როგორ უნდა ვიცნოთ ჯანმრთელი ძრავა?
როგორ უნდა ვიცნოთ ჯანმრთელი ძრავა?
13.12.2013
აფეთქება, ცეცხლი, საწვავის წვა და დგუშები, რომლებიც წუთში რამდენიმე ათასჯერ ადი-ჩადიან - სწორედ ეს ყველაფერი ხდება თქვენი ავტომობილის ძრავში გასაღების გადატრიალებისა და მანქანის დაქოქვის შემდეგ. საშიში არაფერია - ეს ნორმალური პროცესია. შიგაწვის ძრავა სწორედ ასე მუშაობს. თუმცა ძრავა მანქანის გულია და ჩვენ ყველანი ყოველთვის ვშიშობთ, რომ ძრავაში შეიძლება რაღაც წესრიგში არ იყოს - განსაკუთრებით მაშინ, როცა მეორად ავტომობილს ვყიდულობთ. სერიოზული ზიანი არცისე ხშირი შემთხვევაა. ძრავში სერიოზული პრობლემები უმეტესად მაშინ ჩნდება, როცა მფლობელი ავტომობილისადმი საკმარის ყურადღებას არ იჩენს. ყურადღებაში კი აი,
რას ვგულისხმობთ:

- ძრავის ზეთის მუდმივი კონტროლი, საჭირო დროს გამოცვლა და საჭიროებისამებრ დამატება.
- ზეთის, ფილტრისა და, რაც მთავარია, კბილანა ღვედის დროული გამოცვლა.
- გამაფრთხილებელი მაჩვენებლებისთვის ყურადღების მიქცევა - განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ძრავის ზეთს ეხება.
- უცნაური ხმებისთვის ყურადღების მიქცევა და დროული მკურნალობა.


1. ზეთის კონტროლი

Auto Bild
წესები მარტივია: ძრავში საკმარისი ზეთი უნდა ესხას და აგრეგატი გარედან მშრალი უნდა იყოს. სახურავზე ყვითელი ნალექი იმის ნიშანია, რომ ზეთში ზედმეტად ბევრი წყალია.

2. სერვისის წიგნი

Auto Bild
ცვლიდნენ თუ არა დროულად ფილტრს და ღვედს? ბეჭდებიანი სერვის-წიგნი გვიჩვენებს, რამდენად კარგად
უვლიდნენ ტექნიკას. თუ ყველაფერს დროულად აკეთებდნენ, პრობლემების არსებობა ნაკლებად სავარაუდოა.


3. ზეთის შემოწმება

Auto Bild
ძრავიდან ამოღებული ზეთის შემოწმება გაგვცემს პასუხს კითხვაზე, რა მდრომარეობაა ძრავაში. ეს ან სპეციალისტმა უნდა გააკეთოს, ან მოყვარულმა სპეციალურ ქაღალდზე.

4. კბილანა ღვედი

Auto Bild
როცა ადამიანი ავტომობილის გაყიდვას გადაწყვეტს, თუ მანქანას კბილანა ღვედის გამოცვლა უწევს, დიდი შანსია, რომ თავი შეიკავოს, რადგან ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. კბილანა ღვედის გაწყვეტა კი ძრავას ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

5. მოუსმინეთ ძრავას
Auto Bild
ტესტ-დრაივის დროს ყურადღებით მოუსმინეთ ძრავას და დააკვირდით, რამდენად მშვიდად მუშაობს აგრეგატი. ატარეთ მანქანა სწორ და კარგ გზაზე, მუსიკა კი გამორთული უნდა იყოს, რათა ძრავის ნებისმიერი საეჭვო ხმა გაიგოთ.

6. გაყვანილობა

Auto Bild
ელექტროობის, საწვავის ან წყლის გაყვანილობა მწყობრში უნდა იყოს. თუ დაზიანებული ან გახეულია, დიდი შანსია, რომ პრობლემა უკვე ძრავაშიც იყოს. ამიტომ, კარგად შეამოწმეთ ყველა კაბელი და შლანგი.

დასკვნა
კბილანა ღვედი გაწყდა, ძრავა დაზიანდა - რა უნდა ვქნათ? თუ გარანტია აღარ გვაქვს, მძღოლს ბევრი ფულის დახარჯვა მოუწევს. შესაძლოა, სხვა, ჯანმრთელი ძრავის ჩადგმა უფრო იაფი დაგიჯდეთ, ვიდრე დაზიანებულის შეკეთება. გახსოვდეთ, რომ ქარხნული, ასე ვთქვათ გაუხსნელი ძრავა შეკეთებულ აგრეგატს სჯობია.
Fatal error: require_once(): Cannot redeclare class shortener in /var/www/html/www.autobild.ge/templates/default/html/com_content/article/default.php on line 406