როგორი მანქანაა 10 წლის E-კლასი?
როგორი მანქანაა 10 წლის E-კლასი?
14.09.2015
როგორი ავტომობილია 2005 წელს გამოშვებული Mercedes E-კლასი, რომლის შეძენაც, დარწმუნებულები ვართ, ბევრ ქართველ მძღოლს სურს? AUTO BILD-მა ეს კლასიკური სედანი მეორადი ავტომობილის რანგში შეამოწმა. სატესტო ეგზემპლარი დიზელის 6-ცილინდრიანი ძრავით გახლდათ აღჭურვილი. ასევე: 7-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით და ტოპ-კომპლექტაციით.

Auto Bild

ანუ, ეს არის ნახმარი E 320 CDI, რომელიც 2005 წელსაა გამოშვებული და 211 000 კილომეტრი აქვს გავლილი. ამ ”ბენცს” აქვს ფაქტობრივად ყველაფერი, რაც 2005 წელს პრაისლისტში შეიძლებოდა ყოფილიყო: კრუიზკონტროლი, პნევმატიკური დაკიდება, პანორამული ჭერი, წინა სავარძლები მასაჟის ფუნქციით, ნავიგაცია, პარკტრონიკი და
ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

თავის დროზე, მისი საბაზო ფასი 49 851 ევრო გახლდათ, სრული კომპლექტაციით კი 27 865 ევრო ემატებოდა. დღეისათვის, ამ მანქანის საშუალო ფასი 10 000 ევროა (წყარო: Schwacke), უშუალოდ ეს ეგზემპლარი კი გერმანიაში სულაც 9400 ევრო ღირს.

Auto Bild
Auto Bild

ტურბოდამბერის შლანგი გახეულია, აქაიქ ზეთი ჟონავს, სავარძლებს ასაკი და დეფექტები დაეტყოთ. თუ ამ დეტალებს არ ჩავთვლით, ეს ”ბენცი” აბსოლუტურად ჯანმრთელია.

ეს მოდელი 2006 წელს განაახლეს და თუ 2006 წლამდე გამოსული ეგზემპლარით დაინტერესდებით, პირველ რიგში იმაში უნდა დარწმუნდეთ, რომ ე.წ. SBC-Hydraulik შეცვლილი ექნება. ჩვეულებრივი დიაგნოსტიკა ამ კითხვაზე ამომწურავად გიპასუხებთ.
საქმე ისაა, რომ SBC-მუხრუჭისა და ელექტროობის გარკვეული პრობლემები დაიმლერმა სწორედ 2005 წლის ბოლოს გამოასწორა.

Auto Bild

აი, 2006 წლიდან გამოსულ მოდელებს კი თამამად გირჩევთ, რადგან ამ დროიდან ეს მოდელი არა მარტო უფრო ძლიერი ძრავებით, არამედ გაცილებით სანდო ელექტროობითა და სამუხრუჭე სისტემითაც აღიჭურვა.

დასკვნაAuto Bild
ამრიგად, 211-ის გვიან ეგზემპლარებს ნამდვილად შეესაბამება ის გამოთქმა, რასაც W123-სა და W124-ზე ვამბობთ ხოლმე: დარბის, დარბის და არ ჩერდება!

► ტექნიკური მონაცემები - Mercedes E320 CDI
გამოშვების წელი: 2005
გარბენი: 213 000 კმ
ძრავა: V6-ტურბოდიზელი
სიმძლავრე: 224 ცხ. ძ.
მაქს. სიჩქარე: 240 კმ/სთ
აჩქარება 0-100 კმ/სთ: 7,6 წამში
საწვავის ხარჯი (გატესტილი): 8,1 ლიტრი დიზელი
გამონაბოლქვი: 214 გ CO2/კმ-ზე
ფასი (დღეს): 9 400 ევრო

211-ის გავრცელელბული პრობლემები

Auto Bild
SBC-ნაკრები: SBC-მუხრუჭი (ჰქონდა 2006 წლამდე), ჰიდრავლიკური სისტემა ინტეგრირებული ელექტრო-ტუმბოთი.

Auto Bild
7G-Tronic: გადართვების პრობლემების შემთხვევაში გამოცვალეთ ფილტრი და ზეთი.

Auto Bild
Airmatic-ის პრობლემები და დეფექტიანი კომპრესორები

Auto Bild
დიზელისძრავიანი ავტომობილების გამონაბოლქვის სისტემის ფილტრი, რომელიც 2005 წლიდან დიზელის ყველა ვერსიას სერიულად მოყვება. პრობლემა თავს იჩენს ხოლმე დიდი გარბენის მქონე ეგზემპლარებში

ასევე დაგაინტერესებთ:
რა რჩება მანქანისგან 19 წლის შემდეგ? (+ VIDEO)
Auto Bild


მილიონერი BMW, რომელიც დავშალეთ
და ყველა დეტალი შევამოწმეთ!

Auto Bild


რამდენად გამძლეა Volvo XC90?
Auto Bild


ნაღდი ამერიკელი თავისი პლუსებით და მინუსებით
Auto Bild


მანქანა, რომლის შეძენას არ ინანებთ: Honda CR-V
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად