რატომაა ის ასეთი იაფი?
რატომაა ის ასეთი იაფი?
26.08.2014
ბრიტანული დიზაინი, გერმანული საიმედოობა, სრული კომპლექტაცია - და ეს ყველაფერი თითქმის საჩუქრად. ჩუმად, ეს საიდუმლოა!

ეს მოხდა 1999 წელს და ეს იყო სიყვარული ერთი ნახვით. გვერდიდან ორმუნდშტუკიან სიგარას ჰგავდა, შუაში ქრომირებული ზოლით - ”როვერმა” მაშინ 75-ით ძველი ტრადიცია აღადგინა. AUTO BILD-ის ბრიტანული ვერსიის, ჟურნალ AUTO EXPRESS-ის დახმარებით მე მაშინ პირველი გერმანელი ჟურნალისტი გახლდით, რომელიც Rover 75-ის გამო კუნძულზე გაემგზავრა და ეს მანქანა საქმეში ნახა. წლები გავიდა, სიყვარული დარჩა.

Auto Bild
”როვერის” ”იაგუარი”? არა, 75 უბრალოდ ჰგავს, ისე კი, მისი ძარის მიღმა BMW-ს
ნაწილებსაც წააყწდებით


ახლა კი შტუტგარტში ვართ და მეორადი ავტომობილების სადილეროში ჩემს წინ ისევ Rover 75 დგას - მეტალიკით, ტყავით, V6 ძრავით. და ამ მანქანას დაუჯერებელ ფასად, სულ რაღაც 1600 ევროდ მთავაზობენ. მაინც რატომაა ის ასეთი იაფი? მოდით, ჩავსხდეთ და გავიგოთ.

დიზაინერებმა მაშინ ინტერიერში ყველაფერი ელიფსური გააკეთეს: ინსტრუმენტები, საჰაეროები, ჩამრთველები, ღილაკები, სარკეები - ყველაფერი ოვალურია. კრემისფერი ტყავის დამუშავება იმხანად ტოპ-მოდელ Celeste-ში სერიული გახლდათ. წინ კლუბური ატმოსფეროა, უკან კი სივიწროვე - ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, 1,88-მეტრიანი კაცისთვის.

Auto Bild
კრემისფერი ტყავში გადაწყვეტილი სავარძლები დღემდე კარგ მდგრომარეობაშია

გასაღები, ისევე, როგორც კიდევ
რამდნეიმე დეტალი, ”როვერმა” მაშინდელი მფლობელისგან, BMW-სგან მიიღო. თუმცა არ იფიქროთ, რომ 75 მთლიანად BMW-მ შექმნა - არა, ეს მანქანა მაინც ”როვერის” ქმნილებაა. თუმცაღა ძარის მიღმა აქა-იქ მართლაც შეხვდებით BMW-ს ტექნიკას. დავქოქოთ! V6 ძრავა ისე ჩუმად ახველებს, როგორც კარგი შვეიცარი. საბედნიეროდ, მის პირველ მფლობელს 5-საფეხურიანი ავტომატიკა შეუკვეთია, მაგრამ კომფორტული ტრანსმისია სიმძლავრეს ყლაპავს და ”როვერის” 2-ლიტრიან ძრავას მაღალი ბრუნები სჭირდება. სწორედ აქ უნდა ვთქვათ, რომ 4-ცილინდრიანი, 1,8-ლიტრიანი ძრავა, რომელსაც ტურბინის წყალობით 150 ცხენის ძალა აქვს, უკეთესი აგრეგატია, ხოლო 2,5-ლიტრიანი V6 კი, 177 ცხენის ძალით - სულაც იდეალური. ცნობისათვის, Rover 75 BMW-ს 2-ლიტრიანი დიზელის ძრავითაც იწარმოებოდა (რომელი BMW-ს ”მესამე სერიიდან” გადაუნერგეს), მაგრამ ამ აგრეგატით აღჭურვილ ”როვერს” ევროპის ეკოლოგიურ ზონებში აღარ მიესვლება.

გზად თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ წინა ამძრაობის მქონე სედანი კომფორტზეა ორიენტირებული. 75-ს რბილი დაკიდება აქვს და ამ მანქანით ბობოქრობა რეკომენდებული არ არის. თანაც, ასეთ შემთხვევაში საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე 10 ლიტრზე მეტი არ იქნება, რაც ჩარჩოებში ზის.

Auto Bild
ბენზინის V6-ძრავა. ამ ეგზემპლარში გაზიც ჩაუყენებიათ

კინაღამ დამავიწყდა: 2001 წელს კომბიც გამოვიდა და Tourer დაარქვეს. 4 წლის შემდეგ კი ლონგბრიჯის ქარხნიდან უკანასკნელი Rover 75 გამოაგორეს. დღეისათვის Rover უკვე ჩინელების ხელშია, ჩინური მარკაა და Roewe-ს ჰქვია. გასაგებია, მაგრამ მთავარი კითხვა: ნაწილები იშოვება? კი, ოღონდ საუკეთესო და ორიგინალები ინგლისში.

და მაინც, რატომაა Rover 75 ასეთი იაფი? ალბათ მაინც მარკის ბრალია. თანაც, იშვიათი მანქანაა. მაგალითად, გერმანიაში დღეისათვის მხოლოდ 9 250 Rover 75-ია რეგისტრირებული. აქვე ისიც ვთქვათ, რომ იდეალურად მოვლილი ეგზემპლარები 2,5-ლიტრიანი V6 ძრავით და 100 000 კილომეტრზე ნაკლები გარბენით ძირითადად 4000 ევროზე მეტიც კი არ ღირს.

დასკვნა
2000 ევროზე იაფად დღეს ახალ Vespa-საც კი ვერ შეიძენთ. სამაგიეროდ, შეიძენთ მეორად Rover 75-ს - ამ მშვიდ ჯენტლმენს, რომელსაც ბრიტანული აურა დაჰყვება. რამდენიმე ნაკლს დეტალებში ნაღდად აპატიებთ. ჩემი რჩევა: იყიდეთ 2,5-ლიტრიანი ძრავის მქAuto Bildონე ვერსია ავტომატიკით.
შტეფან დილი

Rover 75 2.0
გამოშვების წელი - 2001

გარბენი - 235 207 კმ
ფასი - 1600 ევრო


ტექნიკური მონაცემები
ძრავა: V6
სარქველები/გამ. ლილვი: ცილინდრზე 4/4
მოცულობა: 1997 სმ3
სიმძლავრე: 110 კვ (150 ცხ. ძ)/6500
ბრუნის მომენტი: 185 ნმ/4000
მაქს. სიჩქარე: 205 კმ/სთ
0-100 კმ/სთ: 11,6 წამში
გად. კოლოფი/ამძრაობა: 5-საფ./წინა
ავზი/რეკ. საწვავი: 65 ლ/Super
სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4747/1778/1424 მმ
საბარგულის მოცულობა: 432 ლიტრი
წონა/ტვირთამწეობა: 1515/485 კგ

Auto Bild

მოვლა: კბილანა ღვედი 140 000 კილომეტრის შემდეგ უნდა გამოცვალოთ

ძარა მოთუთიებულია, რის გამოც კოროზია თითქმის ვერ ეკარება. V6-ძრავიან ეგზემპლარებს კბილანა ღვედი ყოველ 140 000 კილომეტრზე (ან 6 წელიწადში ერთხელ) ეცვლებათ. კბილანა ღვედთან ერთად რეკომენდებულია თერმოსტატისა და წყლის ტუმბოს შეცვლაც, რაც ასევე არაა იაფი სიამოვნება. ასაკში ბენზინის ტუმბოც გამოდის მწყობრიდან და საკმაოდ ხშირია უკანა ელ. შუშების პრობლემებიც.

Auto Bild
გენერატორი: აკუმულატორი დაჯდა? ეს უმეტესად დეფექტიანი დინამოს ბრალია ხოლმე

შუასადები: ცილინდრების ბლოკის თავის შუასადები V6-ძრავებში ხშირად იწვის. არც მისი გამოცვლაა იაფი Auto Bild

მაჩვენებელთა დაფა: ახალი ნაწილები აღარ იშოვება, შეკეთება მოგიწევთ

საბარგულის საკეტი: ვინც გასაღებს ხშირად ზედმეტად გადასწევს, მექანიკას მოკლავს

თერმოსტატი: თუ მწყობრიდან გამოვიდა, რაც ასევე ხშირი შემთხვევაა, გრძელი წრე დახურული დარჩება

კარდანის ლილვი: მოსახვევში ტკაცატკუციც ხშირია და ეს ლილვიც ძვირია

ალტერნატიული მეორადები

Alfa Romeo 156
ფასის დიაპაზონი: 700-დან 26 000 ევრომდე. გერმანიაში რეგისტრირებული ეგზემპლარები: 32 664

Auto Bild

Peugeot 406
ფასის დიაპაზონი: 500-დან 7500 ევრომდე. გერმანიაში რეგისტრირებული ეგზემპლარები: 32 742

Auto Bild

Saab 9-3
ფასის დიაპაზონი: 800-დან 17 000 ევრომდე. გერმანიაში რეგისტრირებული ეგზემპლარები: 42 249

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად