ხელოვნების ნიმუში, თუ 4-ბორბლიანი ბაყაყი - რამდენად გამძლეა Nissan Juke?
ხელოვნების ნიმუში, თუ 4-ბორბლიანი ბაყაყი - რამდენად გამძლეა Nissan Juke?
19.03.2018
ხელოვნების ნიმუშიდან დიზაინერულ კატასტროფამდე ერთი ნაბიჯია. Juke ყველაზე თამამი SUV-ია

კომპაქტური SUV-ების BOOM-სეგმენტში ავტომობილები ერთმანეთს ისე გვანან, როგორც გაჭრილი ვაშლები კი არა და, გაუტეხავი კვერცხები. თუმცა, საბედნიეროდ, ისეთი უცნაური და სხვანაირი ტიპებიც, როგორიცაა მაგალითად Nissan Juke, რომლის გამოშვება იაპონელებმა 2010 წლიდან დაიწყეს.

Auto Bild

მისი ევროპული ვერსიის წარმოება ინგლისში დაიწყო და თავიდანვე საკმაოდ პოპულარული გახდა, რადგან არ ჰგავდა სხვებს და არ იყო მოსაწყენი - ამ მანქანას ყველგან გამოარჩევდი. საყურებლად მისი ცხვირიც კარგი გასართობია, კუპესებრ დახრილი სახურავიც და, მით უმეტეს უკანალიც.
  • ჰოდა, რა
    ვუწოდოთ? იაპონური "ალფა რომეო", ხელოვნების ნიმუში, თუ უბრალოდ 4-ბორბლიანი ბაყაყი?
ასეა, თუ ისე, ფაქტი ის არის, რომ გამოშვების დღიდან Juke კარგად იყიდება. ეს მანქანა განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოსწონთ, უფრო განსაკუთრებით კი - ქალბატონებს. ჯდომის მაღალ პოზიციაზე შეყვარებული ადამიანებისთვის Nissan Juke ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტური ავტომობილია. მერე რა, რომ დიდი პრაქტიკულობით არ გამოირჩევა და არც ხილვადობა უვარგა?

Auto Bild

ფოტოებზე 1,6-ლიტრიანი Turbo-ძრავის მქონე ეგზემპლარს ხედავთ, რომელსაც წინა ამძრავი და მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს. მართალია, თითქმის 100 000 კილომეტრი აქვს გავლილი, მაგრამ 190-ცხენისძალიანი ძრავით ჯერ კიდევ შეუძლია, რომ "მინი კუპერისა" და VW
Polo-GTI-ს მფლობელებს თავი მოაწონოს.

ცოცხალი ძრავა, მგრძნობიარე მოხვევა და კლასის გათვალისწინებით საკმაოდ ხისტი სავალი ნაწილი მართვის სიამოვნებას გვთავაზობს. სამაგიეროდ, გადაცემების გადართვების სტილი უხეშია, სველ ამინდში გაწევის რეზერვის ნაკლებობასაც განიცდით და ცუდ გზაზე უხეშად დადის. თუ ეს არ გინდათ, სრულამძრავიან ვერსიაზე უნდა იფიქროთ, რომელსაც უსაფეხურო ავტომატიკაც მოყვება.

Auto Bild

უცნაური და გამომწვევი გარეგნობა სალონს ბევრ სივრცეს რომ ართმევს, ამას ინტერიერში, სამწუხაროდ, ძალიან მალე იგრძნობთ. Nissan Juke იმდენად ტევადია, რამდენადაც საშუალო სტატისტიკური პატარა მანქანა, უკანა სავარძელზე კი, თავმოყვარე ადამიანი, შორ გზაზე მხოლოდ ბავშვებს თუ დასვამს. საბარგულის მოცულობა 207 ლიტრია (ფეისლიფტის შემდეგ 354), რაც, რა თქმა უნდა, ცოტაა. მაგრამ თუ ისედაც თითქმის უსარგებლო უკანა სავარძლის საზურგეს დაკეცავთ, საბარგულის მოცულობა 786 ლიტრამდე გაიზრდება. ესეც საქმეა.

Auto Bild

დასკვნა
Nissan Juke-ის სასარგებლოდ გადაწყვეტილებას ყოველთვის გული მიგაღებინებს და არა ტვინი. მას მერე, რაც თითქმის ყველა კომპაქტური SUV ერთმანეთს ჰგავს, ეს მანქანა მინიმუმ საინტერესო არჩევანია.
ლარს იაკუმაიტი

სახასიათო ტიპი მცირე ნაკლოვანებებით

Nissan Juke-ის უჩვეულო დიზაინის მიღმა "ნისანის" გამოცდლი ტექნიკაა. ტექ-დათვალიერების არქივში ამ მანქანაზე ცუდი ბევრი არაფერი წერია, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად, გამოსაბოლქვი სისტემის, მუხრუჭების და სავალი ნაწილის შესუსტება სჩვევია. ბენზინის ტურბო-ძრავა დიდად ეკონომიური ნამდვილად არ არის, პრობლემები კი მხოლოდ ტურბოს შეიძლება შეექმნას.

ელექტროობა

Auto Bild
ელექტრონული მოწყობილობები აქა-იქ ჭედავენ. ყველაზე ხშირად ეს გატაცების საწინააღმდეგო ელექტრონულ სისტემას ეხება.

საღებავის ხარისხი

Auto Bild
აცვენილი საღებავი იმის ნიშანია, რომ წარმოებისას საქმეს გულისყურით არ მიუდგნენ.

გამოსაბოლქვი სისტემა

Auto Bild
გამოსაბოლქვი სისტემა არცისე გამძლეა.

ძრავა

Auto Bild
ტურბოჩაბერვის წნევის მილები და წნევის სენსორები ხშირად მწყობრიდან გამოდის.

დაუდევრობის ნაკვალევი

Auto Bild
Juke საკმაოდ ხშირად ხვდება ისეთი მფლობელის ხელში, რომელიც ბორდიურთან გაჩერებისას დისკებზე არ ფიქრობს...


ალტერნატივა
  • Opel Mokka - 140 ცხ. ძ., 1.4 Turbo
Auto Bild
  • Mini Countryman - 184 ცხ. ძ., Cooper S
Auto Bild
  • Renault Captur - 120 ცხ. ძ., I TCe 120
Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:
რომელი მანქანები წვავენ ყველაზე მეტს?
Auto Bild


BMW-ს ყველაზე გამძლე X?
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ორივე მერსედესი 12 000 ევრო ღირს - რომელი ჯობია?
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ელეგანტური ბენცი მერსედესის ნაღდი მოყვარულებისთვის
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ამ ჰიბრიდს შეგიძლიათ თამამად ენდოთ!
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება Mercedes GLK-ს შეძენისას?
Auto Bild


იშვიათი და ელეგანტური მანქანა გსურთ?
რას იტყვით ამ ”მაზერატიზე”?

Auto Bild


რამდენად სანდო და გამძლეა X6-ის პირველი თაობა?
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ღირს თუ არა ამ ჯიპის ყიდვა?
Auto Bild


საუკეთესო, ან არაფერი? Mercedes S-კლასი (W 140)
Auto Bild


ასევე იხილეთ:
რომელი მანქანების შენახვა ჯდება ყველაზე იაფი?
Auto Bild


Mercedes GLK 100 000-კილომეტრიანი ტესტის შემდეგ (+VIDEO)
Auto Bild
\

მანქანა მარადისობისთვის (+VIDEO)
Auto Bild


ფრთხილად ამ მანქანებთან!
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
რა რჩება მანქანისგან 19 წლის შემდეგ? (+ VIDEO)
Auto Bild


მილიონერი BMW, რომელიც დავშალეთ
და ყველა დეტალი შევამოწმეთ!

Auto Bild


რამდენად გამძლეა Volvo XC90?
Auto Bild


ნაღდი ამერიკელი თავისი პლუსებით და მინუსებით
Auto Bild


მანქანა, რომლის შეძენას არ ინანებთ: Honda CR-V
Auto Bild


ვარგა ეს ჰამერი?
Auto Bild


რატომაა ის ასეთი იაფი?
Auto Bild


ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Honda CR-V
Auto Bild


ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Toyota RAV 4
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად