ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Toyota RAV 4
ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Toyota RAV 4
04.02.2014
უგზოობის ავტომობილის შეძენა გსურთ და ბევრი ფული არ გაქვთ? აი, რამდენიმე მოძველებული კომპაქტური ქროსოვერი, რომელთა ფასი მაქსიმუმ 4000 ევროა

ტოიოტას სათნო ქროსოვერი
Recreational Active Vehicle 4-Wheel Drive – ყველაფერი გაიგეთ? ალბათ არა! RAV4? ახლა კი ყველაფერი გასაგები იქნება - ეს ხომ ყველასათვის კარგად ნაცნობი, ”ტოიოტას” კომპაქტური ქროსოვერია. 1994 წელს იაპონელებმა გაბედეს და უგზოობის ავტომობილისა და მსუბუქი ავტომობილის ნაზავი შემოგვთავაზეს.

რეცეპტი ასეთი იყო: მუდმივი სრული ამძრაობა, ამტანი ძარა და ბენზინის მოქნილი, 4-ცილინდრიანი ძრავა. მტესტავები და კლიენტები აღფრთოვანებულები იყვნენ ჯდომის პოზიციითა და საკმაოდ
კარგი მანევრულობით. RAV 4-მა ძალიან მალე მოიხვეჭა პოპულარობა ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდა.

როგორია დღეს? ყველაზე ძველი ეგზემპლარების ასაკი უკვე 19 წელია და მიუხედავად ამისა, მაინც სანდო ავტომობილებია. ნუ შეგაშინებთ 100 000 კილომეტრზე მეტი გარბენი, RAV 4-ის პირველი თაობის გადაცემათა კოლოფები და ძრავები მინიმუმ 200 000 კილომეტრს უპრობლემოდ უძლებს. დიდხანს ცოცხლობს სრული ამძრაობის, მოხვევისა და ელექტრონული სისტემებიც.

დათვალიერებისას ყურადღება მხოლოდ ფილიგრანულ სავალ ნაწილს უნდა მიაქციოთ, სადაც პრობლემები არც ისე ხშირია, მაგრამ მაინც.

Auto Bild
ამ შემთხვევაში ინტერიერით ხის იმიტაციით კუსტარულადაა მოპირკეთებული

Auto Bild
RAV 4-ის ამძრაობას ბენზინის 2-ლიტრიანი, 128
ცხენის ძალის მქონე ძრავა უზრუნველყოფს. კბილანა ღვედი ყოველ 100 000 კილომეტრზე იცვლება


ტექნიკური მონაცემები
ძრავის მოცულობა - 1998
ბრუნის მომენტი - 175 ნმ/4600
სიმძლავრე - 94 კვ/128 ცხ. ძ.
მაქს. სიჩქარე - 170 კმ/სთ
0–100 კმ/სთ - 10,2 წმ
საწვავის ხარჯი - 10,5 ლ/100 კმ

დასკვნა
Toyota RAV4-ის პირველი თაობა კომპაქტური SUV-ების კლასის ფუძემდებელი, ძალიან გამძლე და უპრობლემო ავტომობილია. ძრავისა და გადაცემათა კოლოფის გაფუჭება თითქმის შეუძლებელია, ძარა ჟანგვისგან კარგადაა დაცული. თუმცა ფილიგრანული სავალი ნაწილი ძალიან ცუდ გზებზე დიდხანს სიარულს ვერ იტანს.
შეფასება: 4 (5-დან)
Fatal error: require_once(): Cannot redeclare class shortener in /var/www/html/www.autobild.ge/templates/default/html/com_content/article/default.php on line 406