BMW-ს ძველი სამი მუშკეტერი
BMW-ს ძველი სამი მუშკეტერი
25.01.2016
მესამე სერია 40 წლისაა. წარმოგიდგენთ სამიანების სამი თაობის შედარებას. რომელია საუკეთესო?

ოლდთაიმერი, იანგთაიმერი, ხვალინდელი კლასიკა: BMW-ს მესამე სერიის პირველი სამი თაობა გამორჩეული მოდელებია. ეს საგა E21-ით დაიწყო, E30-ით გაგრძელდა, მერე იყო E36 და ა.შ. თუკი ამ კომპაქტური სპორტული სედანის პირველი ეგზემპლარები უკვე მხოლოდ სერიოზული მოყვარულების ფარეხებში დგას, მომდევნო მოდელები დღემდე ამტკიცებენ თავიანთ შესაძლებლობებს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კითხვა ასე დაგვესვა: რა აერთიანებს ამ სამ BMW-ს, რომლებიც სხვადასხვა ათწლეულებიდან არიან? და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან?

უძველესი E21

Auto Bild

დავიწყოთ სულ ძველით, E21-ით. უფროსი თაობის
წარმომადგენლები ამ BMW-ს დანახვისას შეიძლება ცრემლადაც კი დაიღვარონ. მოქნილი ფორმატი, BMW-ს მოყვარულისთვის ზედგამოჭრილი ფორმები და მთელი მაშინდელი სულისკვეთება. ეს მანქანა თითქოს გვეუბნება, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 70-იან წლებშიო. 70-იანებში კი, იცით, როგორ იყო? მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა, რომ მანქანას დიდი საფერფლე ჰქონოდა. სულაც საწყისი, საბაზო მოდელი 316 რომ ნახოთ, ერთი წამითაც არ დაგეუფლებათ ისეთი განცდა, რომ რამე გაკლიათ. მისი კაპოტის ქვეშ გამოცდილ-გამობრძმედილი 4-ცილინდრიანი მუშაობს, რომელიც ნორმალ-ბენზინს სვამდა.

Auto Bild

იმის გამო, რომ უძველესი ”მესამე სერია” მხოლოდ ერთ ტონაზე ოდნავ მეტს იწონის, 90 ცხენის ძალაც კი საკმარისია. მანქანა
გაზის მიცემაზე სპონტანურად რეაგირებს, გულიანად მიიწევს წინ და რაც უფრო იმატებს ბრუნების რაოდენობა, მით უფრო სოლიდურად მიქრის. თუმცა, იმატებს ხმაურიც, რასაც დღეს, პირველ რიგში ავტობანზე შეამჩნევთ. საკმარისია, 21-ე საუკუნეში ამ მანქანით ტრასაზე შეუბერო, რომ ხელი გადაცემათა კოლოფის ბერკეტისკენ ძალიან ხშირად გაგექცევა, რათა მეხუთე სიჩქარეში გადართო, მაგრამ ამაოდ - ამ ”სამიანს” მეხუთე არ აქვს. შესაბამისად, ისღა დაგრჩენია, რომ მეოთხედან ამოგდებული ისევ მეოთხეში ჩააგდო, ან გახალისდე და მესამეში გლიჯო, რათა მეოთხე უფრო მუღამიანად დაბრუნდეს. აღსანიშნავია, რომ ხუთსიჩქარიანიც გამოდიოდა, მაგრამ გაცილებით ძვირი ღირდა. ამ ეგზემპლარს კი, რომელიც 1980 წელსაა გამოშვებული, მეხუთე არ აქვს.

Auto Bild

E21 მოსახვევებში საგრძნობი გადახრით შედის, მაგრამ თავდაჯერებულია და მყისიერი საპირისპირო მანევრის დროსაც კი არ კარგავს თავს. ვისაც მეტი გართობა და ცელქობა უნდა, 320i ან ტოპ-მოდელი 323i უნდა აირჩიოს.

80-იანები E30-ით დაიწყო

Auto Bild

ახლა კი დროა, E30-ში გადავჯდეთ, რაც 80-იან წლებში გადანაცვლებას ნიშნავს: ამ მანქანაში უკვე ძალიან საქმიანი გარემოა. მძღოლის სამუშაო მაგიდის ლანდშაფტი გაცილებით დახვეწილია და აღარ არის ისეთი უსწორმასწორო, როგორც წინამორბედში. სამაგიეროდ, შენარჩუნებულია კომპაქტური სედანის ყველა პლუსი ისე, რომ მძღოლმა და მგზავრებმა სივრცის ნაკლებობაზე არ იწუწუნონ. ოღონდ ეს მხოლოდ სალონის წინა ნაწილს ეხება, უკანა სავარძელზე ჯდომა კი, განსაკუთრებით შორ გზაზე, არცისე სასიამოვნო ამბავია.

Auto Bild

M20-ექვსცილინდრიანი ძრავა, რომელიც BMW-ს კლასიკური ავტოპარკის ამ სატესტო მოდელს უდგას, ნეიტრალურ რეჟიმში მუშაობის დროსაც კი გულს გაგითბობს. პირველში ჩაგდებისა და გაზის მიცემის მერე კი, თავიდან მძიმედ იწყებს თავის საქმეს და მხოლოდ 3500 ბრუნიდან იგრძნობა სიცოცხლე, როგორსაც BMW-სგან ველოდებით.

Auto Bild

მაგრამ ყველაზე კარგი იცით, რა არის? ბეჯითი აგრეგატია! მაღალი ბრუნები უყვარს! ეს ”მესამე სერია” მოსახვევიდან მოსახვევამდე მელოდიურად მიქრის და მისი ცელქი, ლიმიტის გადაჭარბებისას სახიფათო მანერა მაშინვე მიგახვედრებს, რომელი მარკის ავტომობილს მართავ.

Auto Bild

ნახტომი 90-იანებში

Auto Bild

ნუთუ ეს ყველაფერი E36-საც ასე კარგად გამოსდის? რაც უნდა იყოს, ის ხომ გაცილებით მძიმე მანქანაა. ამ კითხვაზე პასუხი ყოველგვარი ”თუს” და ”მაგრამის” გარეშე ასე ჟღერს: დიახ! ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კაპოტის ქვეშ ზედგამოჭრილი აგრეგატი დგას. როცა 1990 წელს მესამე ”სამიანი” გამოვიდა, კომპაქტურ სედანში 6-ცილინდრიანი ძრავა ჯერ კიდევ თემა იყო. სწორედ ესაა მისი პლუსი! ჩვენ განკარგულებაშია 1999 წლოის სატესტო მოდელი, რომელსაც 170-ცხენისძალიანი, 2,5-ლიტრიანი ძრავა უდგას. ეს ძალიან მაგარი მოტორია!

Auto Bild

მართალია, დრო სჭირდება იმას, რომ წინამორბედის შემდეგ მის ინტერიერს შეეგუო, მაგრამ როგორც კი ადგილიდან მოწყდები, მხოლოდ ერთი სრუვილიღა გრჩება: რაც შეიძლება ხშირად წაავლო ხელი ბერკეტს, გადართო, გადმორთო და შარაგზებზე ისიამოვნო ამ ავტომობილის გამორჩეული სავალი ნაწილით და მწკრიული 6-ცილინდრიანის ავლადიდებით.

Auto Bild

ცოტაც და ეს მანქანა უკვე 20 წლის მეორადი იქნება. ვისაც გყავთ, გაუფრთხილდით - ეს მანქანა სერიოზული ავტო-კლასიკა გახდება!
მარტინ პუთცი

Auto Bild

ასევე იხილეთ:
BMW-მ ლას ვეგასში მომავალი გვიჩვენა! (+ VIDEO)
Auto Bild


ლუქსი გერმანულად: ახალი მე-7 სერია და S-კლასი
Auto Bild


BMW-ს ახალი ლუქს-ლიმუზინი:
ყველაფერი ახალი მე-7 სერიის შესახებ

Auto Bild


იხილეთ ფოტოგალერეა:
რა შეიცვალა ახალ მე-7 სერიაში
წინამორბედ მოდელთან შედარებით?
Auto Bild


10 ყველაზე სწრაფი SUV
Auto Bild


BMW M4 GTS-ის გადასარევი წრე ნიურბურგრინგზე (+ VIDEO)
Auto Bild


BMW-ს მომავალი სპორტქარი იაპონური გენებით
Auto Bild


ამ BMW-ს ფერარიზე მეტი ბრუნის მომენტი აქვს
Auto Bild


სუპერსპორტული BMW 2017 წლიდან გამოვა?
Auto Bild


BMW-ს ახალი და მომავალი მოდელები

Auto Bild


დატიუნინგებული BMW M2 480 ცხენის ძალით
Auto Bild


რომელ მანქანებს იპარავენ გერმანიაში ყველაზე ხშირად?
Auto Bild


გაიცანით: ყველაზე მძლავრი BMW X4
Auto Bild


ყველაზე მძაფრი BMW M6

Auto Bild


BMW თვითმფრინავის წინააღმდეგ
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
BMW,
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად