როგორ მივხვდეთ, ნაავარიებია თუ არა ავტომობილი?
როგორ მივხვდეთ, ნაავარიებია თუ არა ავტომობილი?
03.04.2013

როცა მეორად ავტომობილს ვყიდულობთ, ყველაზე მეტად ის გვაინტერესებს, ნაავარიებია თუ არა. ამის გასაგებად ავტომობილზე კარგი დაკვირვებაა საჭირო. გთავაზობთ რამდენიმე აუცილებელ რჩევას

კარგია, როცა კარგი ექსპერტი გყავთ. მიუყვანთ ავტომობილს, შეამოწმებს და გეტყვით, ღირს თუ არა ამ მანქანის ამდენად და ამდენად შეძენა. მაგრამ რაღაც-რაღაცების გარკვევა თვითონაც შეგიძლიათ. მეორადი ავტომობილის შეძენისას მთავარი კითხვები ასე ჟღერს: გარბენი „ჩამოყრილი“ ხომ არ არის? არის თუ არა მანქანა ნაავარიები? გარბენთან დაკავშირებით არაერთხელ დაგვიწერია და რაც შეეხება იმის გარკვევას, აქვს თუ არა ავტომობილს ავარია გადატანილი


 


საჭის პოზიცია


 


თუ საჭე სწორად არ დგას, ესე იგი, სავალ ნაწილში პრობლემებია. ცხადია, ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ მაგალითად, ავტომობილი ბორდიურზე სწრაფად ავიდა, მაგრამ დარტყმა ან სერიოზული ჩარტყმაც არ არის გამორიცხული.


 


წარწერები ფანჯრებზე


გვერდითა ფანჯრები უმეტესად ერთი მწარმოებლისაა. ხშირად იმავე მწარმოებლისაა საქარე მინაც. თუ ერთმანეთისგან განსხვავებულ წარწერებს შეხვდებით, დიდი შანსია, რომ გამოცვლილ ფანჯარასთან გაქვთ საქმე.


 


ფერში არეკლილი


 


დააყენეთ მანქანა ისე, რომ ძარის ზედაპირზე ხაზები აირეკლოს. დაზიანებულ ადგილებს არეკლილ ხაზებში იოლად იპოვნით. გაითვალისწინეთ: მცირე უსწორმასწორობა კენჭის მოხვედრითაც შეიძლება იყოს გამოწვეული.


 


ვინ-კოდი


 


ე.წ. ვინ-კოდი დაზიანებული არ უნდა იყოს! თუ შელახულია, დიდი შანსია, მიზეზი ავარია იყოს. ან უფრო უარესი: ნომერი შეცვალეს, რადგან მანქანა მოპარულია და ნაავარიები ავტომობილის ნომრით ყიდიან.


 


ჭანჭიკები


 


თუ ფრთა ან კაპოტი გამოცვალეს, ამას ჭანჭიკებზე შეამჩნევთ, სადაც შეცვლა აუცილებლად დატოვებდა კვალს. ამ ფოტოზე ორიგინალი ჭანჭიკებია და კვალიც არ ჩანს - ე.ი. ყველაფერი რიგზეა.


 


ფარები


თუ ფარები თანაბრად არაა ჩამჯდარი, ან მათ გარშემო, სიცარიელეებში არათანაბარი სივრცეებია, ეს იმის ნიშნებია, რომ მანქანა დანარტყამია და ან ფარი შეცვალეს, ან კაპოტი, ანაც ფრთა.


 


კარები


გაღებული კარი ზემოთ ან ქვემოთ ძარაზე დამოუკიდებლად არ უნდა მოძრაობდეს. დიდი შანსია, ეს იმას ნიშნავდეს, რომ კარი ცუდად ჩასვეს. თუმცა, შესაძლოა, ეს იმანაც გამოიწვიოს, რომ კარს უხეშად ხურავდნენ.


მძიმე ავარიის შემდეგ ავტომობილს ძარის ყველა გვერდითა ნაწილს უცვლიან ხოლმე, რასაც შედუღების წერტილებზე შეამჩნევთ. ეს წერტილები თითქმის არასდროს ზის ისე იდეალურად, როგორც ქარხნული შედუღების შემდეგ.


P.S. ვიზუალურად აღქმისთვის დაათვალიერეთ ფოტოები

  • როცა მეორად ავტომობილს ვყიდულობთ, ყველაზე მეტად ის გვაინტერესებს, ნაავარიებია თუ არა. ამის გასაგებად ავტომობილზე კარგი დაკვირვებაა საჭირო. გთავაზობთ რამდენიმე აუცილებელ რჩევას
  • საჭის პოზიცია: თუ საჭე სწორად არ დგას, ესე იგი, სავალ ნაწილში პრობლემებია. ცხადია, ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ მაგალითად, ავტომობილი ბორდიურზე სწრაფად ავიდა, მაგრამ დარტყმა ან სერიოზული ჩარტყმაც არ არის გამორიცხული.
  • წარწერები ფანჯრებზე: გვერდითა ფანჯრები უმეტესად ერთი მწარმოებლისაა. ხშირად იმავე მწარმოებლისაა საქარე მინაც. თუ ერთმანეთისგან განსხვავებულ წარწერებს შეხვდებით, დიდი შანსია, რომ გამოცვლილ ფანჯარასთან გაქვთ საქმე.
  • ფერში არეკლილი: დააყენეთ მანქანა ისე, რომ ძარის ზედაპირზე ხაზები აირეკლოს. დაზიანებულ ადგილებს არეკლილ ხაზებში იოლად იპოვნით. გაითვალისწინეთ: მცირე უსწორმასწორობა კენჭის მოხვედრითაც შეიძლება იყოს გამოწვეული.
  • ვინ-კოდი: ე.წ. ვინ-კოდი დაზიანებული არ უნდა იყოს! თუ შელახულია, დიდი შანსია, მიზეზი ავარია იყოს. ან უფრო უარესი: ნომერი შეცვალეს, რადგან მანქანა მოპარულია და ნაავარიები ავტომობილის ნომრით ყიდიან.
  • ჭანჭიკები: თუ ფრთა ან კაპოტი გამოცვალეს, ამას ჭანჭიკებზე შეამჩნევთ, სადაც შეცვლა აუცილებლად დატოვებდა კვალს. ამ ფოტოზე ორიგინალი ჭანჭიკებია და კვალიც არ ჩანს - ე.ი. ყველაფერი რიგზეა.
  • ფარები: თუ ფარები თანაბრად არაა ჩამჯდარი, ან მათ გარშემო, სიცარიელეებში არათანაბარი სივრცეებია, ეს იმის ნიშნებია, რომ მანქანა დანარტყამია და ან ფარი შეცვალეს, ან კაპოტი, ანაც ფრთა.
  • კარები: გაღებული კარი ზემოთ ან ქვემოთ ძარაზე დამოუკიდებლად არ უნდა მოძრაობდეს. დიდი შანსია, ეს იმას ნიშნავდეს, რომ კარი ცუდად ჩასვეს. თუმცა, შესაძლოა, ეს იმანაც გამოიწვიოს, რომ კარს უხეშად ხურავდნენ.
  • მძიმე ავარიის შემდეგ ავტომობილს ძარის ყველა გვერდითა ნაწილს უცვლიან ხოლმე, რასაც შედუღების წერტილებზე შეამჩნევთ. ეს წერტილები თითქმის არასდროს ზის ისე იდეალურად, როგორც ქარხნული შედუღების შემდეგ.
Fatal error: require_once(): Cannot redeclare class shortener in /var/www/html/www.autobild.ge/templates/default/html/com_content/article/default.php on line 406