როგორ გავაძევოთ ნესტი მანქანიდან?
როგორ გავაძევოთ ნესტი მანქანიდან?
14.03.2018
დაორთქლილი მინები ცუდია ხილვადობისთვის და ავარიის რისკს ზრდის. იცით, როგორ უნდა განვდევნოთ ავტომობილიდან სინესტე?

ჩემი კოლეგა თავის Golf II-ს ორთქლის საუნას უწოდებდა. საქმე იმაში იყო, რომ დეფექტიანმა რეზინებმა მისი ”გოლფი” სინესტის კერად გადააქციეს. ეს ყველაფერი 30 წლის წინათ იყო. დღესაც არსებობენ მძღოლები, რომლებიც თავიანთი ავტომობილის რეზინებს არ უვლიან და უფრო მეტიც - დაორთქლილ მინებს ნაჭრებით წმენდნენ.
  • საიდან მოდის სინესტე მანქანაში და როგორ უნდა განვდევნოთ ის? გადავწყვიტეთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა მოგცეთ.
ამ პრობლემას ძალიან მარტივი მიზეზები აქვს. სიცივეში და სველ ამინდში მინები
უფრო სწრაფად იორთქლება. ავტომობილში სისველე ტანსაცმლიდან და ფეხსაცმლიდან აღწევს და განსაკუთრებით ღამით ბატონობს ცივ მინებზე. და თუ მანქანაში სინესტემ დაისადგურა, იოლად აღარ მიდის.

ფიზიკის გარდა, სხვა მიზეზებიც არსებობს: მაგალითად, მანქანის ცუდი მოვლა. კარგი მოვლით, ხელის რამდენიმე მოსმითა და სწორი აქსესუარებით პრობლემას სწრაფად მოაგვარებთ. მარჯვენა გვერდზე ნახავთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოთ ინტერიერში სიმშრალე. თუ ამ რჩევების გათვალისწინების შემდეგ სინესტე მაინც დარჩა, მაშინ სპეციალისტთან უნდა მიხვიდეთ, რადგან მამჭიდროებელი შუასადებების პრობლემა იქნება.

მაშ ასე, თუ გვინდა, რომ ინტერიერი მშრალი იყოს...

სალონის ფილტრი

Auto Bild
  • უმეტეს შემთხვევებში, სინესტის მთავარი
    გამომწვევი მიზეზი სალონის დაბინძურებული ფილტრია ხოლმე.
ასეთ დროს მხოლოდ ფილტრის გაწმენდა არ არის საკმარისი - ის უნდა შეცვალოთ. სალონის ფილტრის შეცვლას 30 წუთი ჭირდება. ის ან საქარე მინის ქვეშ, ანაც სახელთათმანის (”ბარდაჩოკის”) უკან იქნება. სალონის ფილტრი ზოგადად ყოველ 15 000 კილომეტრზე უნდა გამოიცვალოს. ფასი: 20 ლარიდან.

სიმშრალე ყველგან!

Auto Bild
  • მაგალითად, საბარგულში, რომელსაც ყურადღებას იშვიათად ვაქცევთ. ამოიღეთ ყველაფერი და კარგად გაამშრალეთ საბარგულის მთლიანი განყოფილება.
სპეციალური ბალიში

Auto Bild
  • ასეთი ბალიშების ფასი 20 ლარიდან იწყება. ისინი სინესტეს ჰაერიდან იწოვენ. როდესაც ”გაივსება”, ბალიშს ცალკე გააშრობთ და კიდევ გამოგადგებათ.
ძრავის განყოფილება

Auto Bild
  • ახადეთ კაპოტი და შეამოწმეთ, რა ხდება საქარე მინის ქვეშ მდებარე სადინრებში. იქ, დროთა განმავლობაში ფოთლები და ათასი ნაგავი გროვდება, რის შემდეგაც წყალი აღარ გადის. გაასუფთავეთ სადინრები ჭუჭყისგან.
რეზინები

Auto Bild
  • მოუარეთ რეზინებს კარებზე, მინებზე და ლუქებზე. მას სპეციალური საცხი უნდა წაუსვათ, რომელიც საკმაოდ იაფია.
სადინრები

Auto Bild
  • აი, ასეთ სადინრებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. იქ წყალი თავისუფლად უნდა გაედინებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად შემოაღწევს ინტერიერში.
რეზინის სადები

Auto Bild
  • თოვლიან და წვიმიან ამინდში, მანქანის ინტერიერში სინესტე ფეხსაცმელებით შეგაქვთ. ასეთ დროს, უმჯობესია, რეზინის სადებები გქონდეთ.
აქსესუარები

Auto Bild
  • არსებობს სპეციალური აქსესუარები, რომელთა მეშვეობით, მინებს სიმშრალეს შეუნარჩუნებთ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუკი მინებს და რეზინებს უვლით კიდეც.
ჰაერის ნაკადი საქარე მინისკენ

Auto Bild
  • სრული დაბერვით საქარე მინისკენ! მხოლოდ ასე და მხოლოდ კონდიციონერის ჰაერი (მაღალი ტემპერატურა) გააშრობს დაორთქლილ მინას ყველაზე სწრაფად.
...როცა უკვე გვიანია

Auto Bild
  • Auto Bildპანიკაში ნუ ჩავარდებით, ყველა პრობლემა მოგვარებადია! უნდა გაწმინდოთ და გააშროთ საფუძვლიანად.
დასკვნა
პირველ რიგში გამოცვალეთ სალონის ფილტრი. და შეცვალეთ ის რეგულარულად, ყოველ 15 000 კილომეტრზე. მოუარეთ რეზინებს. სინესტეს ავტომობილში არაფერი ესაქმება - დაორთქლილი მინები და ხილვადობის შეზღუდვა საკმაოდ სახიფათოა!
ბენდიქს კრონი

ასევე დაგაინტერესებთ:
რისი დატოვება არ შეიძლება მანქანაში ზაფხულში

Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
როგორ შევამციროთ საწვავის ხარჯი
10 მარტივი და რეალური რჩევა

Auto Bild


თუ გვინდა, რომ მანქანა ერთგულად გვემსახუროს...
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ასე უნდა გადაუღოთ ფოტოები გასაყიდ ავტომობილს
Auto Bild


8 წესი ავტომობილის ჯანმრთელობისთვის
Auto Bild


როგორ დავემშვიდობოთ დაორთქლილ მინებს მანქანაში?
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
რა არის და როგორ მუშაობს ABS და ESP?
Auto Bild


უცხოეთის ქვეყნების უცნაური საგზაო წესები
Auto Bild


როდის და როგორ უნდა გამოიყენოს მძღოლმა მუხრუჭი
Auto Bild


რა უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა გასწრების დროს?
Auto Bild


ასე უნდა გადაუღოთ ფოტოები გასაყიდ ავტომობილს
Auto Bild


რა უნდა შევუმოწმოთ მანქანას შორ გზაზე წასვლის წინ
Auto Bild


მანქანის ჩუსტებით, ”შლოპანცებით”
ან ფეხშიშველი მართვა ცუდი იდეაა!

Auto Bild


საბურავი არ გაპატიებთ!
Auto Bild


ნუ დაიხშობთ ყურებს საჭესთან!
Auto Bild


როგორ უნდა ვიცნოთ ჯანმრთელი ძრავა?
Auto Bild



როგორ მივხვდეთ, ნაავარიებია თუ არა ავტომობილი?
Auto Bild

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად