რომელი მანქანები წვავენ ყველაზე მეტს?
რომელი მანქანები წვავენ ყველაზე მეტს?
26.02.2018
30 ავტომობილი, რომლებმაც AUTO BILD-ის ტესტებზე საშუალოდ ყველაზე მეტი საწვავი დაწვეს

საწვავის ხარჯი უაღრესად მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი ჯიბისთვის, არამედ იმ გარემოსთვის, სადაც ვცხოვრობთ. წარმოგიდგენთ 30 ავტომობილს, რომლებმაც AUTO BILD-ის ტესტებზე ყველაზე მეტი საწვავი მოიხმარეს.

AUTO BILD-ის ერთგულმა მკითხველებმა იცით, რომ საწვავის ხარჯის თვალსაზრისით ავტომწარმოებლის ოფიციალური დაპირება ერთია, რეალობა კი - ყოველთვის სხვანაირია. ამის შესახებ არაერთხელ დაგვიწერია და დეტალებს ახლა აღარ ჩავუღრმავდებით. ამ მანქანების შემთხვევაშიც ასე იყო - თითოეული მათგანის საშუალო ხარჯი ტესტის დროს იმაზე მეტი იყო, ვიდრე ქარხნულ მონაცემებში
გახლდათ მითითებული.

Auto Bild

ყველაზე ხარჯიანი მანქანები იმ ავტომობილებიდან შევარჩიეთ, რომლებიც 2015 წლის პირველი იანვრის შემდეგ გავტესტეთ. მაგალითად, ”აუდი” გვეუბნება, რომ A6 RS6 Avant Performance 605 ცხენის ძალით 100 კილომეტრზე საშუალოდ 9,6 ლიტრს წვავს. ტესტის დროს კი, V8-Biturbo-ს საშუალო ხარჯი 13,4 ლიტრი სუპერი იყო.

ან, მაგალითად, Mercedes-AMG C 63 S - მან 100 კილომეტრზე საშუალოდ 12,6 ლიტრი სუპერი მოიხმარა, შტუტგარტელთა ოფიციალური დაპირება კი 8,2 ლიტრი იყო.
  • ამ 30-ეულში ყველაზე ხარჯიანი მანქანა 100 კილომეტრზე საშუალოდ თითქმის 20 ლიტრს წვავს!
30-ივე ავტომობილს, თავიანთი მონაცემებით, ასევე დაპირებული და რეალური ხარჯით ფოტოგალერეაში
ნახავთ.

როგორ ითვლის AUTO BILD საწვავის ხარჯს?

იმისათვის, რომ საწვავის რეალური საშუალო ხარჯი გამოვითვალოთ, თითოეული მანქანა 155 კილომეტრს გადის. აქედან, სატესტო ავტომობილმა 61 კილომეტრი ქალაქგარეთ, პატარა გზებზე უნდა იაროს, 40 კილომეტრი ქალაქში, ხოლო 54 კილომეტრი კი - ავტობანზე. ცხადია, ტესტირების დროს ყოველთვის ვიცავთ მოძრაობის წესებს, არასდროს ვაჭარბებთ სისწრაფეს და ვცდილობთ, რომ მანქანა არც აგრესიულად ვმართოთ და არც ზედმეტად დაბალი ბრუნებით.

თუმცა ავტობანის ნაწილი მაქსიმალურ სიჩქარესაც მოიცავს. როგორც იცით, გერმანიაში ხშირადაა მონაკვეთები, სადაც ავტობანზე სისწრაფე შეზღუდული არ არის - ასეთ დროს, მარჯვენა პედალს ბოლომდე ვაჭერთ და ასე გავდივართ ზუსტად 20 კილომეტრს. იმისათვის, რომ ზუსტი შედეგი მივიღოთ, სატესტო მანქანის საწვავის ავზს ტესტის წინ და ტესტის შემდეგ ბოლომდე ვავსებთ.

ახლა კი ნახეთ 30 ყველაზე ხარჯიანი მანქანა 2015 წლის პირველი იანვრის შემდეგ გატესტილ მანქანებს შორის.

იხილეთ დეტალური მონაცემები ფოტოგალერეაში
რომელი მანქანები წვავენ ყველაზე მეტს?
Auto BildAuto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად