არაამქვეყნიური კადილაკი ამქვეყნიური გზებისთვის
არაამქვეყნიური კადილაკი ამქვეყნიური გზებისთვის
10.05.2017
„კადილაკმა“ კონცეპტუალური კუპე (მანამდე თითქმის იდენტური გარეგნობის სედანი “ვოიაჟი”) იმ დროს შეიმუშავა, როცა დახვეწილ აეროდინამიკაზე მოთხოვნა სერიულ ავტომობილებზეც სულ უფრო აქტუალური გახდა. მისი დებიუტი დეტროიტის 1989 წლის ავტოშოუზე შედგა, სადაც ითქვა, რომ „სოლსტაისის“ სტილის ავტომობილი შესაძლოა კონვეიერზე დამდგარიყო.

Auto Bild

ამ ავტომობილზე მუშაობისას, დიზაინერების მთავარი მიზანი ის იყო, რომ ავტომობილს შემხვედრი ჰაერისადმი ნაკლები წინააღმდეგობა ჰქონოდა. მართლაც, მას აქვს წვრილი წინა ნაწილი, ძარაში ჩამალული ფარები და ნახევრად დაფარული ბორბლები. გარდა ამისა, „სოლიტერს“ თითქმის არ ჰქონდა წახნაგოვანი ნაწილები. მისთვის ბორბლებიც კი (20-დუიმიანი) სპეციალურად შეიმუშავეს, რათა
გადაადგილებისას გორვის ნაკლები წინააღმდეგობა შეექმნა და ნაკლები ხმაურიც გამოეწვია.

Auto Bild

სალონში რა თქმა უნდა, უმაღლესი კომფორტით გამოირჩეოდა. სავარძლები 20 მიმართულებით, ელექტრონიკით რეგულირდებოდა, რაც იმ დროისთვის უჩვეულო იყო. სალონშივე განლაგდა ორი მონიტორი, რომლებზეც გარე სარკეების ნაცვლად მომუშავე კამერებისგან მიღებული კადრები გამოისახებოდა.

მაშინ არავინ ფიქრობდა იმაზე, რომ მალე ავტოინდუსტრიაში დამკვიდრებას დაიწყებდა ელექტრომობილი და რომ მწარმოებლები ჭარბ ცილინდრებს ნამდვილ ბრძოლას გამოუცხადებდნენ. ამიტომ „სოლიტერი“ მრავალცილინდრიანი აგრეგატით აღჭურვეს. ეს იყო იმ დროისთვის პერსპექტიული, 6.6-ლიტრიანი ატმოსფერული V12, რომელიც 430 ცხენის ძალას და 637 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებდა. მასთან წყვილში 4-საფეხურიანი ავტომატი მუშაობდა. ამ აგრეგატის
დახმარებით, „სოლიტერს“ (თეორიულად) მაქსიმუმ 300 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეეძლო.

Auto Bild

ისევე როგორც კონცეპტუალური ავტომობილი, ძრავაც (მის შექმნაში კომპანია „ლოტუსის“ სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ) კონვეიერზე არასდროს დამდგარა. ორივემ ადგილი სამუდამოდ დაიკავეს „ჯენრალ მოტორსის“ მუზეუმში. თუმცა მანამდე მათი კინოდებიუტი შედგა - ავტომობილი 1993 წელს გადაიღეს ფილმში „დამანგრეველი“, რომელშიც სილვესტერ სტალონე თამაშობს.

Auto Bild

ასევე იხილეთ:
საუკეთესო ყველგანმავალი!
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ეს მერსედესი უერთგულესი მეგობარია
Auto Bild


პატარა, მაგრამ ძალიან დიდი BMW
Auto Bild


ყველა მამაკაცის ოცნების მანქანა: ლეგენდარული მუსტანგი
Auto Bild


მერსედეს W124-ის ხარისხი:
გერმანელმა მილიონი კილომეტრი უპრობლემოდ გაიარა!

Auto Bild


ასევე იხილეთ:
რთული წარსულის მქონე ანტიკვარული
მერსედესი 6.6 მილიონ დოლარად გაიყიდა

Auto Bild


მერსედესის იშვიათი კუპე, რომლის შესახებ ბევრმა არაფერი იცის
Auto Bild


ბრეჟნევის, ლენონის და კლარკსონის ლიმუზინი
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ
ავტომობილს ახლა 56 მილიონად ყიდიან!

Auto Bild


97 წლის ბაბუმ ახალი ”ფორდ მუსტანგი” იყიდა! (+ VIDEO)
Auto Bild


გაიცანით პაჯეროს დიდი ბაბუა
Auto Bild


მერსედესს პიკაპი ადრეც ჰყავდა!
Auto Bild


ერთი მახინჯი მანქანის ამბავი: Fiat Multipla
Auto Bild


ეს ველური ბენცი სამი AMG GT-ს ფასად გაიყიდა!
Auto Bild


საუკეთესო, ან არაფერი? Mercedes S-კლასი (W 140)
Auto Bild


ბრაბუსმა 8 კლასიკური მერსედესი განაახლა
Auto Bild


აი, ასეთი ყველგანმავალი ჰყავდა მერსედესს 1906 წელს
Auto Bild


სამთვალა, რომელიც მისტერ ბინს ნერვებს უშლიდა
Auto Bild


ეს სასაცილო მანქანა წარმოუდგენელ ფასად გაიყიდა (+ VIDEO)
Auto Bild


ქალწული ბენცი
Auto Bild


60-იანი წლების ლეგენდარული კუპე:
Mercedes 250 SE Coupé

Auto Bild


BMW-ს ძველი სამი მუშკეტერი
Auto Bild


იხილეთ ფოტოგალერეა:
40 ავტომობილი, რომელიც აუცილებლად უნდა გიყვარდეს
Auto Bild


იხილეთ ფოტოგალერეა:
საუკეთესო კლასიკური ავტომობილები

Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად