კობრა ბრუნდება!
კობრა ბრუნდება!
17.11.2016
კომპანია AC Cars, რომელიც ადრე ბრიტანული იყო, აღდგენის შემდეგ კი გერმანული პასპორტი აქვს, მომავალი წლიდან სუპერავტომობილ „კობრას“ გამოშვებას განაახლებს. განახლებულ ავტომობილს სახელიც განახლებული ექნება. უფრო სწორედ, სახელს ინდექსი 378 დაემატება. ის გარეგნულად ძველ „კობრას“ დაემსგავსება და თანამედროვე აგრეგატით აღიჭურვება.

ამ ავტომობილის წარმოება შესაძლებელი გახადა „მცირე მოცულობით ავტომობილების მწარმოებელთა აქტმა“, რომელიც პატარა კომპანიებს იმის საშუალებას აძლევს, რომ ყოველგვარი ძვირადღირებული სერტიფიკაციის გარეშე, შეზღუდული ტირაჟით აწარმოონ ავტომობილები. ოღონდ, ამ ავტომობილის ორიგინალი უნდა იყოს მინიმუმ 25 წლის და მისი ძრავა გამონაბოლქვზე თანამედროვე მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

Auto Bild

ცნობისათვის, „კობრას“ წარმოება 1960-იან წლებში დაიწყო და თითქმის უცვლელი სახით, 1990-იანების შუა წლებამდე გაგრძელდა. განახლებული ავტომობილის სახელში რიცხვი 378, ძრავის მოცულობას (კუბურ დუიმებში) აღნიშნავს. მეტრული სისტემით, V8 ძრავის მოცულობა 6.2 ლიტრია. მყიდველს მას ორი ვერსიის სახით შესთავაზებენ. ერთი ატმოსფერულია და მისი სიმძლავრე 440 ცხენის ძალაა, მეორე კი მექანიკური დამჭირხნით არის აღჭურვილი და 550 ცხენის ძალას ავითარებს.

Auto Bild

AC Cars-ის ახალი მფლობელი ალან ლუბუნსკი ამბობს, რომ ახალი „კობრა 378“ მეოთხე თაობის მოდელის ბაზაზე აიგება და ის 100 000 გირვანქა სტერლინგზე ნაკლები ეღირება. მის ძრავას ელექტრონული სისტემა მოემსახურება,
ძრავასთან წყვილში კი თანამედროვე გადაცემათა კოლოფი იმუშავებს. გარდა ამისა, ავტომობილი საჭის გამაძლიერებლით და თანამედროვე სამუხრუჭე სისტემით აღიჭურვება. მის ეკიპირებაში კი, მყიდველის სურვილის შემთხვევაში, ჰაერის კონდიცირების სისტემაც შევა.

„ეს კვაზი-თანამედროვე ავტომობილია, რომელსაც ყოველდღიურად გამოიყენებთ. ის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა შასი და ძირითადი კონსტრუქციული ნაწილები, ასევე ძარა - ისეთივე დარჩება, როგორიც ადრე იყო. მხოლოდ უფრო თანამედროვე მექანკურ აღჭურვილობას შეიძენს“, - ამბობს ლუბინსკი.

Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ
ავტომობილს ახლა 56 მილიონად ყიდიან!

Auto Bild


97 წლის ბაბუმ ახალი ”ფორდ მუსტანგი” იყიდა! (+ VIDEO)
Auto Bild


გაიცანით პაჯეროს დიდი ბაბუა
Auto Bild


მერსედესს პიკაპი ადრეც ჰყავდა!
Auto Bild


ერთი მახინჯი მანქანის ამბავი: Fiat Multipla
Auto Bild


ეს ველური ბენცი სამი AMG GT-ს ფასად გაიყიდა!
Auto Bild


საუკეთესო, ან არაფერი? Mercedes S-კლასი (W 140)
Auto Bild


ბრაბუსმა 8 კლასიკური მერსედესი განაახლა
Auto Bild


აი, ასეთი ყველგანმავალი ჰყავდა მერსედესს 1906 წელს
Auto Bild


სამთვალა, რომელიც მისტერ ბინს ნერვებს უშლიდა
Auto Bild


ეს სასაცილო მანქანა წარმოუდგენელ ფასად გაიყიდა (+ VIDEO)
Auto Bild


ქალწული ბენცი
Auto Bild


60-იანი წლების ლეგენდარული კუპე:
Mercedes 250 SE Coupé

Auto Bild


BMW-ს ძველი სამი მუშკეტერი
Auto Bild


იხილეთ ფოტოგალერეა:
40 ავტომობილი, რომელიც აუცილებლად უნდა გიყვარდეს
Auto Bild


იხილეთ ფოტოგალერეა:
საუკეთესო კლასიკური ავტომობილები

Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად