


ასე უნდა გადაუღოთ ფოტოები გასაყიდ ავტომობილს
Auto Bild


რა უნდა შევუმოწმოთ მანქანას შორ გზაზე წასვლის წინ
Auto Bild


მანქანის ჩუსტებით, ”შლოპანცებით”
ან ფეხშიშველი მართვა ცუდი იდეაა!

Auto Bild


საბურავი არ გაპატიებთ!
Auto Bild


ნუ დაიხშობთ ყურებს საჭესთან!
Auto Bild


8 წესი ავტომობილის ჯანმრთელობისთვის
Auto Bild

ბეჭდვა
ტეგები:
BMW,
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად