ეს BMW ყველა საგანში ხუთოსანია!
ეს BMW ყველა საგანში ხუთოსანია!
14.04.2016
მეორადი ავტომობილების ბაზარზე უდიდესი არჩევანია. რომელი ავტომობილია ყველაზე გამძლე და ხარისხიანი? რომელი ფუჭდება ყველაზე იშვიათად? მომხმარებელს ყველაზე მეტად სწორედ ამ კითხვებზე პასუხები აინტერესებს.

Auto Bildამ შემთხვევაში გთავაზობთ იმ მეორადი ავტომობილების მიმოხილვებს, რომლებიც გერმანიაში იყიდება. რატომ მაინცდამაინც გერმანული მეორადები? საქმე ისაა, რომ ეს მიმოხილვები დამყარებულია გერმანიის ტექ-დათვალიერების (TUV) მონაცემებზე, სადაც დეტალურადაა აღწერილი, რომელ მოდელს რა დროს რა პრობლემა აღმოაჩნდა.

ამიტომაც გადავწყვიტეთ, სწორედ TUV-რეპორტზე დაყრდნობით გესაუბროთ იმ მოდელებზე, რომლებსაც გერმანიაში ტექ-დათვალიერების დროს ყველაზე ნაკლები პრობლემები ჰქონდათ. თუმცა არც ესაა იმის 100-პროცენტიანი გარანტია, რომ
სანდო მეორადს ყიდულობთ, რადგან გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების (ტექ-დათვალიერების) დროს ყველაზე მთავარი ავტომობილის უსაფრთხოებაა - სავალი ნაწილი, სამუხრუჭე სისტემა და ა.შ. სამაგიეროდ, გერმანულ AUTO BILD-ს აქვს უდიდესი ბაზა და გამოცდილება - ჩვენ გერმანელ კოლეგებს ყველა ეს ავტომობილი დეტალურად აქვთ შემოწმებული და გატესტილი. შესაბამისად, ტექ-დათვალიერების სტატისტიკა და ჩვენი გერმანელი კოლეგების გამოცდილება ერთად გვაძლევს თითქმის ზუსტ სურათს და შეგვიძლია, გირჩიოთ, კონკრეტული მოდელების შემთხვევაში რომელი ძრავა და გადაცემათა კოლოფი ჯობია. ხშირ შემთხვევაში სწორედ ძრავისა და გადაცემათა კოლოფის შერჩევაა ყველაზე მთავარი, რადგან ამა თუ იმ ავტომობილის შემთხვევაში, ერთი ძრავა შეიძლება
ძალიან გამძლე იყოს, მეორე კი პირიქით, ძალიან სუსტი.

BMW მე-5 სერია (F10)
ფასი: დაახლოებით 15 000 ევროდან


მართალია, ბავარიელთა ეს მოდელი ნამდვილად არ არის ძველი და ჯერაც აქტუალური მოდელია, მაგრამ 2010 წლიდან იწარმოება და 6 წელი საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ თავისი შესაძლებლობები დაემტკიცებინა.

Auto Bild

2010 წელს წარმოდგენილი ”მეხუთე სერია” (F10) ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი, გამძლე და სანდო BMW გახლავთ. ეს ავტომობილი ვიზუალურადაც და ტექნიკურადაც თავისი დიდი ძმის, BMW-ს ”მეშვიდე სერიის” (F01) ახლო ნათესავია, რაც ამ ავტომობილისთვის ყველანაირად პოზიტიური მოვლენა გამოდგა.

ამიტომაცაა, რომ ”მეხუთე სერიის” ეს თაობა გამოირჩევა საუკეთესო კომფორტით თავის კლასში და ამავდროულად, მისი მართვა დიდი სიამოვნებაცაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სპორტისა და კომფორტის თითქმის იდეალური მიქსი ერთ სედანში.

Auto Bild

ამასთან, ამ თაობის ”მეხუთე სერია” ძალიან ხარისხიანი და გამძლე ავტომობილიც გამოდგა. დავიწყოთ იმით, რომ BMW 528 i Touring-მა AUTO BILD-ის ხანგრძლივ, 100 000-კილომეტრიან ტესტში საუკეთესო შეფასება, 1+ დაიმსახურა. და როგორც ირკვევა, ”მეხუთე სერიის” ეს თაობა 100 000 კილომეტრზე გაცილებით დიდი გარბენითაც ძალიან კარგი ავტომობილია, რადგან გერმანიის ტექ-დათვალიერების (TUV) საინფორმაციო ბაზაში მასზე მხოლოდ დადებით ეპითეტებს ვკითხულობთ. ძრავები ძალიან გამძლეა და იტანს მაღალ ბრუნებზე მუშაობას და არც ელექტროობაში ექმნება სერიოზული პრობლემები.

Auto Bild

► ძლიერი მხარეები: უმაღლესი ხარისხი, ტოპ-კომფორტი, კარგი მანევრულობა, მაღალი ბრუნების იდეალურად ამტანი ძრავები, მაღალი დონის უსაფრთხოება.

► სუსტი მხარე: ხშირია ღერძის (ხიდის) სახსრების (”შარნირების”) პრობლემა

► რჩევა: პრაგმატიკოსებს და მათ, ვინც ბევრს დადის, ვურჩევთ 520d-ს (184 ცხენის ძალა). ხოლო მათ, ვისაც ამ BMW-ს მართვისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება უნდა, ვურჩევთ 535i-ს 6-ცილინდრიანი ძრავით და 306 ცხენის ძალით.

Auto Bild

ასევე იხილეთ:
ერთ-ერთი ყველაზე უნაკლო მერსედესი
Auto Bild


ამ ჰიბრიდს შეგიძლიათ თამამად ენდოთ!
Auto Bild


მანქანა მარადისობისთვის (+VIDEO)
Auto Bild


რას უნდა მივაქციოთ ყურადღება Mercedes GLK-ს შეძენისას?
Auto Bild


Mercedes GLK 100 000-კილომეტრიანი ტესტის შემდეგ (+VIDEO)
Auto Bild
\

ფრთხილად ამ მანქანებთან!
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
როგორი მანქანაა 10 წლის E-კლასი?
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
რა რჩება მანქანისგან 19 წლის შემდეგ? (+ VIDEO)
Auto Bild


მილიონერი BMW, რომელიც დავშალეთ
და ყველა დეტალი შევამოწმეთ!

Auto Bild


რამდენად გამძლეა Volvo XC90?
Auto Bild


ნაღდი ამერიკელი თავისი პლუსებით და მინუსებით
Auto Bild


მანქანა, რომლის შეძენას არ ინანებთ: Honda CR-V
Auto Bild


ვარგა ეს ჰამერი?
Auto Bild


რატომაა ის ასეთი იაფი?
Auto Bild


ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Honda CR-V
Auto Bild


ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Toyota RAV 4
Auto Bild

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად