რამდენად გამძლე და ხარისხიანია მეორადი Tesla Model S?
რამდენად გამძლე და ხარისხიანია მეორადი Tesla Model S?
14.03.2018
მეორად ავტომობილებს შორის Tesla Model S ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია. მაინც როგორი მანქანაა ”ტესლა” წლების შემდეგ?

ჩაჯდები, ბერკეტს D-ზე გადაიტან და Tesla Model S მაშინვე უხმაუროდ იძრება. ეს მარკა 2003 წელს დაარსდა, ანუ, 14 წლის წინათ. მას მერე ”ტესლას” მხოლოდ პროგრესი აქვს - როგორც იმიჯის, ისე გაყიდვების თვალსაზრისით. მაღალი კლასის სედანის, Model S-ის გამოშვების შემდეგ კი, ”ტესლამ” გაყიდვები არნახულად გაზარდა. ნორვეგიაში Model S გაყიდვების რეიტინგში მეხუთე ადგილზეც კი იყო და, თანაც, არაერთხელ. ალბათ შენიშნავდით, რომ საუბარია ქვეყანაზე, რომელსაც საკუთარი ნავთობი
აქვს და არც ურბანული ცხოვრებით გამოირჩევა.

Tesla Model S-ის ასეთი გაყიდვები ნორვეგიაში იმის დამსახურებაა, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს უდიდეს შეღავათებს უწესებს.
  • საქმე ისაა, რომ Model S ნორვეგიელისთვის საბაზო ”ფოლკსვაგენ გოლფზე” ძვირი არ ღირს!
Auto Bild
Tesla Model S 85: გამოშვების წელი: 2014; გარბენი: 212 000 კმ; ფასი: 45 500 ევრო

გერმანიაში კი, ასეთ მიდგომაზე საუბარი, რა თქმა უნდა, უადგილოა. გერმანელისთვის შეღავათი მხოლოდ 4 000 ევროა და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ელექტრომობილის საბაზო ფასი 60 000 ევრომდეა. ახალი Tesla
Model S კი კი მინიმუმ 68 000 ევრო ღირს.

Tesla Model S უკვე მეორადი ავტომობილის რანგშიც ხელმისაწვდომი და პოპულარულია.
  • მოდით, ერთად გავარკვიოთ, როგორი მანქანაა ის გამოშვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ.
Auto Bild
”ტესლას” კოკპიტზე დიდი, 17-დუიმიანი ეკრანი დომინირებს. დამუშავების ხარისხი წლების განმავლობაში გაუმჯობესდა, მაგრამ გერმანული პრემიუმ-ბრენდებისგან ჯერ მაინც შორსაა

აღსანიშნავია, რომ მეორადი Model S-ების საკმაოდ დიდ ნაწილს თვითონ მწარმოებელი თავისივე ვებ-გვერდზე გვთავაზობს. მწარმოებელი ამ მანქანებს მეორე ცხოვრებისთვის ხელს შეავლებს ხოლმე, განაახლებს და 4-წლიან გარანტიასაც (ან მაქსიმუმ 80 000-კილომეტრიანი გარბენი) კი იძლევა. თუმცა ცოტა ხნის წინ ფირმის შეფმა ელონ მასკმა დააანონსა, რომ მეორადებზე საგარანტიო პირობებს 2 წლამდე შეამცირებს და, სამაგიეროდ, გარბენს 160 000 კილომეტრამდე გაზრდის. თანაც, მასკის თქმით, მეორადი Model S-ების ფასი საგრძნობლად შემცირდება. ეს ისეთი კლიენტებისთვის კეთდება, რომლებსაც Tesla Model 3-ისთვის 18-თვიანი ლოდინი არ სურთ. მოგეხსენებათ, Model 3 ”ტესლას” საწყისი მოდელია და გაცილებით იაფი ღირს.

კარგი მეორადი ავტომობილები ყველაზე იაფი მაინც პირად მფლობელებთანაა. ”ტესლას”, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ, ბრემენელი იანუშ ბერგჰოფი 45 500 ევროდ ყიდის. ეს გახლავთ 2014 წელს გამოშვებული Model S 85. როგორც ხედავთ, არცისე ძვირია, მაგრამ ამას თავისი მიზეზი აქვს: 3 წელიწადზე ნაკლებ დროში, საფრანგეთიდან შემოყვანილმა ამ ეგზემპლარმა 212 000 კილომეტრი გაიარა. ჰქონდა დაზიანება წინა მხარეს, რომელიც იანუშმა ”ტესლას” სერვის-ცენტრში უმაღლეს დონეზე აღმოფხვრა.

Auto Bild
”ტესლას” ასეთი დეტალებით ”დაიმლერი” ეხმარებოდა

ასეთი დიდი გარბენის კვალობაზე ”ტესლა” მაინც კარგ მდგომარეობაშია. მართალია, სალონში ასაკში შესული მანქანისთვის დამახასიათებელი ხმები უკვე ისმის, Model S-ს ეტყობა, რომ ამერიკაშია დამზადებული და დამუშავების ხარისხი აშკარად გასაუმჯობესებელია, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით ამ ”ტესლამ” სასიამოვნოდ გაგვაკვირვა: ლითიუმ-იონური აკუმულატორები თითქმის ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც თავიდან და თავდაპირველი შესაძლებლობების 90 პროცენტს იყენებს.
  • ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ტექნიკას ჯერ კიდევ დიდი რესურსი აქვს.
კოროზიულ-მექანიკური ცვეთა არც ძრავას აღენიშნება და არც ტრანსმისიას. ელექტრონული ასისტენტები ფუნქციონირებენ, ოღონდ ერთი გამონაკლისით: უკანა მარცხენა კარი აღარ იღება. როცა გასაღების მფლობელი მანქანას უახლოვდება, კარის სახელურები გამოდის, მერე კი ავტომატურად ისევ იმალება. როცა ასეთი ”ვუნდერვერკი” აურევს, მფლობელს 800-ევროიან ქვითარს გამოუწერენ, სახეზე კი თანამედროვე ტექნიკის ზიზღი დაეწერება.

Auto Bild
ავტომობილი 2,1 ტონას იწონის

ოღონდ, ასეთი დეტალები წლების შემდეგ გამოდის მწყობრიდან და არა გარბენის მიხედვით. შესაბამისად, კიდევ ბევრი დრო უნდა გავიდეს იმისათვის, რომ გავიგოთ, მართლაც რამდენად ხარისხიანი და გამძლეა ”ტესლა”. ჯერჯერობით Model S ცუდად არ მიდის...

დასკვნა
საკმაოდ დიდი გარბენის მიუხავად, კარგ მდგომარეობაშია და თანაც, დიდგარბენიანი Model S-ები ბევრია, რაც იმის ნიშანია, რომ გარბენი ბევრს არაფერს აკლებს. თანაც, ელექტრომობილს გაცილებით ნაკლები სერვისი ჭირდება, ვიდრე შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილს. მფლობელი დენსაც კი ბევრ ადგილზე უფასოდ იღებს.
მალტე ბიუტნერი

საერთო ჯამში სოლიდური - მცირე პრობლემები დეტალებში

Auto Bild
დამუხტვის შემდეგ რესურსი ახლა 368 კილომეტრია

”ტესლა” ყოველთვის ონლაინშია და პრობლემების შემთხვევაში სერვისი პირდაპირ ირთვება. თავიდან უფრო მეტი პრობლემა იყო, მაგრამ ე.წ. Update-ბით პრობლემები მოგვარდა. თავდაპირველ მოდელებში იყო ტრანსმისიის პრობლემები, რაც მწარმოებელმა გარანტიის ფარგლებში აღმოფხვრა. იმ დროს, როცა ამძრავის ბლოკი ნაკლებად საჭიროებს სერვისს, გადასაბმელი რვილები ხშირად უნდა შეიცვალოს. ”ტესლა” გვირჩევს, რომ საბურავები ყოველი 10 000 კილომეტრის შემდეგ გადავაადგილოთ.

Auto Bild
კარის სახელურები: მოდური თანამედროვე დეტალები ურევს. ახალი სახელური 800 ევრო ღირს.

Auto Bild
დამუშავების ხარისხი: ღრეჩოები კოკპიტზე, სავარძლების გადაკვრა და სხვა ასეთი დეტალები - ”ტესლას” ამაზე სამუშაო აქვს.

Auto Bild
კოროზია: სულ რაღაც 3 წლის შემდეგ საბარგულის კარის ამორტიზატორების ფოტო ასე არ უნდა გამოიყურებოდეს

Auto Bild
უკანა ფარები: არც ფარი უნდა იცვლიდეს ფერს ასე სწრაფად.

ტექნიკური მონაცემები
ძრავა: ასინქრონული ელექტროძრავა; ბატარეა: 85-კვ. ლითიუმ-იონური; სიმძლავრე: 270 კვ (367 ცხ. ძ.) 6000-9500 წთ.; მაბრუნი მომენტი: 440 ნმ/0-5800; მაქს. სიჩქარე: 225 კმ/სთ; აჩქარება: 0-100 კმ/სთ 5,6 წამში; რესურსი დამუხტვის შემდეგ: 426 კმ; ტრანსმისია: 1-საფ. ავტომატიკა; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4970/1964/1445 მმ; საბარგულის მოცულობა: 895-1645 ლიტრი; წონა/ტვირთამწეობა: 2108/482 კგ

ალტერნატივა
Auto Bild
BMW i3: AUTO BILD-ის რჩევა - i3 170 ცხ. ძ.; 2013 წლიდან

Auto Bild
Nissan Leaf: AUTO BILD-ის რჩევა - Leaf 109 ცხ. ძ.; 2013 წლიდან

Auto Bild
Opel Ampera/Chevrolet Volt: AUTO BILD-ის რჩევა - Ampera/Volt 150 ცხ. ძ.; 2013 წლიდან


ასევე დაგაინტერესებთ:
რომელი მანქანები წვავენ ყველაზე მეტს?
Auto Bild


BMW-ს ყველაზე გამძლე X?
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ორივე მერსედესი 12 000 ევრო ღირს - რომელი ჯობია?
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ელეგანტური ბენცი მერსედესის ნაღდი მოყვარულებისთვის
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ამ ჰიბრიდს შეგიძლიათ თამამად ენდოთ!
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება Mercedes GLK-ს შეძენისას?
Auto Bild


იშვიათი და ელეგანტური მანქანა გსურთ?
რას იტყვით ამ ”მაზერატიზე”?

Auto Bild


რამდენად სანდო და გამძლეა X6-ის პირველი თაობა?
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ღირს თუ არა ამ ჯიპის ყიდვა?
Auto Bild


საუკეთესო, ან არაფერი? Mercedes S-კლასი (W 140)
Auto Bild


ასევე იხილეთ:
რომელი მანქანების შენახვა ჯდება ყველაზე იაფი?
Auto Bild


Mercedes GLK 100 000-კილომეტრიანი ტესტის შემდეგ (+VIDEO)
Auto Bild
\

მანქანა მარადისობისთვის (+VIDEO)
Auto Bild


ფრთხილად ამ მანქანებთან!
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
რა რჩება მანქანისგან 19 წლის შემდეგ? (+ VIDEO)
Auto Bild


მილიონერი BMW, რომელიც დავშალეთ
და ყველა დეტალი შევამოწმეთ!

Auto Bild


რამდენად გამძლეა Volvo XC90?
Auto Bild


ნაღდი ამერიკელი თავისი პლუსებით და მინუსებით
Auto Bild


მანქანა, რომლის შეძენას არ ინანებთ: Honda CR-V
Auto Bild


ვარგა ეს ჰამერი?
Auto Bild


ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად