მანქანა, რომლის შეძენას არ ინანებთ: Honda CR-V
მანქანა, რომლის შეძენას არ ინანებთ: Honda CR-V
11.03.2015
ეს ”ჰონდა” მეორადი ავტომობილის რანგში საუკეთესო გაგებით იაპონელია

გვერწმუნეთ, ნამდვილად არ გვსიამოვნებს ხოლმე, როცა ახალი ავტომობილების შემთხვევაში ხშირად ვწერთ ხარისხის გაუარესების შესახებ. კარგი იქნებოდა, რომ თანამედროვე მანქანებს შეცდომები, დეფექტები და სისუსტეები არ აღენიშნებოდეთ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ დეფექტებს უმეტესად ძვირადღირებულ, პრემიუმმაკრების მოდელებში აღმოვაჩენთ ხოლმე. ამიტომაც გვიხარია, როცა შეგვიძლია დავწეროთ სანდო, უპრობლემო და გამძლე ავტომობილის შესახებ. ფაქტია, რომ Honda CR-V-ს მეორე თაობა სწორედ ასეთი მანქანაა.

Auto Bild

CReational-Vehicle (სწორედ ასე იშიფრება CR-V: შემოქმედებითი ავტომობილი) პირველი თაობა 1995 წელს გამოვიდა და ამ მანქანით
”ჰონდამ” ”ტოიოტას” უპასუხა - იმ დროისთვის Toyota RAV4 ზუსტად ერთი წლის გახლდათ. პირველი თაობის Honda CR-V არანაკლებ სანდო და გამძლე გახლდათ, ვიდრე RAV4, მეორე თაობის CR-V-მ კი დამატებითი უპირატესობები გამოამჟღავნა: მეტი სივრცე, მეტი კომფორტი, პირველი დიზელის ძრავა და ევროპული ვერსიის წარმოება დიდ ბრიტანეთში.

ძრავა, გადაცემათა კოლოფი, სტარტერი, ელექტროობა - ყველაფერი ძლებს

CR-V-ს მეორე თაობა იაპონელებმა ევროპისთვის ჰონდას ინგლისურ ქარხანაში, სუინდონში აწარმოეს და ამ გადაწყვეტილებით ევროპა გააბედნიერეს. თუკი მანამდე ბრიტანეთში წარმოებულ ავტომობილებს სკეპტიკურად ვუყურებდით, რაც 70-იანი და 80-იანი წლებიდან დაიწყო, Honda CR-V-მ ეს სტერეოტიპი დაამსხვრია. უფრო
მეტიც: ამერიკაში, აზიაში ან ევროპის სხვა ქვეყნებში ასეთი უპრობლემო ავტომობილის წარმოებას ბევრი მარკა ისურვებდა. Honda CR-V-ს მეორე თაობა ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ისეთი ავტომობილისა, რომლის ყიდვას ზედმეტი გამოძიებების გარეშე, მაგალითად, პირდაპირ ტელეფონით გადაწყვეტ, რადგან ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ ამ ავტომობილს ”ეშმაკები” გამოჰყვეს.

Auto Bild
Auto BildAuto Bild

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ”ჰონდას” ნაღდი სისუსტეები არ აღენიშნება. თითქმის ყველა აგრეგატი დიდხანს ცოცხლობს. ძრავა, გადაცემათა კოლოფი, გენერატორი, სტარტერი, ელექტროობა - ყველაფერი გამძლეა. რაც ყველაზე კარგი და შთამბეჭდავია, CR-V სანდოობას არც ასაკში შესვლის შემდეგ კარგავს. ყველაზე ძველი ეგზემპლარებიც კი, მაგალითად 2002 წლის მოდელები, რომლებსაც 150 000 კილომეტრი ან უფრო მეტი აქვთ გავლილი, მფლობელებს თავს არ ატკენენ.

