ელეგანტური ბენცი მერსედესის ნაღდი მოყვარულებისთვის
ელეგანტური ბენცი მერსედესის ნაღდი მოყვარულებისთვის
06.06.2017
თუკი განსაკუთრებულ, გამორჩეულ ავტომობილებს ანიჭებთ უპირატესობას, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ Mercedes CLS 500-ზე. კუპესებრი 4-კარიანის ფენომენის ფუძემდებელი მართლაც განსაკუთრებული მანქანაა.

Auto Bild

ისე, CLS-ის პირველი თაობა იშვიათი ავტომობილი ნამდვილად არ არის. მართალია, თავისი უაღრესად ელეგანტური სილუეტით ის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ კომპანიაში გამოირჩევა და ყოველთვის ყურადღებას იქცევს, მაგრამ ჯამში C 219-ის დაახლოებით 170 000 ეგზემპლარი გაიყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უაღრესად წარმატებული და არცთუ იშვიათი ავტომობილია.

სამაგიეროდ, საკმაოდ იშვიათი და, თუ შეიძლება ასე ითქვას, ლიმიტირებულია ის ვერსია, რომელსაც ამ სტატიაში წარმოგიდგენთ.
ვგულისხმობთ ”დიდ” 500-ს, რომელსაც 5,5-ლიტრიანი V8 ძრავა (M 273) აქვს. ამ აგრეგატის სიმძლავრე 388 ცხენის ძალაა. 2006 წლიდან მან უფრო სუსტი 8-ცილინდრიანი (M-113) ჩაანაცვლა, რომელსაც 306 ცხენის ძალა ჰქონდა.

Auto Bild

ამრიგად, ამგვარი შესრულებით CLS ნაღდად და ფაქტობრივად უფრო იშვიათი მოდელია, ვიდრე AMG მოდელები CLS 55 და 63. სიმართლე ვთქვათ, CLS-ის ელეგანტურობას ნაკლებად შეეფერება AMG-ვერსიის 4 დიდი მაყუჩი - ისევე, როგორც დიზელის 6-ცილინდრიანები 320 ან 350 CDI-დან. ჩვენი აზრით, CLS იმ შემთხვევაშია სრულყოფილი, როდესაც საქმე 500-თან გვაქვს. ამ ვერსიაში სიმძლავრე საკმარისზე მეტია.

Auto Bild

პირველ წლებში გამოშვებული 8-ცილინდრიანი ვერსიები
6-ცილინდრიანებისგან ვიზუალურად მხოლოდ წარწერით განსხვავდებიან. ამიტომაცაა, რომ თუკი თანამგზავრი CLS-ებში დეტალურად ვერ ერკვევა, აუცილებლად აღფრთოვანებული დარჩება V8-ძრავის ჟღერადობით და გაოცებული იკითხავს, კაპოტის ქვეშ ასეთი რა ძრავა დგასო.

განსაკუთრებულია 8-ცილინდრიანი CLS-ის შესაძლებლობებიც. თითქმის 1,9-ტონიანი ავტომობილი, რომელიც სიგრძეში თითქმის 5 მეტრია, 100 კმ/სთ-მდე 5,4 წამში ჩქარდება. მაქსიმალური სისწრაფის განვითარება კი კუპესებრი E-კლასით საერთოდ არ არის აუცილებელი. უმჯოვესია, მძღოლმა 530 ნიუტონმეტრით ისიამოვნოს და ზუსტად იცოდეს, რომ თუ დაჭირდა, რეზერვი საკმარისზე მეტია. გქონდეს ასეთი სიმძლავრე და არ იარო აგრესიულად? ეს მართლაც ძალიან იშვიათი ამბავია, მაგრამ CLS-ის მფლობელები მიხვდებიან, რასაც ვგულისხმობთ...

Auto Bild
Auto Bild
Mercedes CLS 500 (2006 - 2010)
ძრავა - V8
ამძრავი - უკანა
სიგრძე/სიგანე/სიმაღლე - 4,91/1,87/1,39 მეტრი
წონა - 1835 კგ
ავზი/რეკ. საწვავი - 90 ლიტრი / Super
ძრავის მოცულობა - 5461 სმ3
კვ (ცხ. ძ.) ბრ/წთ - 285 (388) / 6000
მაბრუნი მომენტი - 530 ნმ / 2800 – 4800
მაქს. სიჩქარე - 250 კმ/სთ (ელ. რეგ.)
0 - 100 კმ/სთ - 5,4 წამში
გადაცემათა კოლოფი - 7-საფ. ავტომატიკა

ასევე იხილეთ:
ამ ჰიბრიდს შეგიძლიათ თამამად ენდოთ!
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება Mercedes GLK-ს შეძენისას?
Auto Bild


იშვიათი და ელეგანტური მანქანა გსურთ?
რას იტყვით ამ ”მაზერატიზე”?

Auto Bild


რამდენად სანდო და გამძლეა X6-ის პირველი თაობა?
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ღირს თუ არა ამ ჯიპის ყიდვა?
Auto Bild


საუკეთესო, ან არაფერი? Mercedes S-კლასი (W 140)
Auto Bild


ასევე იხილეთ:
რომელი მანქანების შენახვა ჯდება ყველაზე იაფი?
Auto Bild


Mercedes GLK 100 000-კილომეტრიანი ტესტის შემდეგ (+VIDEO)
Auto Bild
\

მანქანა მარადისობისთვის (+VIDEO)
Auto Bild


ფრთხილად ამ მანქანებთან!
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
რა რჩება მანქანისგან 19 წლის შემდეგ? (+ VIDEO)
Auto Bild


მილიონერი BMW, რომელიც დავშალეთ
და ყველა დეტალი შევამოწმეთ!

Auto Bild


რამდენად გამძლეა Volvo XC90?
Auto Bild


ნაღდი ამერიკელი თავისი პლუსებით და მინუსებით
Auto Bild


მანქანა, რომლის შეძენას არ ინანებთ: Honda CR-V
Auto Bild


ვარგა ეს ჰამერი?
Auto Bild


რატომაა ის ასეთი იაფი?
Auto Bild


ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Honda CR-V
Auto Bild


ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Toyota RAV 4
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად