როგორ დავემშვიდობოთ დაორთქლილ მინებს მანქანაში?
როგორ დავემშვიდობოთ დაორთქლილ მინებს მანქანაში?
13.03.2014
მანქანაში მინები განსაკუთრებით მაშინ იორთქლება, როცა გარეთ ცივა, თოვს, ან წვიმს. შესაძლოა, იცოდეთ, რომ ამას სინესტე იწვევს და შეიძლება, მანქანაში ყველა კუთხე კუნჭულიც შემოწმებული გქონდეთ, მაგრამ საქარე მინა და ფანჯრები მაინც იოლად იორთქლებოდეს.

საიდან მოდის ამ დროს სინესტე? პასუხი ადვილია: არსაიდან! სინესტე მანქანაშია და, უბრალოდ, აღარ ”მიდის”! ეს კი სალონის ფილტრის ბრალია, რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე წლის წინ გამოცვალეთ. დროთა განმავლობაში სალონის ფილტრი იმდენად ბინძურდება, რომ მის მიერ გამოტარებული ჰაერი გასაშრობად საკმარისი აღარაა. სწორედ ამიტომ, სალონის ფილტრი იდეალურ შემთხვევაში ყოველ 15
000 კილომეტრზე უნდა შეიცვალოს.

Auto Bild
1. გამოცვლისას შეარჩიეთ ხარისხიანი ფილტრი, რომელიც მტვერის გარდა, ჰაერს მავნე ნივთიერებებისგანაც ფილტრავს. სალონის ფილტრი რამდენიმე ადგილზე შეიძლება იყოს მოთავსებული.

Auto Bild
2. ამ შემთხვევაში ის ”ბარდაჩოკის” უკანაა და შეცვლის დროს ”ბარდაჩოკი” უნდა გამოიღოთ.

Auto Bild
3. ზოგიერთ მანქანას კი კაპოტის ქვეშ, წყლის ვანის განყოფილებაში უდევს. შეგახსენებთ, რომ წყლის ვანა საქარე მინის წინ მდებარეობს.

Auto Bild
4. აქვე გეტყვით, რომ შემოდგომაზე ამ ადგილზე თავს ბევრი ნაგავი იყრის, რის გამოც ვანიდან წვიმის წყალი იოლად აღარ გადის და გროვდება, რის შემდეგაც ფილტრისა და კაბელების ხვრელების გავლით, შესაძლოა, წყალმა სალონში შემოაღწიოს.

Auto Bild
5. დაბოლოს: დაორთქლილი საქარე მინის სწრაფი ”მკურნალობისთვის” აუცილებელია, რომ ტემპერატურის გადამრთველი მაქსიმუმზე დააყენოთ და ჰაერი მხოლოდ საქარე მინისკენ მიმართოთ. ამ დროს, სალონის საჰაეროებიც დაკეტილი უნდა გქონდეთ, რათა ჰაერის ნაკადმა საქარე მინა სწრაფად გააშროს.


Auto Bildდასკვნა
მანქანების უმრავლესობაში სალონის ფილტრის გამოცვლა თვით ამ საქმეში გამოუცდელ მძღოლებსაც შეუძლიათ. ასე რომ, ამისათვის ხელოსანთან მისვლა და ფულის დახარჯვა აუცილებელი არაა. თანაც, როგორც წესი, ფილტრს შეფუთვაზევე აქვს ინსტრუქცია, რაც საქმეს კიდევ უფრო გააადვილებს. რაც მთავარია, სალონის ფილტრის გამოცვლას მაქსიმუმ 20-30 წუთი სჭირდება.
ბერნდ ფოლკენსი

ასევე იხილეთ:
უცხოეთის ქვეყნების უცნაური საგზაო წესები
Auto Bild


როდის და როგორ უნდა გამოიყენოს მძღოლმა მუხრუჭი
Auto Bild


რა უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა გასწრების დროს?
Auto Bild


ასე უნდა გადაუღოთ ფოტოები გასაყიდ ავტომობილს
Auto Bild


რა უნდა შევუმოწმოთ მანქანას შორ გზაზე წასვლის წინ
Auto Bild


მანქანის ჩუსტებით, ”შლოპანცებით”
ან ფეხშიშველი მართვა ცუდი იდეაა!

Auto Bild


საბურავი არ გაპატიებთ!
Auto Bild


ნუ დაიხშობთ ყურებს საჭესთან!
Auto Bild


8 წესი ავტომობილის ჯანმრთელობისთვის
Auto Bild

Fatal error: require_once(): Cannot redeclare class shortener in /var/www/html/www.autobild.ge/templates/default/html/com_content/article/default.php on line 406