BMW-ს ყველაზე გამძლე X?
BMW-ს ყველაზე გამძლე X?
15.08.2017
ყველა მეორადი SUV როდია ისეთი გამძლე, როგორც გამოიყურება. მეორე თაობის BMW X3-ს ასაკი თითქმის ვერაფერს აკლებს. ამიტომაც არ არის იაფი

პირველი თაობის X3 ნამდვილად არ იყო ისეთი, როგორსაც ველოდით და როგორიც BMW-ს შეეფერება. მისი დებიუტი 2003 წელს შედგა და იმისათვის, რომ BMW-სთვის დამახასიათებელი მოლოდინები გაემართლებინა, ანუ, მიუხედავად მაღალი სიმძიმის ცენტრისა, დინამიკური და მანევრული ყოფილიყო, მაქსიმალურად ხისტი გახლდათ. ზედმეტად ხისტი.
  • აი, მეორე თაობის X3-ში კი (F25), ბავარიელებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც საჭირო იყო - სავალი ნაწილის მოწყობისას მეტ კომპრომისზე წავიდნენ.
Auto Bild
გზაზე
X3 სპორტულად დადის. უგზოობაზეც...


გარდა ამისა: იაფფასიანი პლასტმასების ნაცვლად, ინტერიერში გაცილებით სასიამოვნო მასალები ვიხილეთ და ასე შეძლო X3-მა არა მხოლოდ ”აუდისა” და ”მერსედესის” შესაბამისი მოდელებისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევა, არამედ იმდენი მოახერხა, რომ თვით BMW X5
-საც კი წაართვა კლიენტები. დიახ, მეორე თაობის X3-ის გამოსვლის შემდეგ, მასზე საკმაოდ ბევრი X5-ის მძღოლი გადაჯდა. ამიტომაცაა, რომ მეორე თაობის X3-ები მეორადი ავტომობილების ბაზარზე უმეტესად სრული კომპლექტაციითაა ხელმისაწვდომი.

Auto Bild
სრულყოფილი ერგონომიკა და ხილვადობა
Auto Bild
ისეთი ”შიშველი” ეგზემპლარები კი, როგორსაც ფოტოზე ხედავთ, საკმაოდ იშვიათია. თუმცა, იაფიცაა. ჩვენი სატესტო მოდელი 6 წლის X3 xDrive20d გახლავთ - უიშვიათესი წითელი მეტალიკით და ვიტის აუტოჰაუსში 15 000 ევროდ იყიდება. თუმცაღა, გარდა ზონდერ-ფერისა, არც არაფერი აქვს ისეთი, რასაც მდიდრული მანქანების მოყვარულები ისურვებდნენ.

მართალია, 2 ლიტრი მოცულობის 184-ცხენისძალიანი დიზელის ძრავა სავსებით საკმარისია და ამ მოდელში ყველაზე მოთხოვნადი აგრეგატიცაა, მაგრამ უმეტესად ავტომატიკასთან კომბინაციაში შეხვდებით. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ის 8-საფეხურიანი ავტომატიკა დღემდე ერთ-ერთი საუკეთესო გადაცემათა კოლოფია მსოფლიოში.
  • არადა, მექანიკაც ძალიან კარგად მუშაობს (მინიმუმ მექანიკის მოყვარულთათვის), მაგრამ ამ კლასში მექანიკურ გადაცემათა კოლოფს თითქმის აღარავინ ეძებს.
კონკრეტულად ამ ეგზემპლარს არც სავარძლების გათბობა აქვს, არც კრუიზკონტროლი და არც Xenon-ები. თუმცა ვისაც ეს ყველაფერი დიდად არც აღელვებს და უნდა, რომ პრემიუმ-ხარისხის SUV ჰყავდეს, რომელიც დიდხანს გაუძლებს, თამამად უნდა გადადგას ნაბიჯი ამ ავტომობილისკენ.
  • მეორე თაობის X3 (”შიშველიც” და სრული კომპლექტაციითაც) გერმანიის ტექ. დათვალიერების არქივში ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებს.
დიზელის ძრავების პრობლემები და სავალი ნაწილის სისუტე უკანა ღერძზე, ისტორიას პირველი თაობის მოდელთან ერთად ჩაბარდა.

ერთადერთი, წინა ღერძის ბერკეტებს, სახსრებს, საჭის განივ საწევებსა და ბუნიკებს არ უყვართ მართვის აგრესიული სტილი.
  • ეს დეტალები 8-ჯერ უფრო ხშირად იცვითება, ვიდრე ამ კლასის სხვა მოდელებში.
ვინც დიზელის ძრავას ხშირად მაღალ ბრუნებზე ამუშავებს, ხშირადვე უნდა ცვალოს დიზელის ჭვარტლის ფილტრი. აქა-იქ ტურბომაც იცის არევა. ესაა და ეს.

კიდევ კარგი, თორემ მეორე თაობის კარგად მოვლილი, უავარიო X3 მეორადი ავტომობილების ბაზარზე ისედაც ძვირად ფასობს.

დასკვნა
BMW-ში მეორე თაობის X3-ზე მუშაობისას წინამორბედში დაშვებული შეცდომები გაიხსენეს და აღარ გაუმეორებიათ. ფაქტია, რომ მეორე თაობა, პირველთან შედარებით, სამაგალითოდაა გაუმჯობესებული. თუ 15 000 ევროზე იაფი ეღირება, გაითვალისწინეთ, რომ დიდი შანსია, ნაკლებად სანდო ვარიანტი იყოს. ან გარბენი ექნება უსაშველოდ დიდი, ანაც სხვა სერიოზული პრობლემა...
მალტე ბიუტნერი

ტექნიკური მონაცემები - BMW X3 (2011)
  • ძრავა: 4-ცილინდრიანი
  • სარქველები/გამ. ლილვი: ცილინდრზე 4/2
  • ძრავის მოცულობა: 1995 სმ3
  • სიმძლავრე: 135 კვტ (184 ცხ. ძ.) 4000 ბრ/წთ
  • მაბრუნი მომენტი: 380 ნმ/1750 ბრ.
  • მაქსიმალური სიჩქარე: 210 კმ/სთ
  • აჩქარება 0-100 კმ/სთ: 8,5 წამში
  • ავზი/საწვავი: 67 ლ./დიზელი
  • გადაცემათა კოლოფი: 6-საფ. მექანიკური
  • ამძრაობა: სრული
  • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4648/1881/1661 მმ
  • საბარგულის მოცულობა: 550-1600 ლიტრი
  • წონა/ტვირთამწეობა: 1790/500 კგ
საკიდარი

არ უყვარს მართვის სპორტული სტილი. ყველაზე ხშირად ბუნიკებია გამოსაცვლელი. 8-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე ამ კლასის სხვა ავტომობილებში.

Auto Bild

ნავიგაციის სისტემა

ნავიგაციის სისტემა ხანდახან იჭედება. როგორც წესი, განახლება (Update) შველის ხოლმე.

Auto Bild

საბურავების ცვეთა

ახასიათებს საბურავების არათანაბარზომიერი ცვეთა. ზოგადადაც, სრული ამძრაობის მძიმე წონის გამო, ცვეთა საკმაოდ მაღალია.

Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:
ორივე მერსედესი 12 000 ევრო ღირს - რომელი ჯობია?
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ელეგანტური ბენცი მერსედესის ნაღდი მოყვარულებისთვის
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ამ ჰიბრიდს შეგიძლიათ თამამად ენდოთ!
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება Mercedes GLK-ს შეძენისას?
Auto Bild


იშვიათი და ელეგანტური მანქანა გსურთ?
რას იტყვით ამ ”მაზერატიზე”?

Auto Bild


რამდენად სანდო და გამძლეა X6-ის პირველი თაობა?
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ღირს თუ არა ამ ჯიპის ყიდვა?
Auto Bild


საუკეთესო, ან არაფერი? Mercedes S-კლასი (W 140)
Auto Bild


ასევე იხილეთ:
რომელი მანქანების შენახვა ჯდება ყველაზე იაფი?
Auto Bild


Mercedes GLK 100 000-კილომეტრიანი ტესტის შემდეგ (+VIDEO)
Auto Bild
\

მანქანა მარადისობისთვის (+VIDEO)
Auto Bild


ფრთხილად ამ მანქანებთან!
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
რა რჩება მანქანისგან 19 წლის შემდეგ? (+ VIDEO)
Auto Bild


მილიონერი BMW, რომელიც დავშალეთ
და ყველა დეტალი შევამოწმეთ!

Auto Bild


რამდენად გამძლეა Volvo XC90?
Auto Bild


ნაღდი ამერიკელი თავისი პლუსებით და მინუსებით
Auto Bild


მანქანა, რომლის შეძენას არ ინანებთ: Honda CR-V
Auto Bild


ვარგა ეს ჰამერი?
Auto Bild


რატომაა ის ასეთი იაფი?
Auto Bild


ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Honda CR-V
Auto Bild


ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Toyota RAV 4
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად