ორივე მერსედესი 12 000 ევრო ღირს - რომელი ჯობია?
ორივე მერსედესი 12 000 ევრო ღირს - რომელი ჯობია?
01.08.2017
დაახლოებით 12 000 ევროდ შესაძლებელია თანამედროვე ჭკვიანი ”E-კლასის” ან კარგად მოვლილი Mercedes W 115-ის ყიდვა

სედანის კლასიკური დიზაინი, შავი ნაჭრის სავარძლები, ყველაზე გავრცელებული ფერი და ”მერსედესის” ლოგო. 2011 წელს გამოშვებული Mercedes E 200 CGI ისეთი მოკრძალებული და კეთილშობილია, რომ მხოლოდ სიდედრის საყვარელი მანქანა შეიძლება იყოს. რაში დაგეხმარება მისი კარგი ხარისხი, თუკი ყველა იფიქრებს, რომ ეს მანქანა ბაბუაშენმა გათხოვა?

არადა, დაახლოებით ასეთივე ფასად შეიძლება ამ ”E-კლასის” ნამდვილი პაპის ყიდვა. ლეგენდარულ ”შტრიხ 8-ს” ვგულისხმობთ. ეს გახლავთ ავტომობილი, რომელსაც ინსაიდერულად W 114/115-ს უწოდებენ
და რომელმაც ახალგაზრდობის საუკეთესო წლები დიდი ხანია, უკან მოიტოვა. დღეს ის უკვე სერიოზული კლასიკაა. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ კარგ მდგომარეობაშია. კარგად მოვლილი მოდელები, როგორსაც ფოტოზე ხედავთ (ლურჯი 230.4), დიდი ხანია, 10 000 ევროზე ძვირად ფასობენ და რაც დრო გადის, ფასი მხოლოდ ემატებათ.

Auto Bild
  • Mercedes E 200 CGI - გამოშვების წელი: 2011; გარბენი: 106 050 კმ; ფასი: 12 000 ევრო
  • Mercedes 230.4 - გამოშვების წელი: 1976; გარბენი: 86 545 კმ; ფასი: 12 000 ევრო
ჰოდა, რატომაც
არ უნდა ვთქვათ უარი 2011 წლის მოდელზე, რომელიც ახლა მხოლოდ იაფდება და რატომ არ უნდა ავირჩიოთ კლასიკა, რომელიც მხოლოდ ძვირდება? მისი საწვავის ხარჯი დაახლოებით 11 ლიტრია. კლასიკური W 115 ბევრი რამის გამო შეიძლება შეგიყვარდეს. პირველ რიგში იმიტომ, რომ დროში გამოგზაურებს. მის სავარძელზე მოთავსებისას იმწამსვე მიხვდები, რატომ მიიჩნეოდა ”მერსედესში” ჯდომა 70-იან წლებში უპრესტიჟულეს მოვლენად. პლუს დიდი საჭე, ცოტა ღილაკი და ა.შ.

Auto Bild
60/70-იანი წლების მოდური ხაზი: W 115-ის დიზაინი პოლ ბრაკის შემოქმედებაა, რომელიც მოგვიანებით ჯერ BMW-ში, მერე კი ”პეჟოში” მუშაობდა. ინტერიერი იდეალურადაა შესრულებული, სივრცის შეგრძნება შეუდარებელია.

Auto Bild
სავარძლები კომფორტულია, მაგრამ გვერდული მდგრადობით არ გამოირჩევა.

Auto Bild
მიუხედავად მეგა-საჭისა, მოხვევას ძალა სჭირდება.

Auto Bild
2,3-ლიტრიანი ძრავა 110 ცხენის ძალით შესანიშნავად მუშაობს.


მართვის დროს ისიამოვნებ შესანიშნავი კომფორტით, ინტერიერის უზუსტესი და უნაკლო შესრულებით, გაწონასწორებული ძრავით და მიხვდები, რაში მდგომარეობს ”მერსედესის” საინჟინრო ხელოვნების საიდუმლო, რომელმაც ეს მარკა დიდების მწვერვალზე აიყვანა. მერე რა, რომ ავტობანზე მეხუთე გადაცემა გვაკლია?
  • და ასეთი ისტორიის ფონზე, რა უნდა იყოს თანამედროვე ”E-კლასის” არგუმენტი? მაგალითად, ხარისხი.
W 212-ს 2009-დან 2016 წლამდე უნდა დაემტკიცებინა, რომ შტუტგარტში წინამორბედის შეცდომებზე ისწავლეს და მანქანას აღარც კოროზიის პრობლემა შეაწუხებდა და აღარც მისი ელექტროობა აურევდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ”მერსედესმა” ამ მოდელში ეს მართლაც მოახერხა. გერმანიის ტექ. დათვალიერების არქივში ეს ”E-კლასი” ერთ-ერთი სამაგალითო ავტომობილია.