მინუსები, როგორც ასეთი

თუმცა ყოველივე ზემოთ თქმული იმას არ ნიშნავს, რომ ეს ”ჰონდა” გენიალური ავტომობილია, რომელსაც საერთოდ არ აქვს ნაკლი. რა თქმა უნდა, არის რაღაც-რაღაცები, თუმცა ინტერიერს, საბარგულის მოცულობას, სვლის მანერას, კომპლექტაციასა და ძრავის მახასიათებლებს საწვავის ხარჯის ჩათვლით თითქმის ვერაფერს დავუწუნებთ. რაც შეეხება ნაკლოვანებებს: ამ სიაშია საბარგულის ორგანყოფილებიანი კარი. გახსნისას დიდი კარი მარჯვნივ იღება. ამრიგად, საბარგულში მარჯვენა ტროტუარიდან ბარგის ჩალაგება რთულია, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ CR-V პირველ რიგში იმ ქვეყნებისთვის შეიქმნა, სადაც მარჯვენასაჭიანი მანქანებით მარცხნივ დადიან - ანუ, იაპონიისთვი და ინგლისისთვის. თუმცა საბარგულის კარის მარჯვნივ გახსნას პლუსიც აქვს: მარცხენა მხარეს მოძრაობას არ შეაფერხებთ.

Auto Bild
Auto BildAuto Bild

შედარებით უფრო სერიოზული სისუსტეა ”ჰონდას” სრული ამძრაობა, რომელსაც პლუსებიც აქვს და მინუსებიც. პლუსი ისაა, რომ მისი სუფთა მექანიკურ-ჰიდრავლიკურად მომუშავე სისტემა, რომელიც ძალას ანაწილებს, ელექტრონიკის გარეშე მუშაობს, ელექტრონულად მომუშავე ასეთი სისტემა კი, მოგეხსენებათ, წლების მანძილზე იოლად გამოდის მწყობრიდან. ასე რომ, CR-V-ს ეს პრობლემა არ ემუქრება. სამაგიეროდ, პრობლემაა ის, რომ ამგვარი სისტემა ისეთ ექსტრემალურ სიტუციებში, როგორიცაა დიდი თოვლი ან სერიოზული უგზოობა, უკანა ხიდს საკმარის სიმძლავრეს ვერ აწვდის. პრაქტიკაში ამის შედეგი ასე გამოიყურება: წინა ბორბლები უსარგებლოდ ტრიალებენ (ბუქსაობენ), უკანები საკმარისად ვერ ეხმარებიან და CR-V იჭედება იქ, სადაც კონკურენტები სხვანაირი კონსტრუქციის სრული ამძრაობით გაივლიან. მაგრამ გუდაურში ან ბაკურიანში შვებულების გასატარებლად ასვლა, სავარაუდოდ, მაინც არ გაგიჭირდებათ, რაც საკმაოდ მაღალი კლირენსის დამსახურებაა. თუმცა ღრმა თოვლში მაინც სიფრთხილეა საჭირო.

არც ისეთი ვირია, როგორიც ჩანს

ახლა კი მეორე ”სერიოზული” სისუსტე: მისაბმელის მცირე დასაშვები წონა. ბენზინის საკმაოდ ელასტიკურ 2-ლიტრიან ძრავასაც (150 ცხენის ძალა) და შედარებით მძლავრ 2,2-ლიტრიან ტურბოდიზელსაც მაქსიმუმ 1500-კილოგრამიანი მისაბმელის წათრევა შეუძლიათ. ესეც მხოლოდ მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე CR-V-ებს ეხებათ, თორემ ავტომატიკის შემთხვევაში, რომელიც მხოლოდ ბენზინის ძრავას მოყვება, მისაბმელის დასაშვები წონა სულაც მხოლოდ 1200 კილოგრამია. ”ჰონდამ” ტვირთამწეობა მხოლოდ მესამე თაობის CR-V-ში (2007 წლიდან) გააუმჯობესა და ამ უკანასკნელის მონაცემებში მისაბმელის დასაშვები წონის გასწვრივ უკვე 2 ტონას ვკითხულობთ.

Auto Bild

აღსანიშნავია, რომ მეორე თაობის CR-V-ს მფლობელები ყველაზე მეტად სწორედ სასურველზე უარესი გამავლობის გამო აკრიტიკებენ (38 პროცენტი). სხვამხრივ ამ ავტომობილის სერიოზულად გაკრიტიკების საფუძველი არ არსებობს.

სხვა სუსტი წერტილები

თუ მეორე თაობის Honda CR-V-ს ცოტას ატარებთ ან დიდხანს გააჩერებთ, სამუხრუჭე დისკოებს კოროზია შეუტევს და შესაძლოა, სუპორტების გამოცვლაც მოგიწიოთ. მაგრამ თუ მანქანას დიდხანს არ აჩერებთ და მუდმივად იმსახურებთ, ეს პრობლემა იშვიათად იჩენს თავს. CR-V-ს მფლობელთა მხოლოდ ორი პროცენტი ამბობს, რომ მის ავტომობილს შეუიარაღებელი თვალით დასანახი ჟანგი შეამჩნია. წვიმის წყალი სალონში ფაქტობრივად არასდროს აღწევს, ზეთის დაკლებას კი ამ მანქანის მფლობელთა მხოლოდ ორი პროცენტი უჩივის.

Auto Bild

ამრიგად, CR-V-ს სანდოობა მართლაც სამაგალითოა. პირველ რიგში ქების ღირსია ბენზინის ძრავა, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად, ტურბოდიზელიც საკმაოდ გამძლე გამოდგა.

სერვისი

Honda CR-V-ს მეორე თაობა საქართველოში უკვე ძალიან გავრცელებული მოდელია (ჩვენთან უმეტესად 2,4-ლიტრიანი ძრავებით გვხვდება), რაც იმ ყველაფრის დამსახურებაა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ეს ავტომობილი დიდ მოვლა-პატრონობას არ საჭიროებს, მაგრამ ის მინიმუმი, რაც უნდა გაუკეთეთოთ, ხელმისაწვდომი და იაფია. ხელოსნების პოვნა რთული არ არის, სერვისიც მარტივი და იაფია. თუკი შეიძლება, რომ რომელიმე ნაწილზე ითქვას, ხშირად გამოდის მწყობრიდანო, მაშინ ეს წყლის ტუმბოზე და სტარტერზე უნდა ვთქვათ, თუმცა ეს ნაწილები ძვირი არ არის. ბენზინის ძრავის შემთხვევაში ცილინდრების თავი და ძრავის ბლოკი ცალ-ცალკე იშოვება.
Auto Bild

დასკვნა
მეორე თაობის Honda CR-V საოცნებო ავტომობილია ისეთი მძღოლებისთვის, რომლებიც მას ზედმეტს არ მოსთხოვენ. ამ მანქანის შეძენა ოდნავადაც არ ნიშნავს რისკზე წასვლას. უბრალოდ, შეამოწმეთ მუხრუჭები, გადაბმულობა და თუ ყველაფერი წესრიგშია, იყიდეთ! ნაკლებად ქმედითი სრული ამძრაობა ხელის შემშლელი ფაქტორი არ უნდა იყოს.
შალვა ბუაჩიძე

Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:
რამდენად გამძლე და ხარისხიანია მეორადი Tesla Model S?
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
რომელი მანქანები წვავენ ყველაზე მეტს?
Auto Bild


BMW-ს ყველაზე გამძლე X?
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ორივე მერსედესი 12 000 ევრო ღირს - რომელი ჯობია?
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ელეგანტური ბენცი მერსედესის ნაღდი მოყვარულებისთვის
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ამ ჰიბრიდს შეგიძლიათ თამამად ენდოთ!
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება Mercedes GLK-ს შეძენისას?
Auto Bild


იშვიათი და ელეგანტური მანქანა გსურთ?
რას იტყვით ამ ”მაზერატიზე”?

Auto Bild


რამდენად სანდო და გამძლეა X6-ის პირველი თაობა?
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ღირს თუ არა ამ ჯიპის ყიდვა?
Auto Bild


საუკეთესო, ან არაფერი? Mercedes S-კლასი (W 140)
Auto Bild


ასევე იხილეთ:
რომელი მანქანების შენახვა ჯდება ყველაზე იაფი?
Auto Bild


Mercedes GLK 100 000-კილომეტრიანი ტესტის შემდეგ (+VIDEO)
Auto Bild
\

მანქანა მარადისობისთვის (+VIDEO)
Auto Bild


ფრთხილად ამ მანქანებთან!
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
რა რჩება მანქანისგან 19 წლის შემდეგ? (+ VIDEO)
Auto Bild


მილიონერი BMW, რომელიც დავშალეთ
და ყველა დეტალი შევამოწმეთ!

Auto Bild


რამდენად გამძლეა Volvo XC90?
Auto Bild


ნაღდი ამერიკელი თავისი პლუსებით და მინუსებით
Auto Bild


ვარგა ეს ჰამერი?
Auto Bild

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად