ღირს თუ არა ამ ჯიპის ყიდვა?
ღირს თუ არა ამ ჯიპის ყიდვა?
11.07.2016
დიზელის ძრავა და გადაცემათა ავტომატური კოლოფი ”მერსედესის” აქვს, მაგრამ არის კი ეს საკმარისი იმისათვის, რომ მესამე თაობის Jeep Grand Cherokee მეორადი ავტომობილის რანგში თამამად შევიძინოთ? მოდი, ვნახოთ, რა შეუძლია და სად უჭირს, ან ულხინს ამ ”ჯიპს”...

Auto Bild

ჯერ კიდევ მაშინ, როცა აქტუალური მოდელი იყო და ახლის რანგში იყიდებოდა, Jeep Grand Cherokee-ის მესამე თაობა ფაქტობრივად საიდუმლო რჩევა იყო ე.წ. Smart Shopper-ებისთვის - ანუ, მათთვის, ვინც ამ კლასში ერთ-ერთ საუკეთესო ავტომობილს ეძებდა მისაღებ ფასად. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ევროპის ბაზრისთვის, ავსტრიის ქალაქ
გრაცის ქარხანაში გამოშვებულ ამერიკელს, კაპოტის ქვეშ ზუსტად იგივე 3-ლიტრიანი V6-ტურბოდიზელი უძგერდა, რომელსაც ამერიკაში გამოშვებულ Mercedes ML 320 CDI-შიც შეხვდებით. ამერიკელის უპირატესობა კი იმაში მდგომარეობდა, რომ დაახლოებით იდენტური კომპლექტაციით, Mercedes ML-ზე მინიმუმ 10 000 ევროთი იაფი ღირდა.

Auto Bild

შესაბამისად, დღეს, აქ და ახლა, Jeep Grand Cherokee-ის მესამე თაობა მეორადი ავტომობილის რანგშიც არანაკლებ საინტერესო ავტომობილია. უფრო სწორად, ვინიცობაა, მეორადის რანგში კიდევ უფრო საინტერესოც იყოს, რადგან საქმე ისაა, რომ Jeep-ის მარკის ავტომობილებს, დროთა განმავლობაში, ფასი გაცილებით მეტად აკლდებათ, ვიდრე თუნდაც ამერიკაში წარმოებულ ”მერსედესებს”. ამრიგად, მესამე თაობის Grand Cherokee მეორადის
რანგში კიდევ უფრო იაფი ღირს, ვიდრე იმავე ასაკის Mercedes ML.

ამერიკული V8 ბევრს წვავს, მაგრამ მაგრადაც მუშაობს!

თუმცაღა, Jeep Grand Cherokee, ზოგადად, პირველ რიგში იმიტომ კი არ უყვართ, რომ დიზელის ძრავით ეკონომიური უნდა იყოს, არამედ, ყველაზე მეტად, მას ამერიკული გემოვნების მქონე ავტომოყვარულები აღმერთებენ. ეს კი, ხომ იცით, რასაც ნიშნავს: დიდი ძრავები შესაბამისი ჟღერადობებით.

Auto Bild

ცხადია, Grand Cherokee-ის ეს თაობა დიდი V8-ძრავებითაც გამოდიოდა და ეს აგრეგატები სწორედ ამერიკული ძრავებისთვის დამახასიათებელ ხმას გამოსცემდნენ. ძრავის ჟღერადობაზე როცა ვსაუბრობთ, აქვე უნდა ვახსენოთ სპორტული ვერსია SRT8, რომელიც სამოდელო რიგს 2006 წლიდან შეაშველეს და რომელსაც 6,1-ლიტრიანი მონსტრი ძრავა უძგერს.