Auto Bild

შტუტგარტში მოახერხეს ხარისხის იმ დონეზე გაუმჯობესება, რომ ”მერსედესს” თამამად გამოეყენებინა სლოგანი ”საუკეთესო, ან არაფერი”. ღილაკები და ჩამრთველები ზუსტად იქაა, სადაც ელოდები. ყველა ადგილზე იმდენი თავისუფლებაა, რომ ”S-კლასზე” აღარ იოცნებებ. 4-ცილინდრიანი ძრავა ისე მშვიდად და გაწონასწორებულად მუშაობს, რომ 6-ცილინდრიანს დაგავიწყებს - თანაც, ეკონომიურია. იმდენად ეკონომიური, რომ დიზელზე დაფიქრებას აზრიც კი ეკარგება. თანაც, მისი დიზელი მომავალ, ევრო 6-ის ზონებში აღარ გამოდგება.

Auto Bild
ახლებურად ინტერპრეტირებული ძველი ღირსებები - ვინ იფიქრებდა, რომ ”E-კლასი” უფრო მეტ ხეს და უფრო დიდ ანალოგურ საათს შემოგვთავაზებდა, ვიდრე მისი ბაბუა? შედარებით მოკრძალებული კომპლექტაციის დამსახურებაა ის, რომ მომსახურებაში ღილაკებთან ომი არ მოგიწევთ

Auto Bild
E 200 CGI-ს ძრავა 4-ცილინდრიანი აგრეგატია, 1,8 ლიტრი მოცულობით

Auto Bild
საბაზო მოდელს 236 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია, მაგრამ ასეთი სისწრაფე დიდად არ უყვარს - მშვიდი სეირნობა ურჩევნია

Auto Bild
ხმაურიზოლაცია შესანიშნავია, სივრცე - ძალიან ბევრი. ნაჭრის შავი სავარძლები მდიდრულად არ გამოიყურება, მაგრამ კომფორტულია

ზუსტად ისე, როგორც ძველი, E 200-იც გვიჩვენებს, რომ ნაკლები, სინამდვილეში, შეიძლება მეტი იყოს. შესანიშნავი 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი იმდენად კარგია, რომ თუ თავმოყვარე მძღოლი ხარ, ავტომატიკა არ მოგენატრება. სავარძლების გათბობა? ნაჭრის სალონში მაგაზე უარის თქმა შეიძლება. სამაგიეროდ, ბორტზეა კრუიზკონტროლი, რომელიც ჯერ კიდევ დიდი ბერკეტით აქტიურდება. და კომფორტი - ”მერსედესისთვის” დამახასიათებელი კომფორტი შორ გზაზე მგზავრობისას.
  • იქნებ ოლდთაიმერმა ხარჯების კრიტერიუმში აჯობოს?
Auto Bild

რაც უნდა იყოს, კლასიკა მხოლოდ ძვირდება, ეს თანამედროვე ”E-კლასი” კი ხუთი წლის შემდეგ ამის ნახევარიც აღარ ეღირება.Auto Bild

ეს მართალია, მაგრამ გააჩნია, რისთვის გჭირდებათ მანქანა. ყოველდღიური მოხმარებისთვის კლასიკა არ გამოდგება. უფრო სწორად, კი გამოდგება, მაგრამ მაგ შემთხვევაში ფასი დიდად აღარ მოემატება, მოსავლელიც იქნება და ინვესტიციები დაჭირდება. ორი აზრი არ არსებობს, 230.4 საკულტო მოდელია, რომელიც ასაკში აღარ უნდა გაცვითო. ამიტომაცაა, რომ ლეგენდარული ”ბენცი” უფრო იმისთვისაა, ვინც ამ მანქანით მხოლოდ კვირაში ერთხელ გაისეირნებს, დანარჩენ დროს კი მანქანას ფარეხში გაატარებინებს. იმიტომ, რომ ”შტრიხ 8” დიდი ხანია, პენსიაზეა. სხვებისთვის კი, ”E-კლასი” (W 115) ჯობია, რომელსაც ასევე სამართლიანად ჰქვია ”მერსედესი” და კიდევ დიდხანს არ იქნება ბებერი.

დასკვნა
კლასიკური ავტომობილების მოყვარულები, ცუდად არ გაგვიგოთ: თქვენი სათაყვანებელი ”/8” ულაპარაკოდ ლეგენდა და ერთ-ერთი საუკეთესო ანტიკვარია ყოველდღიური მოხმარებისთვის. თუმცა დაგვეთანხმებით, თუ გვინდა, რომ კლასიკურობა შეინარჩუნოს და ფასიც მოემატოს, ამ ლეგენდიტ ყოველდღე 50 კილომეტრი არ უნდა გაიარო. ”E-კლასი” კი სამაგალითო მეორადი ავტომობილია - ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. და თანაც, ნაღდი ”მერსედესია”.
მალტე ბიუტნერი

ეს ”E-კლასი” ლეგენდარული წინამორბედების გზაზე დგას

Auto Bild

W 212-ის პრემიერას 2009 წელს ბევრი სკეპტიკურად შეხვდა. ზოგს მისი კუთხოვანი დიზაინი არ მოსწონდა, ზოგსაც ეშინოდა, რომ წინამორბედივით პრობლემური ელექტროობა ექნებოდა. წლები გავიდა და დღეს უკვე ვიცით, რომ ამ თაობის ”E-კლასი” აბსოლუტურად გამომდგარი და შემდგარი ავტომობილია. თავისი ხარისხითა და შესრულებით ის ახლოსაა ისეთ ლეგენდებთან, როგორებიც W 123 და W 124 იყვნენ. მართალია, ამ თაობის მოდელებს აღენიშნებათ პრობლემები ინჟექტორებზე და წყლის ტუმბოზე (დიზელის შემთხვევაში), მაგრამ ეგზემპლარების აბსოლუტური უმრავლესობა დიდ გარბენს უპრობლემოდ აღწევს. იმდენად უპრობლემოდ, რომ ტექ-დათვალიერების არქივში თითქმის არაფერი ჩანს. ოღონდ, ფრთხილად იყავით: W 212-ის გარბენი ძალიან ხშირადაა ჩამოყრილი!!!
  • ინჟექტორები: E 220 CDI-ში და E 250 CDI-ში მწარმოებელ Delphi-ს Piezo-ინჟექტორები იოლად ფუჭდება. ”მერსედესი” ამ პრობლემით შეწუხებულ კლიენტებს უფასოდ ეხმარებოდა.
  • პარკინგის მუხრუჭი: არათანაბარზომიერი ეფექტის პრობლემა ისეთივე ძველია, როგორც თავად ხელის მუხრუჭის შემცვლელი.
  • ჯაჭვის დამჭიმი: ეს პრობლემა მხოლოდ 4-ცილინდრიან დიზელს ეხება. ”მერსედესმა” ეს პრობლემაც ბევრს უფასოდ აღმოუფხვრა.
ხარისხი ასაკისგან ვერ დაგიცავს

Auto Bild

ბევრი ანტიკვარი ნამდვილად ვერ გასიამოვნებთ ყოველდღე ისე, როგორც ეს ლეგენდარული ”ბენცი”. თანაც, ”მერსედესი” დღემდე ძალიან ბეჯითად აწარმოებს მის ნაწილებს. მაგრამ 40 წელზე მეტი ასაკისაა და მისი კარგად მოვლა და კარგი შენახვა ინვესტიციებთანაა დაკავშირებული. მუდმივად უნდა მიაქციო ყურადღება, რომ სადმე კოროზია არ გაბატონდეს. ცვეთადი ნაწილებიც ძვირდება. ინტერიერის დეტალების გარკვეული ნაწილი კი უკვე აღარც იწარმოება.
  • ჟანგი: კარის ზღურბლი, საბურავების თაღები, იატაკი, კარის ქვედა კანტები - კოროზიის მხრივ პრობლემური ზონები ბევრია. მოვლა ძვირი სიამოვნებაა.
  • წყალი: თუ წყალმა სალონში შემოაღწია, ესეც კოროზიის ბრალია და პრობლემურ ადგილს აღდგენა ჭირდება.
  • ღერძის ბერკეტი: წლების განმავლობაში კოროზია აქაც გაბატონდება ხოლმე და ეს ძალიან საშიშია.
Auto Bild
ასევე დაგაინტერესებთ:
ელეგანტური ბენცი მერსედესის ნაღდი მოყვარულებისთვის
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ამ ჰიბრიდს შეგიძლიათ თამამად ენდოთ!
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება Mercedes GLK-ს შეძენისას?
Auto Bild


იშვიათი და ელეგანტური მანქანა გსურთ?
რას იტყვით ამ ”მაზერატიზე”?

Auto Bild


რამდენად სანდო და გამძლეა X6-ის პირველი თაობა?
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ღირს თუ არა ამ ჯიპის ყიდვა?
Auto Bild


საუკეთესო, ან არაფერი? Mercedes S-კლასი (W 140)
Auto Bild


ასევე იხილეთ:
რომელი მანქანების შენახვა ჯდება ყველაზე იაფი?
Auto Bild


Mercedes GLK 100 000-კილომეტრიანი ტესტის შემდეგ (+VIDEO)
Auto Bild
\

მანქანა მარადისობისთვის (+VIDEO)
Auto Bild


ფრთხილად ამ მანქანებთან!
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
რა რჩება მანქანისგან 19 წლის შემდეგ? (+ VIDEO)
Auto Bild


მილიონერი BMW, რომელიც დავშალეთ
და ყველა დეტალი შევამოწმეთ!

Auto Bild


რამდენად გამძლეა Volvo XC90?
Auto Bild


ნაღდი ამერიკელი თავისი პლუსებით და მინუსებით
Auto Bild


მანქანა, რომლის შეძენას არ ინანებთ: Honda CR-V
Auto Bild


ვარგა ეს ჰამერი?
Auto Bild


რატომაა ის ასეთი იაფი?
Auto Bild


ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Honda CR-V
Auto Bild


ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Toyota RAV 4
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად