8 წესი ავტომობილის ჯანმრთელობისთვის
8 წესი ავტომობილის ჯანმრთელობისთვის
15.05.2014
ჩვენთან ავტომობილების უდიდესი ნაწილი მეორადი და ძალიან ძველია, მაგრამ რაც არ უნდა ძველი იყოს მანქანა, ყოველთვის აქვს იმის რესურსი, რომ მოსალოდნელზე დიდხანს გაძლოს. მართალია, მომხმარებელთა უმრავლესობა ზეთის მდგომარეობას რეგულარულად ამოწმებს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. AUTO BILD წარმოგიდგენთ 8 წესს ავტომობილის ჯანმრთელობისთვის

1. ზეთის დროული ცვლა

ეს ყველამ იცის, მაგრამ მაინც უნდა გავიმეოროთ, რადგან ძრავის ზეთის დროული შეცვლა მანქანის ჯანმრთელობის უპირველესი და უმთავრესი გარანტიაა. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, კონკრეტულად რომელ ზეთს გირჩევთ მწარმოებელი. ეს ყველაფერი ავტომობილის წიგნშიც წერია და ზეთის ნებისმიერი პოპულარული
მწარმოებლის ვებ-გვერდზეც, სადაც თქვენი ავტომობილის მონაცემები უნდა შეიყვანოთ და ვებ-გვერდი დაგიწერთ, რომელი ზეთია რეკომენდებული თქვენი ავტომობილისთვის.

Auto Bild

2. დროულად შეცვალეთ ყველა დეტალი

თუ მწარმოებლის მიერ მოცემულ გეგმას ზედმიწევნით ზუსტად მიჰყვებით, შეცდომების რაოდენობას მინიმუმამდე შეამცირებთ. ძრავის ზეთის შემდეგ, ყველაზე მთავარი ძრავის ღვედის კომპლექტის დროული შეცვლაა.

3. ნუ დატვირთავთ ძრავას ცივ მდგომარეობაში

ძრავას გახურება სჭირდება, რადგან, მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, ცივ მდგომარეობაში ყველა დეტალის დაზეთვა არ ხდება. ასე რომ, აქ მარტო ტემპერატურაში არაა საქმე. თუ ძალიან გეჩქარებათ და გახურების დრო არ გაქვთ, პირველ კილომეტრებზე შეეცადეთ, ტახომეტრის ისარი
2000-ს არ გადაცდეს.

4. ნუ გამორთავთ ძრავას მაღალი დატვირთვების შემდეგ

თუ თქვენს მანქანას ტურბინიანი ძრავა აქვს, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით აუცილებელია ის, რომ მაქსიმალური დატვირთვის, ანუ, მაღალი ბრუნებით სიარულის შემდეგ, ძრავა გააგრილოთ. ამისათვის ადგილზე სამწუთიანი მუშაობაც საკმარისია.

5. ნუ გააწვალებთ ძრავას

ზოგადად, მაღალ ბრუნებზე მუშაობა ძრავას ყველაზე მეტად და სწრაფად ცვეთს. რაც არ უნდა დროულად ცვლიდეთ ზეთს და დაძვრამდე მანქანას ყოველთვის ახურებდეთ, მაღალი ბრუნები ცვეთის მიზეზად რჩება. ასე რომ, თუ თქვენთვის ძრავის ღმუილი განსაკუთრებული სტიქია არ არის, იარეთ მშვიდად და ნუ დაგეზარებათ გადართვა. ბრუნების ოპტიმალური რაოდენობა 2000-2500-ია. თუ ტახომეტრის ისარს 2000-ს შეძლებისდაგვარად იშვიათად გადააცილებთ, ავტომობილი საწვავსაც მაქსიმალურად ეკონომიურად მოიხმარს.

6. ჰაერი დგომის დროსაც საჭიროა

თუ ფიქრობთ, რომ დახურული ავტოფარეხი ავტომობილისთვის ძალიან კარგია, ცდებით. იქ, სადაც მანქანა ათენებს და ხშირად აღამებს კიდეც, ჰაერი უნდა მოძრაობდეს.

Auto Bild

7. დეტალური რეცხვა

ავტომობილის მხოლოდ გარედან რეცხვა საკმარისი არ არის. აუცილებლად უნდა გასუფთავდეს თითოეული კანტი და გამოირეცხოს რთულად მისაწვდომი ღრიჭოებიც. მანქანის ქვემოდან რეცხვაც აუცილებელია - თუ, რა თქმა უნდა, არ გინდათ, რომ თქვენი ავტომობილი კოროზიამ მოიცვას.

8. დაინდეთ სავალი ნაწილი და საბურავები

ვინც ცუდ გზაზე სწრაფად დადის და ამორტიზატორებს არ ინდობს, ამით მხოლოდ ამორტიზატორებს კი არა, სავალი ნაწილის მთელ სისტემას და საბურავებსაც ვნებს. განსაკუთრებით საბურავი გამოდის მწყობრიდან ისე, რომ გარედან არაფერი ეტყობა.

Auto Bild

ასევე იხილეთ:
როგორ დავზოგოთ საწვავი?
რჩევები მანქანის ეკონომიური მართვისთვის

Auto Bild


როგორ დავემშვიდობოთ დაორთქლილ მინებს მანქანაში?
Auto Bild


როგორ უნდა ვიცნოთ ჯანმრთელი ძრავა?
Auto Bild


რა დროს რა უნდა გამოვუცვალოთ მანქანას?
Auto Bild


როგორ მივხვდეთ, ნაავარიებია თუ არა ავტომობილი?
Auto Bild


უცხოეთის ქვეყნების უცნაური საგზაო წესები
Auto Bild


როდის და როგორ უნდა გამოიყენოს მძღოლმა მუხრუჭი
Auto Bild


რა უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა გასწრების დროს?
Auto Bild


ასე უნდა გადაუღოთ ფოტოები გასაყიდ ავტომობილს
Auto Bild


რა უნდა შევუმოწმოთ მანქანას შორ გზაზე წასვლის წინ
Auto Bild


მანქანის ჩუსტებით, ”შლოპანცებით”
ან ფეხშიშველი მართვა ცუდი იდეაა!

Auto Bild


საბურავი არ გაპატიებთ!
Auto Bild


ნუ დაიხშობთ ყურებს საჭესთან!
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.