თუმცა ეს უკიდურესად სპორტული ვერსია იყო. გაცილებით კომფორტულად დადის ისეთი V8-ვერსიები, როგორებიცაა 4,7 და 5,7-ლიტრიანი ძრავებით აღჭურვილი Grand Cherokee-ები. აჩქარება ორივეს კარგი აქვს - ოღონდ, 4,7-ლიტრიანის შემთხვევაში, 130 კმ/სთ-დან დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გარდაუვალია, ხოლო 5,7-ლიტრიანის შემთხვევაში კი, ეს განცდა არ იარსებებს. საწვავის ხარჯის მხრივ ცრუ იმედები ნუ გექნებათ - წვას 15 ლიტრზე დაბლა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩამოიყვანთ, თუ Grand Cherokee-ის ძალიან ამერიკულად და პენსიონერულად მართავთ.

Auto Bild

ამიტომაცაა, რომ ევროპის ბაზრისთვის შექმნილი დიზელის ვერსიები ევროპაში ყოველთვის უფრო პოპულარული იყო და თუ Grand Cherokee-ის ევროპის მეორადი ავტომობილების ბაზრებზე მოძებნით, უმეტესად სწორედ დიზელის ძრავის მქონე ვერსიებს წააწყდებით.

მაინც რატომ ჰქონდა ამ Grand Cherokee-ის დიზელ-ვერსიებს ”მერსედესის” ძრავები? საქმე იმაშია, რომ როცა Grand Cherokee III პროექტდებოდა, ”დაიმლერი” და ”კრაისლერი” აქტიურად თანამშრომლობდნენ (1998-2007). რაც არ უნდა ობიექტურად ვიმსჯელოთ, ამ გერმანულ ტურბოდიზელ-ძრავებზე ცუდს ბევრს ვერაფერს ვიტყვით. მშვიდად მუშაობს, მძლავრია და გამძლეცაა. თუმცა ხანდახან მაინც იჩენს ხოლმე თავს პერიფერიული პრობლემები: დიზელის ტუმბო, ტურბოდამბერი, ინჟექტორები (ფრქვევანები). ამგავრი პრობლემები დიზელის ძრავის მქონე ამ თაობის Grand Cherokee-ში დაახლოებით 120 000 კილომეტრის გავლის შემდეგ იჩენს ხოლმე თავს.

Auto Bild
ამერიკელს, კაპოტის ქვეშ ზუსტად იგივე 3-ლიტრიანი V6-ტურბოდიზელი უძგერს, რომელსაც ამერიკაში გამოშვებულ Mercedes ML 320 CDI-შიც შეხვდებით

არცთუ იშვიათია სავალი ნაწილის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევებიც. აღსანიშნავია, რომ Grand Cherokee-ის მესამე თაობა იყო პირველი Grand Cherokee, რომელსაც წინ დამოუკიდებელი საკიდარი ჰქონდა. ამიტომაცაა, რომ ამ საკიდარის სახსრები, საკისრები და რეზინის მილისები მუდმივად კარგ გზაზე სიარულის დროსაც სწრაფად იცვითება. იმდენად სწრაფად, რომ ბევრი ეგზემპლარი, წინა დაკიდებაში პრობლემების გამო, ევროპაში პირველ ტექ. დათვალიერებაზეც კი ჩავარდა.

კიდევ ერთი პრობლემური ზონა, რაც მესამე თაობის Jeep Grand Cherokee-ის მსურველმა მის შეძენამდე უნდა შეამოწმოს, ანთების სისტემაა (ე.წ. ”ზაჟიგანიე”). სწრაფი ცვეთა ახასიათებს სავარძლების ზედაპირებს, საჭეს. არცთუ იშვიათად ურევს ნავიგაცია და აუდიო-სისტემაც.

Auto BildAuto Bild

თუმცა, AUTO BILD-ის საინფორმაციო ბაზაში ვკითხულობთ, რომ მესამე თაობის Grand Cherokee-ის მფლობელები საერთო ჯამში მანქანით კმაყოფილები არიან. მომხმარებელთა 36 პროცენტი იმაზე წუწუნებს, რომ სადაზღვეო კომპანიები ამ ავტომობილების დაზღვევაში ბევრ ფულს ითხოვენ. ამ მანქანის სერვისი იაფი არ ჯდება, მაგრამ მომხმარებელთა აზრით, Grand Cherokee-ის მოვლა-პატრონობის ფასი ავტომობილის შესაძლებლობებს შეესაბამება.

Auto Bild

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ Jeep-ის მძღოლების 46 პროცენტს ეს ავტომწარმოებელი ძალიან უყვართ, უმრავლესობა მომდევნო ავტომობილის შეძენის დროსაც Jeep-ს ირჩევს. გერმანიაში ჩატარებული კვლევების თანახმად, Grand Cherokee-ის მფლობელთა 55 პროცენტი აცხადებდა, რომ მისი მომდევნო ავტომობილიც Grand Cherokee იქნებოდა, 8 პროცენტმა განაცხადა, რომ Jeep Wrangler-ს შეიძენდა. გერმანელ მომხმარებელთა 32-მა პროცენტმა კი თქვა, რომ ისევ ”მერსედესის”, BMW-ს, ან ”ფოლკსვაგენის” მარკის ქროსოვერებზე დაფიქრდებოდა. თუმცა ეს Jeep-ისთვის ნამდვილად არ არის შეშფოთების მიზეზი, რადგან გერმანელები შორს არიან ტიპურ ამერიკული ავტოგემოვნებისგან...

დასკვნა
მესამე თაობის Grand Cherokee-ის მეორადი ავტომობილების ბაზარზე საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასი აქვს, მაგრამ მომდევნო ხარჯებიც არ უნდა დავივიწყოთ. თუმცა ნაწილები არ არის ძალიან ძვირი. პირველ რიგში შეამოწმეთ წინა ღერძი!
მარტინ ბრაუნი

Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:
საუკეთესო, ან არაფერი? Mercedes S-კლასი (W 140)
Auto Bild


ასევე იხილეთ:
რომელი მანქანების შენახვა ჯდება ყველაზე იაფი?
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ერთ-ერთი ყველაზე უნაკლო მერსედესი
Auto Bild


ამ ჰიბრიდს შეგიძლიათ თამამად ენდოთ!
Auto Bild


მანქანა, რომლის შეძენას არ ინანებთ: Honda CR-V
Auto Bild


მანქანა მარადისობისთვის (+VIDEO)
Auto Bild


რას უნდა მივაქციოთ ყურადღება Mercedes GLK-ს შეძენისას?
Auto Bild


Mercedes GLK 100 000-კილომეტრიანი ტესტის შემდეგ (+VIDEO)
Auto Bild
\

ფრთხილად ამ მანქანებთან!
Auto Bild


როგორი მანქანაა 10 წლის E-კლასი?
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
რა რჩება მანქანისგან 19 წლის შემდეგ? (+ VIDEO)
Auto Bild


მილიონერი BMW, რომელიც დავშალეთ
და ყველა დეტალი შევამოწმეთ!

Auto Bild


რამდენად გამძლეა Volvo XC90?
Auto Bild


ნაღდი ამერიკელი თავისი პლუსებით და მინუსებით
Auto Bild


ვარგა ეს ჰამერი?
Auto Bild


რატომაა ის ასეთი იაფი?
Auto Bild

ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Toyota RAV 4
Auto Bild

ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Honda CR-V
Auto Bild

რჩევები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს

Auto Bild

უცხოეთის ქვეყნების უცნაური საგზაო წესები
Auto Bild


როდის და როგორ უნდა გამოიყენოს მძღოლმა მუხრუჭი
Auto Bild


რა უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა გასწრების დროს?
Auto Bild


ასე უნდა გადაუღოთ ფოტოები გასაყიდ ავტომობილს
Auto Bild


რა უნდა შევუმოწმოთ მანქანას შორ გზაზე წასვლის წინ
Auto Bild


მანქანის ჩუსტებით, ”შლოპანცებით”
ან ფეხშიშველი მართვა ცუდი იდეაა!

Auto Bild


საბურავი არ გაპატიებთ!
Auto Bild


ნუ დაიხშობთ ყურებს საჭესთან!
Auto Bild


8 წესი ავტომობილის ჯანმრთელობისთვის
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად