საბურავი არ გაპატიებთ!
საბურავი არ გაპატიებთ!
12.01.2015
საბურავი უყურადღებობას არავის პატიობს და შურისძიებაც სჩვევია...

საქმის მცოდნენი ამბობენ ხოლმე, საბურავს მეხსიერება აქვს და ყველაფერს იმახსოვრებსო. ცხადია, ამაში საბურავისადმი ცუდად მოპყრობას გულისხმობენ.

ხუმრობა იქით იყოს და, საბურავი მართლაც ყველაფერს იმახსოვრებს - ოღონდ, რა თქმა უნდა, არა ტვინის რომელიმე რეგიონში, არამედ კარკასსა (2) და პროტექტორების ნაერთებს (1) შორის. მაგალითად, თუ საბურავში საკმარისზე ნაკლები ჰაერია, წნევა აღარ არის საკმარისი იმისათვის, რომ საბურავის გვერდითა ზედაპირები (4) დაცული იყოს და თანაბრად გაიცვითოს. ამ დროს გვერდითა ზედაპირი ისე იბეგვება, როგორც პურის ცომი მცხობელის ხელში.
სწორედ ამ დროს ჩნდება ზედმეტი სითბო, რამაც შეიძლება საბურავების ფლანგების შიგნით მძღოლისთვის უჩინარი დაზიანებები გამოიწვიოს.

Auto Bild

საბურავისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ის მომენტიც, როცა მძღოლი დაპარკინგებისას უხეშად მიარტამს ბორდიურს, რაც კარკასის დაზიანებას იწვევს. ყურადღებით ყოფნაა საჭირო ზაფხულის და ზამთრის საბურავების დასაწყობების დროსაც, რადგან რეზინა მინერალებიან ზეთებზე მგრძნობიარედ რეაგირებს. ასე რომ, ვინც საბურავებს ზეთიან ადგილზე დააწყობს, პრობლემები შეექმნება.

ყველაზე ცუდი და, ამავდროულად, საინტერესო ის არის, რომ საბურავი დაზიანებულია, მაგრამ მაინც ფუნქციონირებს - ყოველ შემთხვევაში, გარკვეული დროის მანძილზე მაინც. მძღოლი კი ამ დროს ვერ ხვდება, რომ ფაქტობრივად ნაღმზე ზის.
სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი საბურავის მუდმივი კონტროლი: კვირაში ერთხელ შეამოწმეთ წნევა და შეათვალიეთ საბურავი. უხილავ დაზიანებებს კი მხოლოდ პროფესიონალი ამოიცნობს.

როგორ ვიცნოთ საბურავის ნაკლი?

Auto Bild
ბორდიურზე მირტყმის შედეგი: გარეგნულად ვითომ ბევრი არაფერი, მაგრამ პრობლემა შეიძლება სერიოზული იყოს

Auto Bild
რაღაც შეერჭო: თუ საბურავს ლურსმანი, ან რაღაც ამდაგვარი შეერჭო, ამ პრობლემას პროფესიონალი ხელოსანი აღმოფხვრის

Auto Bild
არათანაბარი ცვეთა: მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყო. ჯერ მიზეზი უნდა გამოარკვიოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეცვალოთ საბურავი - წინააღმდეგ შემთხვევაში ახალსაც ეს პრობლემა შეექმნება

Auto Bild
ჰაერსაბერი: ხელოსნები ნერწყვით დასველებული თითით სწორედ ჰაერსაბერს ამოწმებენ ხოლმე...

დასკვნაAuto Bild
ავტომობილის მართვისას ან ავტომობილით მგზავრობისას უსაფრთხოების შეგრძნება უმთავრესია. თუ საბურავი წესრიგში არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი უსაფრთხოება საფრთხეშია. საბურავის მცირე პრობლემასაც კი შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვეს. ავტობანზე დავქრივართ, მოსახვევებში სწრაფად შევდივართ და ამ დროს მოჭიდება რამდენიმე კვადრატულ სანტიმეტრზეც კი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც გთხოვთ: დაუთმეთ თქვენს საბურავებს მეტი ყურადღება!
ბერნდ ფოლკენსი

66%

AUTO BILD-ის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მძღოლების 66 პროცენტი საბურავებს ძალიან იშვიათად, ან საერთოდ არ ამოწმებს.



ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.